საფაღარათო საშუალება, ასტიმულირებს ნაწლავის პერისტალტიკას
შემადგენლობა:
ამერიკული ხეჭრელას ქერქის ექსტრაქტი 300მგ, სენას ექსტრაქტი 200მგ, სელის ექსტრაქტი 50მგ, ალოე ვერას ექსტრაქტი 80მგ
მოქმედება:
ლაქსატივ ბენე ააქტიურებს ნაწლავში ცვლის პროცესებს, აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას, გამოყავს ლორწო და ტოქსინები კუჭნაწლავის ტრაქტიდან, შეიცავს ანტრაქინონებად წოდებულ ორგანულ მცენარეულ შენაერთებს, რომელთაც გააჩნიათ ძლიერი საფაღარათო მოქმედება.
ამერიკული ხეჭრელას ქერქის ექსტრაქტი ზრდის ნაწლავის პერისტალტიკას, ამცირებს ლპობის პროცესს და აირების წარმოქმნას ნაწლავებში. სელის ექსტრაქტი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინებისა და სხვა შხამიანი ნივთიერებების გამოდევნას. სენას ექსტრაქტი ავლენს საფაღარათო მოქმედებას. ალოე ვერა აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ზრდის ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, აქვს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილებში და ბავშვებში 14 წლიდან: მიიღება 2 კაფსულა დღეში, ჭამის დროს ან ცივ სასმელთან ერთად.
განსაკუთრებული მითითება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ წარმოადგენს ბალანსირებული კვების და მრავალფეროვანი დიეტისა შემცვლელს. პროდუქტი რეკომენდებულია ხანმოკლე გამოყენებისათვის, მხოლოდ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში. ხანგრძლივი გამოყენებისათვის, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოსაყენებლად
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკრო-კრისტალური ცელულოზა 50მგ, მაგნიუმის სტეარატი 20მგ,
შენახვის პირობები:
შეინახეთ ორიგინალური შეფუთვით, მზის სხივებისაგან დაცულ, მშრალ და
გრილ ადგილას, 250C დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიცავს: ხელოვნურ საღებავებს, დამატკბობელებს, არომატიზატორებს, კონსერვანტებს, მარილებს, შაქრებს, გლუტენს, თხილს, ლაქტოზას.
ვარგისიანობის ვადა: არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.