Plasmon
ჰერპესის საწინააღმდეგო ტუჩსაცხი / Larifan Lip Balm

  • მწარმოებელი კომპანია: ლარიფანი
  • მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია
  • გამოშვების ფორმა: ტუჩსაცხი
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

Larifan Lip Balm - ჰერპესის საწინააღმდეგო ანტივირუსული და ჰიგიენური ტუჩსაცხი.

პროფილაქტიკური საშუალება ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.

განკუთვნილია ჰერპესისკენ მიდრეკილი ადმიანებისთვის.

 

მოქმედება

ტუჩსაცხი ლარიფანი არის პროფილაქტიკური საშუალება, რომელიც შეიცავს 0,2% აქტიურ ნივთიერებას. ლარიფანის ძირითადი ფუნქციაა ბუნებრივი დაცვითი ძალების მობილიზაცია.

 

შემადგენლობა

ორმ ლარიფანი, პარაფინი, ლანოლინი, კაკაოს ცხიმი, polybutene, retinol palmitate, oxylsalicilate, pherilacetate, propylparaben, perfume. etc.

 

გამოყენების წესი

ტუჩსაცხი ძირითადად განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებსაც აწუხებთ (ტუჩის) ჰერპესის ვირუსი და  მისი გამომწვვეი სიმპტომები. გამოიყენეთ ცივი, წვიმიანი, ქარიანი ამინდების წინ,  დროს და მის შემდეგაც, ისევე როგორც  მზის პირდაპირი მოქმედების დროს. გამოიყენეთ გამომშრალი, დამსკდარი და მექანიკურად დაზიანებული ლორწოვანი გარსის  დროს.

 

რეკომენდებულია:

- არასასურველი გარემოფაქტორების (ცივი, ქარიანი, და წვიმიანი ამინდების, ყინვის, ასევე მზის პირდაპირი მოქმედების ) დროს (ზამთრის კურორტების დასვენებისას, განსაკუთრებით თხილამურებზე სრიალის დროს);

- გამომშრალი და დამსკდარი ტუჩების შემთხვევაში;

- ასევე ინფექციის მოხვედრის წინააღმდეგ, რომელიც იწვევს ჰერპესს და სხვა ვირუსებს, გრიპის ჩათვლით.

შენახვის ვადა 30 თვე

შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას.

სად შევიძინოთ?