L-თიროქსინი® ბერლინ-ხემი / L-Thyroxin® Berlin-chemie
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): levothyroxine sodium
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ენდოკრინოლოგია → ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატები
- მწარმოებელი კომპანია: BERLIN-CHEMIE AG
- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
- გამოშვების ფორმა: 100მკგ ტაბლეტი #100
- გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
1. L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის აღწერა და გამოყენება
L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემი – არის თირეოიდული ჰორმონის პრეპარატი (ქიმიურად სინთეზირებული).
L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- არასაკმარისი თირეოიდული ჰორმონის ჩასანაცვლებლად ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციის ნებისმიერი ფორმის დროს;
- ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკა ჩიყვის ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციის დროს;
- კეთილთვისებიანი ჩიყვის მკურნალობა ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციის დროს;
- თანმხლები თერაპიის სახით ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის თირეოსტაზული პრეპარატებით მკურნალობის დროს ნივთიერებათა ცვლის ნორმალური მდგომარეობის მიღწევის შემდეგ.
- ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების დროს, ძირითადად ახალი სიმსივნის ზრდის დათრგუნვაზე ქირურგიული ოპერაციის შემდეგ და არასაკმარისი თირეოიდული ჰორმონის შესავსებად.
- ფარისებრი ჯირკვლის სუპრესიით ტესტებში.
2. L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის მიღებამდე ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:
სამკურნალო საშუალება L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ლევოთიროქსინ-ნატრიუმის ან პრეპარატი L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის სხვა კომპონენტების მიმართ;
- ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერი ფორმის არანამკურნალები ჰიპერფუნქციის დროს;
- უახლოეს წარსულში გადატანილი გულის შეტევა, გულის კუნთის მწვავე ანთება, არანამკურნალები ადრენოკორტიკალური უკმარისობა ან ჰიპოფიზის ფუნქციის უკმარისობა;
- ორსულობისას და ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის სამკურნალო საშუალებების (თირეოსტაზულების) ერთდროული მიღებისას (იხ. ასევე პარაგრაფი ~ორსულობა და ძუძუთი კვება~).
განსაკუთრებული ზომები პრეპარატი L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის გამოყენებისას შემდეგ შემთხვევაში:
- პრეპარატი L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის მიღების დაწყებამდე აუცილებელია გამოირიცხოს შემდეგი დაავადებების არსებობა ან, შესაბამისად, ჩატარდეს მათი მკურნალობა: კორონარული არტერიების დაავადებები (მაგალითად, სტენოკარდია), ჰიპერტონია, ჰიპოფიზის ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა, ისეთი უბნების არსებობა, რომლებიც უკონტროლოდ გამოიმუშავებენ თირეოიდულ ჰორმონს;
- თუ გაქვთ კორონარული არტერიების უკმარისობა, გულის უკმარისობა ან გულის შეკუმშვათა მაღალი სიხშირე, ნებისმიერ ვითარებაში თავიდან უნდა აიცილოთ ლევოთიროქსინით გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის უმნიშვნელო ჰიპერფუნქციაც კი.
- იმ შემთხვევაში, თუ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია გამოწვეულია ჰიპოფიზის დაავადებით, უნდა გაირკვეს, ახლავს თუ არა აღნიშნულ მდგომარეობას თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა. საჭიროების შემთხვევაში ეს მდგომარეობა უნდა მოწესრიგდეს თირეოიდული ჰორმონით მკურნალობის დაწყებამდე.
- იმ შემთხვევაში, თუ მენოპაუზის დაწყების შემდეგ ქალს აქვს ჰიპოთირეოზი და აქვს ოსტეოპოროზის მომატებული რისკი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია უნდა შემოწმდეს უფრო ხშირად, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ სისხლში ლევოთიროქსინის დონის მომატება.
- თუ თქვენ, როგორც დიალიზზე მყოფ პაციენტს, დაგინიშნეს, მაგალითად, სამკურნალო საშუალება ~სეველამერი~ სისხლში ფოსფატების მომატებული დონის გამო, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს სისხლის გარკვეული პარამეტრების კონტროლი ლევოთიროქსინის მიღების ეფექტურობის განსაზღვრის მიზნით (იხ. ასევე პარაგრაფი ~სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღება~).
ხანდაზმული პაციენტებისათვის საჭიროა პრეპარატის დოზირების სიფრთხილით შერჩევა და ექიმის მიერ ხშირი კონტროლი.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღება
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატების ჩათვლით.
პრეპარატი L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის მოქმედების გაძლიერება გვერდითი მოვლენების გამოვლენის რისკით:
- სალიცილატებს (სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები), დიკუმაროლს (სისხლში თრომბების წარმოქმნის შემაფერხებელი პრეპარატი), მაღალი დოზებით ფუროსემიდს (შარდმდენი საშუალება) (250 მგ), კლოფიბრატს (სისხლში ცხიმის დონის დამწევი საშუალება) და სხვა ნივთიერებებს შეუძლია სისხლში ლევოთიროქსინის დონის მომატება.
- ფენიტოინის ვენაში სწრაფად შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში თირეოიდული ჰორმონის დონის მომატება და ხელი შეუწყოს გულის რიტმის დარღვევის განვითარებას.
სამკურნალო საშუალების L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის მოქმედების შესუსტება:
- კოლესტირამინი, კოლესტიპოლი და კოლესეველამი (სისხლში ცხიმის დონის დამწევი პრეპარატები) თრგუნავს ლევოთიროქსინის შეწოვას ნაწლავებიდან, ამიტომ ამ პრეპარატების მიღება საჭიროა L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის მიღებიდან 4-5 საათის შემდეგ.
- ლევოთიროქსინის ნაწლავებიდან შეწოვა შეიძლება შემცირდეს ალუმინის შემცველ ანტაციდურ პრეპარატებთან, კუჭის მჟავას შემბოჭველ ანტაციდებთან, კალციუმის კარბონატთან, ასევე რკინის შემცველ პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას. ამიტომ L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის მიღება საჭიროა აღნიშნული პრეპარატების მიღებამდე არანაკლებ ორი საათით ადრე.
- პროპილთიოურაცილმა (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის სამკურნალო საშუალება), გლუკოკორტიკოიდებმა (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონები), β-ბლოკატორებმა (არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები) და იოდის შემცველმა რენტგენოკონტრასტულმა ნივთიერებებმა შესაძლოა დათრგუნოს ლევოთიროქსინის თირეოიდული ჰორმონის მის უფრო ეფექტურ ფორმაში (თ3) გადასვლა.
- სერტრალინი (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი) და ქლოროკინი/პროგუანილი (მალარიისა და რევმატული დაავადებების სამკურნალო საშუალებები) ამცირებს ლევოთიროქსინის ეფექტურობას.
- ბარბიტურატებს (საძილე საშუალებების ჯგუფი) და ზოგიერთ სხვა პრეპარატს შეუძლია დააჩქაროს ღვიძლში ლევოთიროქსინის დაშლა.
- კონტრაცეპტული ჰორმონული პრეპარატების (~აბების~) მიღების ან ჩანაცვლებითი ჰორმონთერაპიის პერიოდში მენოპაუზის დადგომის შემდეგ ლევოთიროქსინზე მოთხოვნილება შეიძლება გაიზარდოს.
- სეველამერს და ლანტანის კარბონატს (სისხლში ფოსფატების დონის დამწევი პრეპარატი დიალიზზე მყოფი პაციენტებისათვის) შეუძლია დააქვეითოს ლევოთიროქსინის ათვისება და ეფექტურობა. ამიტომ პრეპარატი L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის მიღება საჭიროა სეველამერის და ლანტანის კარბონატის მიღებამდე არა ნაკლებ 1 საათით ადრე ან მათი მიღებიდან არანაკლებ 3 საათის შემდეგ. თქვენი მკურნალი ექიმი ჩვეულებრივზე ხშირად შეამოწმებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას (იხ. ასევე ~განსაკუთრებული ზომები პრეპარატი L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის მიღებისას).
სხვა შესაძლო ურთიერთქმედება:
- ამიოდარონს (გულის რითმის დარღვევების სამკურნალო პრეპარატი) იოდის მაღალი შემცველობის გამო შეუძლია გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის როგორც მომატება, ასევე დაქვეითება. განსაკუთრებით საყურადღებოა კვანძოვანი ჩიყვი შესაძლო დაუდგენელი უბნებით, რომლებიც უკონტროლოდ გამოყოფენ ჰორმონებს (ავტონომია).
- ლევოთიროქსინს შეუძლია გააძლიეროს სისხლში თრომბების წარმოქმნის დამთრგუნველი გარკვეული ნივთიერებების მოქმედება (ანტიკოაგულანტები, კუმარინის წარმოებულები) და შეასუსტოს შაქრის დამწევი პრეპარატების მოქმედება. აღნიშნული პრეპარატებით და ლევოთიროქსინით ერთდროული მკურნალობის შემთხვევაში, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, მკურნალი ექიმი ამოწმებს სისხლის შედედების მაჩვენებლებს ან შაქრის დონის მაჩვენებლებს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ანტიკოაგულანტებისა და შაქრის დამწევი პრეპარატების დოზის კორეგირებას.
პრეპარატი L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის საკვებთან და სასმელთან მიღება.
სოიოს შემცველ პროდუქტებს შეუძლია გააუარესოს ლევოთიროქსინის შეწოვა ნაწლავებიდან. სოიოს შემცველი პროდუქტებით დიეტის დასაწყისში და განსაკუთრებით დასასრულს, შეიძლება საჭირო გახდეს L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის დოზის კორექცია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს ჰორმოჩანაცვლებითი თერაპია თირეოიდული ჰორმონებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამიტომ არ უნდა შეწყდეს. ორსულობის დროს პრეპარატის ფართოდ გამოყენების მიუხედავად ნაყოფისათვის პრეპარატის რისკი ამ დრომდე დადგენილი არ არის. დედის რძეში გადასული თირეოიდული ჰორმონის რაოდენობა ძალიან მცირეა ლევოთიროქსინის მაღალი დოზებით თერაპიის შემთხვევაშიც კი და, ამიტომ პრეპარატი საფრთხეს არ წარმოადგენს.
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციის მქონე პაციენტებში ორსულობისას სისხლში ესტროგენის (ქალის სასქესო ჰორმონი) მომატებული დონის გამო შეიძლება გაიზარდოს ლევოთიროქსინზე მოთხოვნილება. ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლი საჭიროა როგორც ორსულობის დროს, ასევე მის შემდეგ, ხოლო თირეოიდული ჰორმონის დოზის კორეგირება საჭიროა ორგანიზმის მოთხოვნების შესაბამისად.
თუმცაღა, ორსულობის დროს უკუნაჩვენებია L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის სამკურნალო პრეპარატების (თირეოსტაზულები) ერთდოულად მიღება, რადგან ეს იწვევს თირეოსტაზულების უფრო მაღალი დოზების გამოყენების აუცილებლობას. თირეოსტაზულებს (ლევოთიროქსინისგან განსხვავებით) შეუძლია პლაცენტის გავლით შეაღწიოს ნაყოფის არასაკმარისად აქტიურ ფარისებრ ჯირკვალში. ამიტომ ორსულობის პერიოდში ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ თირეოსტაზულების დაბალი დოზებით.
დაუშვებელია ორსულობის დროს ტესტის ჩატარება ფარისებრი ჯირკვლის ფუქნციის დათრგუნვაზე.
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ზუსტად დაიცავით ექიმის მიერ დანიშნული დოზა, და არ გაზარდოთ ის.
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა ტექნიკის მართვის უნარზე
ავტომობილისა და სხვა ტექნიკის მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.
3. L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის მიღების წესი
პრეპარატი L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემი მიიღება ზუსტად ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. პრეპარატის მიღების შესახებ ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ინდივიდუალური სადღეღამისო დოზა უნდა განისაზღვროს ლაბორატორიული ანალიზების და კლინიკური კვლევების შედეგების მიხედვით. მკურნალობა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იყოს დაწყებული ხანდაზმულ პაციენტებში, კორონარული არტერიების დაავადებების მქონე პაციენტებში და პაციენტებში ფარისებრი ჯირკვლის მძიმე ან ხანგრძლივი ჰიპოფუნქციით. ეს ნიშნავს, რომ პრეპარატის მიღება უნდა დაწყოს უმცირესი დოზებით მისი თანდათანობითი გაზრდით დროის ხანგრძლივი ინტერვალებით, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ხშირი კონტროლით. დაგროვილი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ სხეულის მცირე წონის შემთხვევაში და დიდი ზომის კვანძოვანი ჩიყვის არსებობისას პრეპარატის ყველაზე დაბალი დოზაც კი სავსებით საკმარისია.
დოზირება
ჩვეულებრივი დოზა:
გამოყენება |
|
დოზა [მიკროგრამი/დღე-ღამე] |
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია
მოზარდები
(მომატება 25-50 მკგ-ით ინტერვალით 2-4 კვირა) |
საწყისი
შემანარჩუნებელი |
25-50
100-200 |
ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკა ჩიყვზე ქირურგიული ოპერაციის შემდეგ |
|
75-200 |
კეთილთვისებიანი ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციის დროს |
|
75-200 |
თანმხლები თერაპია ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის სამკურნაოდ თირეოსტაზული პრეპარატებით |
|
50-100 |
ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის რეზექციის ქირურგიული ოპერაციის შემდეგ |
|
150-300 |
ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია მისი სუპრესიით |
|
200 მკგ/დღე-ღამეში (სცინტიგრაფიის ჩატარებამდე 14 დღის განმავლობაში) |
ბავშვები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით (თანდაყოლილი ან შეძენილი ჰიპოთირეოზი)
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების (თანდაყოლილი ან შეძენილი ჰიპოთირეოზი) ხანგრძლივი მკურნალობისას შემანარჩუნებელი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 100-150 მკგ ლევოთიროქსინს სხეულის ზედაპირის ფართობის კვადრატულ მეტრზე დღე-ღამეში.
- ახალშობილებისათვის და ჩვილებისათვის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის თანდაყოლილი დაქვეითებით, რომლებისთვისაც ორგანიზმში ლევოთიროქსინის სწრაფი შევსება მნიშვნელოვანია მათი ნორმალური ფსიქიური და ფიზიკური განვითარებისთვის, რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს დღე-ღამეში 10-15 მკგ ლევოთიროქსინს სხეულის მასის კილოგრამზე პირველი 3 თვის განმავლობაში. შემდეგ ექიმმა უნდა შეცვალოს ეს დოზა და შეარჩიოს ის ინდივიდუალურად – კლინიკური მონაცემების (განსაკუთრებით სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონის) მიხედვით.
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეძენილი დაქვეითების მქონე ბავშვებისათვის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 12.5-50 მკგ ლევოთიროქსინს დღე-ღამეში. ექიმმა თანდათანობით უნდა გაზარდოს ეს დოზა 2-4 კვირის განმავლობაში დოზის სრული ჩანაცვლების მიღწევამდე, ამასთან, ექიმისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონეს.
საჭიროების შემთხვევაში, განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში მოზარდებში დოზის გასაზრდელად, ასევე ბავშვების მკურნალობისათვის რეკომენდებულია გამოყენებულ იქნას სამკურნალო ფორმა მოქმედი ნივთიერების უფრო დაბალი შემცველობით.
ხანგრძლივი მკურნალობისათვის რეკომენდებულია, შეძლებისდაგვარად, გამოყენებულ იქნას სამკურნალო ფორმა მოქმედი ნივთიერების უფრო მაღალი შემცველობით.
მითითება ტაბლეტის გაყოფასთან დაკავშირებით:
დადეთ ტაბლეტი მაგარ სწორ ზედაპირზე გამყოფი ხაზით ზემოთ. ტაბლეტზე თითის დაჭერის შემდეგ ის გაიყოფა ორ ნაწილად.
თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატი L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
გამოყენების წესი:
სრული სადღეღამისო დოზა მიიღება მთლიანად, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად. პრეპარატი მიიღება დილით, უზმოზე, არანაკლებ ნახევარი საათით ადრე საუზმემდე.
ჩვილებში სრული სადღეღამისო დოზა უნდა დაინიშნოს საკვების პირველ მიღებამდე არანაკლებ ნახევარი საათით ადრე. ტაბლეტი გახსენით მცირე რაოდენობის წყალში (10-15 მლ) და მიეცით ჩვილს მიღებული სუსპენზია (ყოველ მიღებაზე მზადდება ახალი) დამატებითი რაოდენობით სითხესთან ერთად (10-15 მლ).
მიღების ხანგრძლივობა
- ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია: ჩვეულებრივ მთელი სიცოცხლის მანძილზე;
- ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკისათვის: რამოდენიმე თვიდან ან წლიდან მთელი სიცოცხლის განმავლობაში;
- კეთილთვისებიანი ჩიყვის სამკურნალოდ: რამოდენიმე თვიდან ან წლიდან მთელი სიცოცხლის განმავლობაში;
კეთილთვისებიანი ჩიყვის მკურნალობისათვის საჭიროა მკურნალობის პერიოდი 6 თვიდან ორ წლამდე. თუ L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემით მკურნალობისას არ იქნა მიღებული სასურველი შედეგი, საჭიროა განიხილოს სხვა მკურნალობის მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა.
- თანმხლები თერაპიის სახით ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის მკურნალობისას: თირეოსტატული პრეპარატებით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
- ფარისებრი ჯირკვლის ავთისებიანი სიმსივნის რეზექციის ქირურგიული ოპერაციის შემდეგ: ჩვეულებრივ მთელი სიცოცხლის მანძილზე.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
პრეპარატი L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის ტიპიური ნიშნები:
გახშირებული გულისცემა, გულის რითმის დარღვევა, მოჭერის შეგრძნება გულის არეში (სტენოკრდია), კუნთების სისუსტე და კუნთების კრუნჩხვა, სიცხის შეგრძნება, ჭარბი ოფლდენა, ტემპერატურის მომატება, თითების კანკალი, მოუსვენრობის შეგრძნება, ძილიანობა, წონის დაკარგვა, ღებინება, დიარეა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, თავის ტკივილი, ქალასშიდა წნევის მომატება.
აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.
პრეპარატი L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის მიღების გამოტოვება
პრეპარატის დოზის მიღების გამოტოვების შემთხვევაში, არ მიიღოთ ორმაგი დოზა. მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი ჩვეულებრივ დროს, მიღების დადგენილი პერიოდულობის დაცვით.
პრეპარატი L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის მიღების შეწყვეტა
იმისათვის, რომ მკურნალობა იყოს წარმატებული, პრეპარატი პრეპარატი L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის მიღება საჭიროა რეგულარულად დანიშნული დოზირებით. მკურნალობის შეწყვეტის ან ვადამდე დასრულების შემთხვევაში დაავადების სიმპტომები შეიძლება განმეორდეს.
მოცემული პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, პრეპარატ L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
გვერდითი მოქმედების შეფასებას საფუძვლად უდევს სიხშირის შემდეგი მონაცემები:
ძალიან ხშირად:
ხშირად:
ზოგჯერ:
იშვიათად:
ძალიან იშვიათად:
დადგენილი არ არის: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში
შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-10 პაციენტში
შეიძლება განვითარდეს 1 000-დან 1-10 პაციენტში
შეიძლება განვითარდეს 10 000-დან 1-10 პაციენტში
შეიძლება განვითარდეს 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია.
პრეპარატი L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის სწორი გამოყენების შემთხვევაში გვერდითი მოქმედების გამოვლენა მოსალოდნელი არ არის.
თუ ცალკეულ შემთხვევებში დოზა ვერ აიტანება პაციენტის მიერ ან განვითარდა დოზის გადაჭარბება, მაშინ განსაკუთრებით დოზის ძალიან სწრაფად გაზრდის შემთხვევაში მკურნალობის დასაწყისში შეიძლება განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტივობის ტიპიური ნიშნები (გახშირებული გულისცემა, გულის რითმის დარღვევა, მოჭერის შეგრძნება გულის არეში [სტენოკრდია], კუნთების სისუსტე და კუნთების კრუნჩხვა, სიცხის შეგრძნება, ჭარბი ოფლდენა, ტემპერატურის მომატება, თითების კანკალი, მოუსვენრობის შეგრძნება, ძილიანობა, წონის დაკარგვა, ღებინება, დიარეა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, თავის ტკივილი, ქალასშიდა წნევის მომატება). (იხ. ასევე ~პრეპარატი L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში~).
მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ დღე-ღამის დოზა უნდა იქნას შემცირებული ან ტაბლეტების მიღება უნდა შეწყდეს რამდენიმე დღით.
გვერდითი მოვლენის გაქრობისთანავე რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება პრეპარატის დოზის სიფრთხილით შერჩევით.
ლევოთიროქსინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას შეიძლება განვითარდეს ისეთი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ბრონქული მუსკულატურის კრუნჩხვა ქოშინით (ბრონქოსპაზმი) და ხახის შეშუპება. Aარსებობს ცნობები ცალკეულ შემთხვევებში მძიმე ალერგიული შოკის განვითარების შესახებ. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა სერიოზულ სახეს იღებს, ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ჩანართში, შეატყობინეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. პრეპარატი L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის შენახვის პირობები.
ტაბლეტები შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
პრეპარატი L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის პირობები
[ბლისტერი ~პვდქ/პვქ/ალუმინი~] შეინახეთ არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში.
[ბლისტერი ~ალუმინი/ალუმინი~] შეინახეთ არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში.
6. დამატებითი ინფორმაცია
პრეპარატი L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის შემადგენლობა
- მოქმედი ნივთიერება: ლევოთიროქსინ-ნატრიუმი x H2O (106.4 – 113.6 მიკროგრამი ლევოთიროქსინი ნატრიუმი x H2O, შეესაბამება 100 მიკროგრამ ლევოთიროქსინ-ნატრიუმს);
- სხვა ინგრედიენტები: კალციუმის ჰიდროფოსფატი 2-წყლიანი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარბოქსიმეთილსახამებლის ნატრიუმის მარილი (ტიპი A), დექსტრინი, გრძელჯაჭვოვანი პარციალური გლიცერიდები.
პრეპარატი L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის აღწერა და შეფუთვა
მრგვალი, ოდნავ ამობურცული თითქმის თეთრიდან ოდნავ ჩალის ფერამდე ტაბლეტები (ფერი არ არის უფრო ინტენსიური, ვიდრე მოკრემისფერო-თეთრი RAL 9001-ის მიხედვით) გამყოფი ხაზით ერთ მხარეს და წარწერით ~100~ მეორე მხარეს; დიამეტრი – 6 მმ.
L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემი ბაზარზე წარმოდგენილია ორიგინალ შეფუთვაში 25, 50 და 100 ტაბლეტი.
შეიძლება ბაზარზე ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გამოიყენება ექიმის დანიშნულებით