კრილის ზეთი / Krill Oil
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Vitabiotics
- მწარმოებელი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
- გამოშვების ფორმა: კაფსულა #30
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
რეკომენდებულია: ნებისმიერი ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის, ვინც ზრუნავს ორგანიზმში ესენციური ცხიმოვანი მჟავეების დონის შენარჩუნებაზე, რაც აუცილებელია გულის, ცენტრალური ნერვული სისტემისა და მხედველობის ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის.
- არ შეიცავს შაქარს
- არ გააჩნია თევზის გემო ან სუნი და არ იწვევს რეფლუქსს
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება |
ორი კაფსულა შეიცავს |
კრილის ზეთი |
1000 მგ |
უზრუნველყოფს: |
|
ზღვის ფოსფოლიპიდები |
400 მგ |
სულ ომეგა-3 |
220 მგ |
EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა) |
120 მგ |
ომეგა-9 |
80 მგ |
DHA (დოკოზაჰექსაენის მჟავა) |
55 მგ |
ასტაქსანტინი |
80 მკგ |
არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს ან კონსერვანტებს, წებოვანას (გლუტენს), მარილს ან საფუარს |
მგ=მილიგრამი, მკგ=მიკროგრამი.
გამოყენების წესი: ერთი ან ორი კაფსულა დღეში ძირითადი კვების დროს წყალთან ან სხვა ცივ სასმელთან ერთად. არ უნდა დაიღეჭოს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
გაფრთხილება:
ალერგიის დროს გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატი შეიცავს კიბოსნაირებს.
პერორალური ანტიკოაგულანტების (სისხლის გამათხელებლების) მიღების შემთხვევაში, პროდუქტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
შენახვის წესი: შეინახეთ 25° C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. დაიცავით მზის სხივებისგან და სითბოს პირდაპირი ზემოქმედებისგან.