Plasmon
ლარიფანი ლარინგო - ფიჭვის გირჩის სიროფით / Larifan laryngo

  • მწარმოებელი კომპანია: ლარიფანი
  • მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია
  • გამოშვების ფორმა: ჟელეს მაგვარი საწუწნი აბი
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ლარიფანი ლარინგო - ფიჭვის გირჩის სიროფით

- ლარიფანი - ორსპირალური რნმ - ააქტივებს ადგილობრივ იმუნიტეტს, ებრძვის ვირუსებს და ბაქტერიებს, აღადგენს დაზიანებულ ლორწოვან გარსს, ებრძვის ანთებით პროცესებს პირის ღრუსა და ხახაში, გამოხატული აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება,  იცავს ორგანიზმს ინფექციის გავრცელებისგან.

- ფიჭვის გირჩის სიროფი - ძლიერი ამოსახველებელი, მუკოლიზური და მუკოკინეტიკური საშუალებაა. ააქტიურებს ინტერფერონის სინთეზს, გამოხატული აქვს ანტიმიკრობული, შემახორცებელი, სპაზმოლიზური მოქმედება. ფიჭვის გირჩები მკვეთრად გამოხატული ბაქტერიოციდული და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებების გამო მოსახლეობაში ცნობილია როგორც „ბუნებრივი ანტიბიოტიკი“.

 

ლარიფან ლარინგო - უნიკალური ბუნებრივი იმუნომოდულანტი - საწუწნი აბების სახით

- ანტივირუსული მოქმედება

- ანტიმიკრობული მოქმედება

- მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება

- აღადგენს და ინარჩუნებს ადილობრივ იმუნიტეტს

- ეფექტურია ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკისთვის

 

ბუნებრივი და უსაფრთხო საშუალება პირის ღრუს და ყელის დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის

 

ჩვენებები:

- ყელის ტკივილი

- გინგივიტი, სტომატიტი (მათ შორის აფთოზური)

- გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მკურნალობა

- რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა

- ლორწოვანი გარსის ჰერპესული დაზიანება

- პირის ღრუს წყლულოვან-ეროზიული პროცესები

ლარიფანი ლარინგოს გამოყენების წესი:

ერთი ლარინგო დღეში 3-5ჯერ გასაწუწნად. 3-5 დღის მანძილზე.

 

უსაფრთხოა ბავშვებსა და ორსულებში.