Plasmon
ქიქ თიქი / Kick The Tick

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: ICB Pharma
  • მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
  • გამოშვების ფორმა: კანის სპრეი, 90 მლ
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

სამმაგი დაცვა - ტკიპების, კოღოების, ქინქლების წინააღმდეგ

 

გამოყენება:

გამოიყენება პირდაპირ კანზე. კოღოებისა და ქინქლების მიმართ დამაფრთხობელი ეფექტის ხანგრძლივობა 4 საათი. ტკიპების მიმართ - გამოყენებიდან 2 საათი.

გამოყენების წესი: მცირე რაოდენობა დაახლოებით 20 სმ-დან შეასხურეთ სხეულის დაუცველ ადგილებზე. სახეზე პირდაპირ არ დაიტანოთ: დაიტანეთ ხელზე და შემდეგ ნაზად წაისვით სახის კანზე. არ გამოიყენოთ დაზიანებულ ან გაღიზიანებულ კანზე და ლორწოვან გარსზე. არ შეისუნთქოთ პროდუქტის ორთქლი. გამოყენების შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები. არ გამოიყენოთ პროდუქტი ბავშვის ხელისგულებზე. დაიცავით თვალები, პირი, ცხვირი. არ გამოიყენოთ საკვებად, არ დაიტანოთ ტანსაცმელზე. ბავშვებში 3 წლიდან 1-ჯერ დღეში. ბავშვებში 12 წლიდან და ზრდასრულებში 2-ჯერ დღეში.

შემადგენლობა:
ეთილის ბუტილაცეტილამინოპროპიონატი 10გ/100გ. 2-(2-ჰიდროქსიეთილ) სეკ-ბუტილის პიპერიდინ-1-კარბოქსილატი/იკარიდინი 0,5გ/100გრ. ლიმონის ევკალიპტის ზეთი, ჰიდრატირებული, ციკლიზებული 0,5გ/100გრ.

გაფრთხილება:
აალებადი აეროზოლი. გაცხელების შემთხვევაში შეიძლება აფეთქდეს. შეინახეთ და გამოიყენეთ სითბოს, ცხელი ზედაპირების, ნაპერწკლების, ღია ცეცხლისა და სხვა აალებადი წყაროებისაგან შორს. არ გახვრიტოთ და არ დაწვათ, გამოყენების შემდეგაც კი. დაიცავით მზის სხივების მოხვედრისა და 50°C / 122°F-ზე მეტი ტემპერატურის ზემოქმედებისაგან. იწვევს თვალების სერიოზულ გაღიზიანებას. თვალში მოხვედრის შემთხვევაში:  ფრთხილად გამოირეცხეთ წყლით რამოდენიმე წუთის განმავლობაში. მოიხსენით კონტაქტური ლინზები, თუ სარგებლობთ და მოხსნა ადვილია. განაგრძეთ გამორეცხვა. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან. 

სად შევიძინოთ?