Plasmon
იუნიკალი D3 / Junical D3


მინერალების   და  D3 –ის კომბინაცია( CA,P,D3)
JUNICAL  D3-ის შემადგენლობაშია :   100 მლ. სიროფი. 

10მლ  შეიცავს  ca2+ –228მგ/10მლ

ფოსფორი-121მგ

ვიტამინი D3   -125სე

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ძვლოვანი  ქსოვილის  მნიშვნელოვან  მინერალებს CA და P წარმოადგენს. აუცილებელია დაცული იყოს მათ შორის თანაფარდობა 1:1.5,1:2.  ძვლოვანი ქსოვილის და კბილის ემალის 75%  კალციუმისჰიდროასპარაგინატია. CA–შედის კბილების და ძვლის შემადგენლობაში, მონაწილეობს ნერვული იმპულსის გადაცემაში, არეგულირებს კუნთების შეკუმშვა–მოდუნებას, მონაწილეობს სისხლის შედედების სისტემაში.

P–15% –ით აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას და ამცირებს მის გამოდევნას. მონაწილეობს  ძვლის და კბილის ფორმირებაში, ასევე ენერგეტიკულ ცვლაში. D3-ასტიმულირებს  CA და P აბსორბციას ნაწლავში.

პრეპარატი უზრუნველყოფს ძვლოვანი სისტემის და კბილების ეფექტურ მინერალიზაციას, მონაწილეობს ნერვული სისტემის და კუნთოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებაში.

ჩვენება: რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა, კალციუმის  დეფიციტი,აქტიური ზრდის პერიოდი, ძვლის  დისლოკაციისა და მოტეხილობების მკურნალობა- პროფილაქტიკა, კრუნჩხვითი სინდრომი, კანის დაავადებები, ალერგიის კომპლექსური მკურნალობა.

მიღების  წესი და დოზირება: პერორალური  დოზა 2,5-5 მლ. ექიმის დანიშნულების მიხედვით  ნული ასაკიდან.

გვერდითი მოვლენები: შეიძლება გამოვლინდეს გასტროინტესტინალური ტრაქტის სუსტი გაღიზიანება, გულის რევა და ღებინება.

უკუჩვენება: ჰიპერცალცემია.

შენახვის პირობები: შეინახეთ ბნელ მშრალ ადგილას 25°C ტემპერატურაზე.

სად შევიძინოთ?