Plasmon
კოლაგენ ბიუთი / Kollagen Beauty

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Queisser Pharma GmbH & Co
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: ბოთლი #30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ვიტამინი A, თუთია და ბიოტინი ჯანმრთელი კანისთვის. ვიტამინი C კოლაგენის ფორმირების და კანის ჯანმრთელობისთვის. სპილენძი შემაერთებელი ქსოვილისთვის. კოლაგენის პეპტიდები ამცირებს ნაოჭის სიღრმეს და ზრდის კანის ელასტიურიობას.

დოპელჰერც სისტემ კოლაგენ ბიუთი შეიცავს რჩეული საკვები დანამატების განსაკუთრებულ კომბინაციას კანის ბუნებრივი სილამაზისათვის.
· 2,5 გრ კოლაგენის პეპტიდები
· ბეტა კაროტენი, ვიტამინები E, C და ბიოტინი
· მიკროელემენტები თუთია და სპილენძი
· ასაის ნაყოფის ექსტრაქტი

ნაერთი, ლიჩის და საზამთროს არომატით, მოთავსებულია მისაღებად მზა მოსახერხებელ ბოთლში.

ასაკთან ერთან ჩვენი კანი თხელდება. ეს ხდება, როცა კანში კოლაგენის შემცველობის შემცირების გამო მისი ელასტიურობა იკლებს. გარე ფაქტორები - ულტრაიისფერი სხივები, რადიაცია, თამბაქო და ჰორმონები დამატებით უწყობენ ხელს კოლაგენის შემცირებას. კოლაგენი მნეშვნელოვანი კომპონენტია იმისათვის, რომ შენარჩუნდეს  კანის ელატიურობა და  განსაზღვრავს თუ რამდენად ჯანმრთელად და ლამაზად გამოიყურება კანი.

კოლაგენის პეპტიდები ზრდის კანის ელასტიურობას. ამავე დროს კოლაგენის პეპტიდები ამცირებს ნაოჭების სიღრმეს და აუმჯობესებს კანის იერს. კოლაგენის პეპტიდები კანის ახალგაზრდულ და ჯანმრთელ შესახედაობას უწყობენ ხელს.  

ვიტამინი C განსაზღვრავს ჯანმრთელი კანისთვის კოლაგენის ნორმალურ ფორმირებას.

ვიტამინი A, ბიოტინი და მიკროელემენტი თუთია უზრუნველყოფენ კანის ჯანმრთელობას.

სპილენძი განსაზღვრავს კანის ნორმალურ პიგმენტაციას და შემაერთებელ ქსოვილს.

ვიტამინი E იცავს უჯრედებს ოქსიდატიური სტრესისგან.

ასაის ნაყოფი არის პალმის Euterpe oleracea ნაყოფი. ეს პალმა იზრდება სამხრეთ აფრიკაში, კერძოდ ამაზონთან.

25 მლ ბოთლი შეიცავს:

0.96 მგ ბეტა-კაროტინს (160 მკგ ვიტამინი A-ს ექვივალენტი), 3.0 მგ  ვიტამინ E, 150 მკგ ბიოტინს, 80 მგ ვიტამინი C, 5.0 მგ თუთიას, 150 მკგ სპილენძს,2.5 გრ კოლაგენის პეპტიდებს, 100 მგ ასაის ნაყოფის ექსტრაქტს.

რეკომენდირებული დოზა:

მიიღეთ ბოთლის შიგთავსი ერთხელ დღეში, გახსნამდე კარგად შეანჯღრიეთ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატები არ ცვლიან დაბალანსებულ კვებას და ჯანმრთელ ცხოვრების წესს. შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. არ დაალევინოთ 12 წლამდე ასაკის ბავშვებს. შეინახეთ მშრალ ადგილას 25 C - მდე ტემპერატურაზე.

სად შევიძინოთ?