Plasmon
ლარიფანი ლარინგო პიტნით და ლაიმით / Larifan laryngo

  • მწარმოებელი კომპანია: ლარიფანი
  • მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია
  • გამოშვების ფორმა: ჟელეს მაგვარი საწუწნი აბი
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ლარიფანი ლარინგო პიტნით და ლაიმით

- ლარიფანი - ორსპირალური რნმ - ააქტივებს ადგილობრივ იმუნიტეტს, ებრძვის ვირუსებს და ბაქტერიებს, აღადგენს დაზიანებულ ლორწოვან გარსს, ებრძვის ანთებით პროცესებს პირის ღრუსა და ხახაში, გამოხატული აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება,  იცავს ორგანიზმს ინფექციის გავრცელებისგან.

- პიტნა -  მდიდარია ეთერზეთებით, რომელთა ძირითადი შემადგენელი კომპონენტია მენთოლი. გარდა ამისა, პიტნის ფოთლები უხვად შეიცავს კაროტინს (40 მგ%), ბეტაინს, ფლავონოიდებს, ტრიტერპენულ შენაერთებსა და სხვადასხვა მჟავას. გამოხატული აქვს ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, სპაზმოლიზური  მოქმედება. გამოიყენება სურდოს, ხახის კატარული ანთების, ბრონქიტის და ბრონქოექტაზიის დროს.

- ლაიმი - გამოხატული აქვს ანტისეპტიკური, ანტივირუსული, ბაქტერიციდული, შემახორცებელი, აღმდგენი მოქმედება. ხშირად იყენებენ ლიმონის ნაცვლად, რადგან მსგავსი მოქმედებისაა. გამოიყენება გრიპის, გაციების, ყელის ტკივილის მკურნალობაში.

 

ლარიფან ლარინგო - უნიკალური ბუნებრივი იმუნომოდულანტი - საწუწნი აბების სახით

- ანტივირუსული მოქმედება

- ანტიმიკრობული მოქმედება

- მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება

- აღადგენს და ინარჩუნებს ადილობრივ იმუნიტეტს

- ეფექტურია ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკისთვის

 

ბუნებრივი და უსაფრთხო საშუალება პირის ღრუს და ყელის დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის

 

ჩვენებები:

- ყელის ტკივილი

- გინგივიტი, სტომატიტი (მათ შორის აფთოზური)

- გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მკურნალობა

- რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა

- ლორწოვანი გარსის ჰერპესული დაზიანება

- პირის ღრუს წყლულოვან-ეროზიული პროცესები

ლარიფანი ლარინგოს გამოყენების წესი:

ერთი ლარინგო დღეში 3-5ჯერ გასაწუწნად. 3-5 დღის მანძილზე.

 

უსაფრთხოა ბავშვებსა და ორსულებში.

სად შევიძინოთ?