წამლის ფორმა
ტაბლეტები
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
ვიტამინი A (Retinolum) 1000 სე
ვიტამინი D3 (Cholecalciferolum) 100 სე
ვიტამინი B6 (Pyridoxini chloridum) 0.4 მგ
ვიტამინი C (Acidum ascorbicum) 15 მგ
კალციუმი Ca2+ 100 მგ
ფოსფორი P5+ 77 მგ
(კალციუმი და ფოსფორი შედის ორფუძიანი კალციუმის ფოსფატის დიჰიდრატი -430.40 მგ სახით,რაც შეესაბამება Ca2+-100 მგ და P5+-77 მგ შემცველობას ერთ ტაბლეტში).
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, ლიმონმჟავა, პოლისორბატი 80, მაგნიუმის სტეარატი, საღებავები (ცისფერი E 132, ყვითელი E 104, წითელი EE129), არომატული ნივთიერებები (კივი, მოცვი, ანანასი, ჟოლო).
აღწერილობა
მრგვალი ტაბლეტები უმნიშვნელო სიპრიალით, ვარდისფერი (ჟოლო), ღია-ყვითელი (ანანასი), ღია-მწვანე (კივი), ღია-ცისფერი (მოცვი).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საშუალება, რომელიც მოქმედებს მეტაბოლურ პროცესებზე, ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი. ATC კოდი A11AA03.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კალციუმი მონაწილეობს ძვლის ქსოვილის ფორმირებაში, სისხლის შედედებაში, ნერვული იმპულსების გადაცემაში, ჩონჩხისა და გლუვი კუნთების შეკუმშვაში, გულის ნორმალურ მუშაობაში.
კალციუმთან ერთად ფოსფორი მონაწილეობს ძვლებისა და კბილების ფორმირებაში, ასევე მონაწილეობს ენერგეტიკული ცვლის პროცესებში.
ძვლებისა და კბილების სწორი მინერალიზაციისათვის კალციუმისა და ფოსფორის გარდა, რომლებიც სამშენებლო მასალას წარმოადგენენ, აუცილებელია ვიტამინების მიღება, განსაკუთრებით ვიტამინი D3-ის, რომელიც ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის აბსორბციას საჭმლის მომნელებელ ორგანოებში და მათ სწორად განაწილებას ძვლისა და კბილის ქსოვილებში.
ვიტამინი A მინაწილეობს სხვადსხვა ნივთიერების სინთეზში (ცილების, ლიპიდების, მუკოპოლისაქარიდების) და უზრუნველყოფს კანის, ლორწოვანი გარსის, ასევე მხედველობის ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B6 ხელს უწყობს ძვლების, კბილების, ღრძილების სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებას, ზეგავლენას ახდენს ერითროპოეზზე, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი C მონაწილეობს რიგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების ჟანგვაში, შემაერთებელ ქსოვილში ნახშირწყლების ცვლის რეგულირებაში, სისხლის შედედებასა და ქსოვილების რეგენერაციაში, ასტიმულირებს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას, აწესრიგებს კაპილარების გამტარობას.
ვიტამინი C ზრდის ორგანიზმის გამძლეობას ინფექციების მიმართ, ამცირებს ანთებით რეაქციებს.
გამოყენების ჩვენებები
კალცინოვას ტაბლეტები რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
- ბავშვებისათვის ინტენსიური ზრდისა და განვითარების პერიოდში,
- ბავშვებისათვის რძისა და რძის პროდუქტების მიმართ აუტანლობით,
- ბავშვებში კბილებისა და ძვლების გასამაგრებლად და დასაცავად.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, კალციუმის მარილების დიდი რაოდენობით შემცველობა სისხლსა და შარდში. ბავშვთა ასაკი 2 წლამდე.
გამოყენების წესი და დოზები
2-4 წლის ბავშვებში მიიღება 2-3 ტაბლეტი დღეში, 4 წლიდან და უფროსი ასაკის ბავშვებში – 4-5 ტაბლეტი დღეში.
რეკომენდებულია ტაბლეტების დაღეჭვა.
გვერდითი ეფექტი
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. ამ შემთხვევაში მიღება უნდა შეწყდეს..
ჭარბი დოზა
არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
კალცინოვას მაღალი დოზის ხანგრძლივად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს A და D ვიტამინების ჰიპერვიტამინოზი, კალციუმის შემცველობის მომატება სისხლსა და შარდში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კალცინოვას მიღება ტეტრაციკლინების რიგის პრეპარატებთან და ნატრიუმის ფტორიდთან რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ამ უკანასკნელთა მოქმედება შერიძლება დაქვეითდეს. თუ აუცილებელია ამ პრეპარატებითა და კალცინოვათი ერთდროული მკურნალობა, მაშინ მიღებათა შორის ინტერვალი უნდა იყოს არა ნაკლებ 3 საათი.
განსაკუთრებული მითითებები
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისათვის კალცინოვას ტაბლეტების მიღება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან იგი შაქარს შეიცავს.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.
გამოშვების ფორმა
9 ტაბლეტი ბლისტერში. 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.