Plasmon
კაპსადორი / Capsador


კაპსადორი 0.075% კრემი გარეგანი გამოყენებისთვის.

 

მოქმედი ნივთიერება(ები): თითოეული 1 გრ კრემი შეიცავს 0.75 მგ კაპსაიცინს.
დამხმარე ნივთიერება(ები): ბენზილის სპირტი, ცეტილის სპირტი, სორბიტოლის (70%) ხსნარი (E420), თეთრი პარაფინი, იზოპროპილ მირისტატი, გლიცერილის სტეარატი, PEG-100 სტეარატი და დეიონიზებული წყალი.

 

რას წარმოადგენს კაპსადორი და რისთვის გამოიყენება
კაპსადორი-45 გ კრემი  ეპოქსიფენოლური ალუმინის ტუბებში შიგთავსის გასანაწილებლად ადაპტირებული დაბოლოებით, რომელიც დალუქულია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) მჭიდრო თავსახურით,  შეიცავს კაპსაიცინს და განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის.

კაპსადორი გამოიყენება:

ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელიც წარმოიქმნება კანის ზედაპირთან ახლოს მდებარე ნერვებიდან სარტყლისებრი ლიქენის შემდეგ;

ტკივილის შესამსუბუქებლად პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დიაბეტით გამოწვეული ხელების ან ფეხების ნერვის დაზიანება;

სახსრების ანთების, სახსრების კალციფიკაციის, კუნთებისა და სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად.

 

რა უნდა იცოდეთ კაპსადორის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ კაპსადორი
თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობიარე) კაპსაიცინის ან კაპსადორია რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;
დახეთქილ ან გაღიზიანებულ კანზე;
12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
მოარიდეთ თვალები, ცხვირი და პირი. თუ ის შემთხვევით მოხვდება თვალებში, ცხვირსა და პირში ან დახეთქილ ან გაღიზიანებულ კანზე, ჩამოიბანეთ ბევრი წყლით.
დაიბანეთ ხელები კაპსადორის წასმისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელები არის სამკურნალო ადგილები, ამ შემთხვევაში, ისინი უნდა დაიბანოთ წასმიდან 30 წუთის შემდეგ.
მოერიდეთ ცხელ აბაზანას ან შხაპს კაპსადორის გამოყენებამდე ან მის წასმის შემდეგ.
არ გამოიყენოთ მჭიდრო სახვევები წასმულ კაპსადორზე.
მოერიდეთ კაპსადორის ნებისმიერი ორთქლის სუნთქვას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება და სუნთქვის გაძნელება (ასთმის გაუარესების ჩათვლით).

 

ორსულობა  და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
საჭიროების შემთხვევაში, ორსულობისას გამოიყენეთ თქვენი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ.
არ გამოიყენოთ კაპსადორი ძუძუთი კვების დროს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კაპსადორის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

კაპსადორმა შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი კანისმიერი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი) ცეტილის სპირტის შემცველობის გამო.

 

როგორ უნდა გამოიყენოთ კაპსადორი

გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/გამოყენების სიხშირე:

წაისვით კაპსადორი 3-4-ჯერ დღეში, თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ გაქვთ დანიშნული. თითოეულ წასმას შორის უნდა იყოს მინიმუმ 4-საათიანი ინტერვალი. მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება 8 კვირა, როდესაც კაპსადორი გამოიყენება დიაბეტით გამოწვეული ნერვული დაზიანების ტკივილის შესამსუბუქებლად.

გამოყენების წესი და მეთოდი:

კაპსადორი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
კრემის მცირე რაოდენობა (დაახლოებით ბარდის ზომის) თითებით უნდა შეიზილოთ მასაჟორის გამოყენებით სამკურნალო ადგილზე. გააგრძელეთ შეზელვა, უხილავი არ გახდება.
დაიბანეთ ხელები დასანამ კრემი უყოვნებლივ კაპსადორია გამოყენების შემდეგ, თუ არ მკურნალობთ ხელების ნერვულ დაზიანებას, როდესაც ხელების დაბანამდე უნდა გავიდეს 30 წუთი.კაპსადორის წასმის შემდეგ მან შეიძლება გამოიწვიოს ხანმოკლე წვის შეგრძნება ხელებზე.

 

გამოყენება ბავშვებში:
იგი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

გამოყენება ხანდაზმულებში:
კაპსადორი იგივენაირად გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში, როგორც მოზრდილებში.

 

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა: არ არის სპეციალური გამოყენება თირკმელებისა და ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი კაპსადორის, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ვინაიდან კაპსადორი გამოიყენება შეზღუდულ და ზედაპირულ ზონაზე, დოზის გადაჭარბებას არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები.
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

 

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს, შეწყვიტეთ კაპსადორის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

სახის, ენის, ყელის შეშუპება;

ქოშინი, ხიხინი.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე მოცემული, თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია კაპსადორის მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

ყოველა აღნიშნული სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, აცნობეთ თქვენს ექიმს:

სურდო;

ხველა;

ცემინება;

თვალების, ცხვირისა და ყელის ხანმოკლე გაღიზიანება ქოშინის ან ასთმის გაუარესების სახით.

კაპსადორმაა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება ან ხანმოკლე წვის შეგრძნება გამოყენებისას. ეს წვა უფრო ხშირია, როდესაც:

კრემი გამოიყენება დღეში 4-ზე მეტჯერ;

ხდება ძალიან ბევრი კრემი წასმა;

კრემი გამოიყენება ცხელი აბაზანის ან შხაპის მიღების წინ ან მის შემდეგ.

 

კაპსადორის შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალი შეფუთვით.
ინახება 25°C-ზე დაბალ (ოთახის) ტემპერატურაზე.

 

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
გამოიყენეთ კაპსადორი ვარგისიანობის ვადის გასვლამდე, რომელიც მითითებულია ტუბსა ან შეფუთვაზე.

გაცემის წესი:
არმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე 

სად შევიძინოთ?