Plasmon
კრამელი შოკოლადის ფილა / Kramel Chocolate

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Milsing
  • მწარმოებელი ქვეყანა: ხორვატია
  • გამოშვების ფორმა: შოკოლადის ფილა #10
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

კრამელის შოკოლადის 1 ფილა შეიცავს 5 მილიარდ ბიფიდობაქტერიას და ვიტამინ D-ს 100 საერთაშორისო ერთეულს.

 

კრამელი დამზადებულია პრემიუმ ხარისხის ნატურალური ინგრედიენტების ბაზაზე. შოკოლადი საუკეთესო გარემოა ბიფიდობაქტერიებისათვის, რათა მათ შეინარჩუნონ სტაბილურობა, როგორც გარემოში, ასევე კუჭის მჟავე არეში და შეუცვლელი რაოდენობით მიაღწიონ ნაწლავებამდე, სადაც ისინი ხელს უწყობენ ორგანიზმისთვის სასარგებლო ბიფიდობაქტერიების ზრდას. ბიფიდობაქტერიები ამცირებენ კუჭ-ნაწლავის დისფუნქციის გამოვლინებას.

კრამელი შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს, პოლიფენოლს, ვიტამინებს, მინერალებს.

 

D ვიტამინი:

უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; 

ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული ინფექციების მიმართ;

ხელს უწყობს ნაწლავებიდან კალციუმის, რკინის, მაგნიუმის, ფოსფორის და თუთიის შეწოვას.

 

შოკოლადი ამაღლებს განწყობას და ხელს უწყობს კარგ ხასიათზე ყოფნას. 

 

კრამელი გამოიყენება ბავშვებში 1 წლის ასაკიდან. 

მიიღება დღეში 1 შოკოლადის ფილა. 

არ შეიცავს კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს, გმო-ს.

 

 

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, 15-25°C ტემპერატურაზე.

 

შეფუთვა: #10 ცალი შოკოლადის ფილა. 

მასა: 1 ფილა 12.5 გრ.

სად შევიძინოთ?