10 მლ წვეთები
1 წვეთი (590 ს.ე )
1. რას წარმოადგენს პრეპარატი იუვიტ D3 და რა მიზნით გამოიყენება იგი
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) განეკუთვნება D ჯგუფის ვიტამინს.
ადამიანის ორგამიზმში ხდება მისი გარდაქმნა და ღებულობს აქტიური ნივთიერებების ფორმას, რომლებიც ასრულებენ ჰორმონების როლს.
ქოლეკალციფეროლი იქმნება ადამიანის ორგანიზმში კანის არეში ულტრაიისფერი შუქის ზემოქმედებით. სინთეზი კანში აკმაყოფილებს მხოლოდ არც თუ ისე დიდ მოთხოვნილებას. ვიტამინი D-ს ძირითად წყაროს წარმოადგენს საჭმელი (ხორცი, რძე, კვერცხის გული).
ვიტამინი D3-ის მეტაბოლიტების ძირითადი მახასიათებლებია კალციუმის და ფოსფატების მომატებული შთანთქმა. ვიტამინი D3 ნაწლავში თავისებური ცილის წარმოქმნის სტიმულირების მეშვეობით, ხელს უწყობს შეკვრას, და შემდეგ კალციუმის სისხლში ტრანსპორტირებას.
ვიტამინი D3 პერორალური გზით მიღების შედეგად კარგად შეიწოვება წვრილ ნაწლავში. შთანთქმის პროცესში აუცილებელ როლს თამაშობენ ნაღვლის მჟავები. ქოლეკალციფეროლი და მისი მეტაბოლიტები გროვდება ღვიძლში, ცხიმოვან ქსოვილში და კუნთებში, საიდანაც თანდათან ხდება მათი გამოთავისუფლება. გამოიყოფა ძირითადად ნაღველთან ერთად და ასევე გლუკურონიკის მჟავასთან, გლიცინთან და ტაურინთან ერთად და მცირე რაოდენობით ასევე შარდთან ერთად. ქოლეკალციფეროლის მცირე რაოდენობა აღწევს დედის რძეში პლაცენტის მეშვეობით.
პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:
ბავშვების რაქიტის თავიდან აცილება,
სიმპტომების თავიდან აცილება, როდესაც დადგინდა ვიტამინი D-ს უკმარისობა,
ვიტამინი D-ს უკმარისობით გამოწვეული რაქიტის და ოსტეომალაციის მკურნალობა.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.
ვიტამინი D3 და მისი მეტაბოლიტები აღწევენ დედის რძეში. არ დაფიქსირებულა პრეპარატის გადაჭარბება იმ ბავშვებში, რომლებიც იკვებებიან დედის რძით.
როგორ გამოიყენოთ პრეპარატი იუვიტ D3
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით.
პრეპარატი გამოიყენეთ პერორალური გზით.
დოზირება:
პრევენციული გამოყენება:
● ორი კვირიდან ერთ წლამდე ასაკის ახალშობილები:
სასეირნოდ რომლებიც დადიან: დღეში 1 წვეთი (590 ს.ე)
● ნაადრევად დაბადებული ბავშვები, ტყუპები და ცუდ საცხოვრებელ პირობებში მყოფი ახალშობილები:
დღეში 1-დან 2 წვეთამდე (590 ს.ე- 1180 ს.ე)
● ბავშვები ორი წლის ასაკში (განსაკუთრებით შემოდგომის და ზამთრის პერიოდში):
დღეში 1-დან 2 წვეთამდე (590 ს.ე - 1180 ს.ე)
● ზრდასრულები:
დღეში 2-დან 8 წვეთამდე (1180 ს.ე- 4720 ს.ე)
მთელი წლის განმავლობაში.
ახალშობილებისთვის და პატარა ბავშვებისთვის პრეპარატის მიწოდება უნდა მოხდეს სასმელით ან საჭმლით სავსე კოვზის მეშვეობით.
რას შეიცავს პრეპარატი იუვიტ D3?
- პრეპარატის აქტიური ნივთიერებაა ქოლეკალციფეროლი,
1 მლ შეიცავს 34 წვეთს
1 წვეთი (590 ს.ე )
1 ფლაკონი - 10 მლ.