Nuk
L დონატორი / L Donator

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Fortex Nutraceuticals
  • მწარმოებელი ქვეყანა: ბულგარეთი
  • გამოშვების ფორმა: 400 მგ კაფსულა № 20
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:

1 კაფსულა  შეიცავს 760 მილიგრამ ადემეთიონინის 1,4-ბუტანდისულფონატს, რაც 400 მილიგრამ ადემეთიონინის კათიონს შეესაბამება;

სამკურნალო ფორმა:

კაფსულები, საკვები  დანამატი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ქოლეკინეტიკური, ხოლერეტიციული, ნეიროპროტექტორული, ჰეპატოპროტექტორული, ანტიდეპრესი-ული, ანტიოქსიდაციური, დეტოქსიკაციური

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფარმაკოდინამიკა. ადემეთიონინი ანუ სულფოადენოზილ-L-მეთიონინი ბიოქიმიური ეფექტების მქონე სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ორგანიზმის ყველა ქსოვილსა და თხევად არეში ნაწილდება. ის მონაწილეობს მნიშვნელოვან ბიოლოგიურ პროცესებში, ტრანსმეთილირების ბევრ რეაქციაში მეთილის ჯგუფის დონორის როლს ასრულებს, ტრანსსულფურირების რეაქციებში კი ბიოქიმიური თიოლური ნაერთების (ცისტეინის, ტაურინის, გლუტათიონის, კოენზიმ A–სა და სხვათა) წინამორბედია.
ადემეთიონინის მეთილის ჯგუფის გადატანა (ტრანსმეთილირება) ისეთ ბიონივთიერებებზე, როგორიცაა ჰორმონები, ნეირომედიატორები, პროტეინები და ფოსფოლიპიდები, ორგანიზმში მიმდინარე მნიშვნელოვანი მეტაბოლური პროცესია.
ბავშვებსა და მოზარდებში ადემეთიონინის შემცველობა ძალიან მაღალია, მაგრამ ზრდასრულებში თანდათან ქვეითდება და ხანშიშესულ ასაკში საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი ახასიათებს.
დეპრესიული სინდრომის მქონე პაციენტების თავ-ზურგ ტვინის სითხეში ადემეთიონინის შემცველობა დაბალია. ცხოველებსა და ადამიანებზე მიღებული ექსპერიმენტული მონაცემების მიხედვით, ადემეთიონინს შეუძლია ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვა და თავ-ზურგ ტვინის სითხეში მისი კონცენტრაციის დონის გაზრდა.
ადემეთიონინის მაღალი კონცენტრაციები ზემოქმედებას ახდენს ტვინის ქსოვილისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე ტრანსმეთილირების პროცესებზე, რაც კატექოლამინების (ადრენალინის, ნორადრენალინის), ინდოლამინების (სეროტონინის, მელატონინის) და ჰისტამინის მეტაბოლიზმზე გავლენით ხორციელდება.
ადემეთიონინით მკურნალობა ზრდის ზოგიერთი ნეირომედიატორის, მაგალითად, სეროტონინისა და ნორადრენალინის ცვლას.
ადემეთიონინის შემდეგი მნიშვნელოვანი ფარმაკოლოგიური მოქმედება ნერვული უჯრედების მემბრანათა დონეზე ხდება. აღნიშნულ უჯრედებში წყლის აუცილებელი შემცველობა ფოსფოლიპიდების მეთილირებაზეა დამოკიდებული. თუ მემბრანა საკმარისი რაოდენობით წყალს არ შეიცავს, b-რეცეპტორის აქტივობა ქვეითდება (იგივე პროცესი ხდება ორგანიზმის დაბერების დროს). ექსპერიმენტული მონაცემები მოწმობს, რომ ადემეთიონინით მკურნალობა ეფექტური ანტიდეპრესანტია სხვადასხვა დეპრესიული მდგომარეობების (მონო- და ბიპოლარული ენდოგენიების, ნევროზული, დისთიმიური დარღვევების) მქონე პაციენტებისათვის.
ანტიდეპრესიული მოქმედება სწრაფად ვითარდება და მაქსიმალური ეფექტი მკურნალობის პირველი 5-7 დღის განმავლობაში აღინიშნება, ამასთან გვერდითი ეფექტები, განსაკუთრებით კი ანტიქოლინერგული ტიპის რეაქციები არ ვლინდება.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი ნაწლავში შეიწოვება და სისხლის შრატში ადემეთიონინის კონცენტრაციის მნიშვნელოვან მატებას განაპირობებს

ჩვენებები:
· ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია
· ქრონიკული ჰეპატიტი
· ღვიძლის ტოქსიური დაზიანებები სხვა და სხვა ეთიოლოგიის (ალკოჰოლური, ვირუსული, წამლისმიერი..)
· ქრონიკული არაკალკულოზური ქოლეცესტიტი
· ქოლანგიტი
· ღვიძლის  ციტოზი
· ენცეფალოპათიები ( მათ  შორის  ასოცირებული ღვიძლის უკმარისობასთან, ალკოჰოლური და სხვ).
· დეპრესიის სიმტომები
· ღვიძლის შიდა  ქოლესტაზი ორსულობის დროს.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ასაკი18 წლამდე.

სიფრთხილით ინიშნება ორსულობის 1 ტრიმესტრში

ორსულობა და ლაქტაცია:
სპეციფიკური კლინიკური მდგომარეობების (ქოლესტაზი, ღებინება, რაც ორსულობას უკავშირდება) არსებობისას პრეპარატი შესაძლოა ორსულობის პერიოდში იქნას გამოყენებული, დედასა და ნაყოფზე რაიმე ზეგავლენის გარეშე.

გვერდითი მოვლენები:

გულისრევის შგრძნება,დიარება

მიღების წესი და დოზირება:

პერორალური მიღებისას  L დონატორის კაფსულა გამოიღეთ ბლისტერიდან უშუალოდ მიღების წინ.მიიღეთ მთლიანად, დაუღეჭავად, სასურველია დღის 1 ნახევარში,კვებებს შორის. დოზირება 800-1600 მგ/დღე -ღამეში. მკურნალობის ხანგრზლიობა კორეგირდება ექიმის მიერ.

განსაკუთრებული მითითებები:პრეპარატის  მატონიზირებელი ეფექტის გამო  არ არის რეკომენდირებული ძილის წინ მიღება

გამოშვების ფორმა:

L დონატორი № 20 კაფსულა  ბლისტერებზე მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

შენახვის წესი:

ინახება არაუმეტეს15 ºC-ან-  25ºC-მდე  ბნელ, ბავშვებისათვის მოუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობა: ვარგისიანია 3 წელი ,ვადის ამოწურვის შემდეგ არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება

სად შევიძინოთ?