Plasmon
კოსმოკოლი პედიატრიული / CosmoCol Paediatric


 

1. რა არის კოსმოკოლი პედიატრიული და რისთვის გამოიყენება

კოსმოკოლი პედიატრიული არის საფაღარათო საშუალება.

აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება:

ქრონიკული ყაბზობის სამკურნალოდ 2-11 წლის ბავშვებში.

შეკრულობის სამკურნალოდ ბავშვებში 5 წლის ასაკიდან. შეკრულობა არის ქრონიკული ყაბზობა, როდესაც განავლის დიდი რაოდენობა ახდენს სწორი ნაწლავის და/ან მსხვილი ნაწლავის ბლოკირებას.

მაღალი დოზები რეკომენდებულია 12 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებში.

2. რა უნდა იცოდეთ კოსმოკოლი პედიატრიულის მიღებამდე

არ მისცეთ ბავშვს კოსმოკოლი პედიატრიული თუ ექიმისგან ინფორმირებული ხართ, რომ

ბავშვს ალერგია აქვს მაკროგოლ 3350-ზე, ნატრიუმის ქლორიდზე ნატრიუმის ჰიდროკარბონატზე, კალიუმის ქლორიდზე ან რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (იხ. ნაწილი 6).

ბავშვს აღენიშნება ნაწლავის ბლოკირება.

- ნაწლავის კედელი პერფორირებულია.

- ბავშვს აქვს ნაწლავების მწვავე ანთებითი დაავადება, როგორიც არის წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება ან ტოქსიური მეგაკოლონი.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

კოსმოკოლი პედიატრიულის მიღებამდე მიმართეთ ექიმს თუ ბავშვს აქვს გულის ან თირკმლის პრობლემები, ხახის რეფლექსი გართულებულია ან აწუხებს გულძმარვა.

სხვა პრეპარატები და კოსმოკოლი პედიატრიული

ზოგიერთი პრეპარატი, მაგ: ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები შესაძლოა ნაკლებად ეფექტური იყოს კოსმოკოლი პედიატრიულით მკურნალობის პერიოდში. აცნობეთ ექიმს ნებისმიერი თანმხლები პრეპარატით მკურნალობის შესახებ.

კოსმოკოლი პედიატრიულის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში არ მისცეთ ბავშვს სხვა პრეპარატები.

კოსმოკოლი პედიატრიულის მიღება საკვებთან და სასმელთან

აღნიშნული პრეპარატის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს საკვებთან/სასმელთან ერთად ან მათ გარეშე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

კოსმოკოლი პედიატრიულის მიღება შესაძლებელია ორსულობს და ძუძუთი კვების პერიოდში.

კოსმოკოლი პედიატრიული შეიცავს ნატრიუმს.

თითო პაკეტი შეიცავს 93.87 მგ ნატრიუმს, რაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პაციენტებში, რომლებიც არიან ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე.

კოსმოკოლი პედიატრიული შეიცავს სორბიტოლს (E420)

თუ ექიმისგან ინფორმირებული ხართ, რომ ბავშვი ვერ იტანს შაქრის გარკვეულ ტიპებს პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

3. კოსმოკოლი პედიატრიულის მიღების წესი

მკურნალობის დროს ყოველთვის დაიცავით ექიმის მითითებები. თუ არ ხართ დარწმუნებული გადაამოწმეთ ექიმთან.

ქრონიკული ყაბზობა:

რეკომენდებული დოზა განისაზღვრება ბავშვის ასაკის და მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით.

- 2-6 წლის ბავშვებში მკურნალობა იწყება დღეში 1 პაკეტით.

- 7-11 წლის ბავშვებში მკურნალობა იწყება დღეში 2 პაკეტით.

ექიმმა შესაძლოა გაზარდოს პაკეტების რაოდენობა მანამდე, სანამ განავალი არ დარბილდება. თუ დოზა საჭიროებს გაზრდას ეს უნდა მოხდეს ყოველ დღე. ჩვეულებრივ დღეში 4 პაკეტზე მეტი არ არის საჭირო.

არ არის სავალდებულო ერთიანად მიიღოს ბავშვმა მთლიანი დოზა. სურვილის შემთხვევაში ბავშვმა ნახევარი დოზა შეიძლება მიიღოს დილით და ნახევარი საღამოს.

ბავშვს დასჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა სულ მცირე 6-12 თვე.

შეკრულობა:

შეკრულობის შემთხვევაში კოსმოკოლი პედიატრიულის მიღებამდე ექიმმა უნდა გადაამოწმოს ნამდვილად აღნიშნული პრობლემა აწუხებს თუ არა ბავშვს.

მკურნალობა გრძელდება დაახლოებით 7 დღე. რეკომენდებული დოზა:

ასაკი 5-11 წლის

დღე 1

4 პაკეტი

დღე 2

6 პაკეტი

დღე 3

8 პაკეტი

დღე 4

10 პაკეტი

დღე 5

12 პაკეტი

დღე 6

12 პაკეტი

დღე 7

12 პაკეტი

 

თითოეულ დღეს დოზა შეიძლება გადანაწილდეს 12 საათზე (მაგ: დილის 8 სთსაღამოს 8 სთ). თუ ბავშვი კუჭში გადის დიდი რაოდენობით და/ან აღენიშნება წყლიანი დიარეა ეს ნიშნავს, რომ პრეპარატი მოქმედებს. როგორც კი პრეპარატი იმოქმედებს შესაძლებელია მკურნალობის შეწყვეტა.

შეკრულობით გამოწვეული შემდგომი პრობლემების თავიდან არიდების მიზნით ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ მკურნალობის გაგრძელება. მიიღება ქრონიკული ყაბზობისასთვის განკუთვნილი დოზა.

შერევის წესი

მოახიეთ პაკეტს თავი და ჩაყარეთ შიგთავში ჭიქაში.

დაუმატეთ წყალი ჭიქის მეოთხედამდე.

ურიეთ სანამ ფხვნილი სრულად არ გაიხსნება და ხსნარი გამჭვირვალე ან ოდნავ დაბურული არ გახდება, შემდეგ მიეცით ბავშვს.mkurnalobis xangrZlivoba

ქრონიკული ყაბზობა:

მკურნალობა ხანგრძლივია, სულ მცირე 6-12 თვე.

შეკრულობა:

მკურნალობა გრძელდება დაახლოებით 7 დღე.

თუ ბავშვმა მიიღო კოსმოკოლი პედიატრიულის ჭარბი დოზა

ბავშვს შესაძლოა აღენიშნოს ძლიერი დიარეა. ასეთ შემთხვევაში ბავშვმა პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოს, მიეცით ბლომად სითხე. შეგიძლიათ მიმართოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ კოსმოკოლი პედიატრიულის მიღება

მიეცით ბავშვს დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ.

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება თუ ბავშვს აქვს სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გართულებას ან სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპებას.

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (10-დან >1 პაციენტში)

მუცლის ტკივილი

ხმაური (ყურყური) მუცლის არეში

ხშირი გვერდითი ეფექტები (100-დან >1, მაგრამ 10-დან <1 პაციენტში):

დიარეა

გულისრევა ან ღებინება

ტკივილი ან დისკომფორტი დუნდულოების არეში

თუ ბავშვს უტარდება მკურნალობა ქრონიკული ყაბზობის გამო დიარეა ჩვეულებრივ ლაგდება დოზის შემცირებისას.

ნაკლებად ხშირი გვერდით ეფექტები (1000-დან >1, მაგრამ 100-დან <1 პაციენტში)

შებერილობის შეგრძნება

მეტეორიზმი

იშვიათი გვერდითი ეფექტები (1000-დან <1 პაციენტში)

ალერგიული რეაქციები, მათ შორი სუნთქვის უკმარისობა ან სუნთქვის გაძნელება.

სხვა დაფიქსირებული გვერდითი ეფექტები:

გამონაყარი კანზე, ქავილი, სიწითლე ან ჭინჭრის ციება, ხელების, ფეხების ან კოჭების შეშუპება, თავის ტკივილი, დისპეფსია, სისხლში კალიუმის მაღალი ან დაბალი დონე.

გვერდითი ეფექტების დაფიქსირება

თუ ბავშვს აღენიშნა ნებისმიერი გვერდითი ეფექტი მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. ასევე გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ პირდაპირ აცნობოთ:

malta

გაერთიანებული სამეფო

პრეპარატის გვერდითი რეაქციიის ანგარიში

ვებ გვერდი www.medicinesauthority.gov.mt/adrportal

ყვითელი ბარათის სქემა

ვებ გვერდი:

www.mhra.gov.uk/yellowcard

 

გვერდითი ეფექტების დაფიქსირებით ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას.

5. კოსმოკოლი პედიატრიულის შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პაკეტზე და კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.

კოსმოკოლი პედიატრიული ინახება არაუმეტეს 250 ტემპერატურაზე.

პრეპარატის წყალში გახსნის შემდეგ თუ ბავშვი მაშინვე ვერ სვამს მომზადებულ ხსნარს, დაახურეთ და შეინახეთ მაცივარში (2-80). გადააქციეთ ხსნარი თუ არ გამოიყენება 24 საათის განმავლობაში.

დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.

6. რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს კოსმოკოლი პედიატრიული

კოსმოკოლი პედიატრიულის ერთი პაკეტი შეიცავს შემდეგ აქტიურ ინგრედიენტებს:

მაკროგოლი 3350                   6.563

ნატრიუმის ქლორიდი              0.1754

ნატრიუმის ჰიდროკარბონატი       0.0893

კალიუმის ქლორიდი               0.0233

პაკეტის შიგთავსის ჭიქის მეოთხედ წყალში გახსნის შემდეგ თითო პაკეტიდან მიიღება:

ნატრიუმი 65 მილიმოლი/ლიტრი

ქლორიდი 53 მილიმოლი/ლიტრი

ჰიდროკარბონატი 17 მილიმოლი/ლიტრი

კალიუმი 5.0 მილიმოლი/ლიტრი

აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს ნატრიუმს, რომელიც ექვივალენტურია 93.87 მგ-სა თითო პაკეტზე.

სხვა ინგრედიენტები: კაჟბადი, კოლოიდური უწყლო, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის არომატიზატორი და ლიმონის ლაიმის არომატიზატორი. არომატიზატორებში შედის სორბიტოლი (E420) და ალფა-ტოკოფეროლი (E307).

როგორია კოსმოკოლი პედიატრიული ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში

კოსმოკოლი პედიატრიული არის თეთრი ფხვნილი, რომელიც დაფასოებულია პაკეტში. კოლოფში არის 6, 8, 10, 20, 30, 40, 50, 60 ან 100 პაკეტი.

სად შევიძინოთ?