Plasmon
ლარიფან სუპო 0,5 მგ / LARIFAN SUPO 0.5mg

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტივირუსული საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: ლარიფანი
  • მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია
  • გამოშვების ფორმა: 0,5 მგ სუპოზიტორია #5
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: ლარიფანი - ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (dsRNA) – 0.5 მგ / სუპოზიტორია

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტივირუსული საშუალება სისტემური გამოყენებისათვის, სხვა ანტივირუსული საშუალებები.

სხვა ნივთიერებები: კაკაოს ცხიმი, ლანოლინი, ნატრიუმის ქლორიდი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი,  გამოხდილი წყალი.

ათქ კოდი: J05AX

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ლარიფან სუპო 0.5 მგ“-ის შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერება ორსპირალური რნმ- ლარიფანი ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა. ლარიფანს გააჩნია ფართო სპექტრის ფარმაკოლოგიური მოქმედება - ანტივირუსული, იმუნომოდულაციური, ანთების საწინააღმდეგო. წარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს, ლარიფანს გააჩნია ანტივირუსული მოქმედების ფართო სპექტრი. კერძოდ, ეფექტურია ჰერპესის, პაპილომა, ვარიცელა ზოსტერ ვირუსის (იგივე ჩუტყვავილა), ებშტეინ-ბარის ვირუსის, ციტომეგალო ვირუსის, გრიპის, რინოვირუსების, ენტეროვირუსების, კოქსაკის ვირუსების, კორონავირუსების და სხვა ვირუსების მიმართ.

 

ლარიფანი ავლენს პირდაპირ ანტივირუსულ ეფექტს, რომელიც თავისი მექანიზმით ინტერფერონების მოქმედების მსგავსია, ასტიმულირებს ფერმენტ რიბონუკლეაზა L- და პროტეინ კინაზას გამომუშავებას, რასაც საბოლოოდ პათოგენური უჯრედის დეგრადაციამდე მივყავართ.  კერძოდ, წყვეტს ვირუსის გამრავლებას ეტაპზე, რომელიც მსგავსია ყველა ვირუსისთვის.

 

ლარიფანის ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ძალების მობილიზაცია, ამასთან ერთად ანტივირუსული დაცვის უზრუნველყოფა და ზოგადი იმუნომოდულაციური მოქმედება. ლარიფანი ახდენს ისეთი იმუნური უჯრედების გააქტიურებას და მობილიზებას, როგორიცაა ლიმფოციტები, მაკროფაგები, ციტოტოქსიური უჯრედები და .., რის შედეგადაც ძლიერდება ფაგოციტური რეაქცია, ანტიბაქტერიული მოქმედება, უმჯობესდება უჯრედების რეგენერაციის უნარი და, შესაბამისად, ჭრილობების შეხორცების პროცესიც. ასევე, თვალსაჩინოა მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება. ნეიტროფილების ფუნქციონალური აქტივობის გაძლიერებისა და ფაგოციტოზის აქტივაციის ხარჯზე მიიღწევა ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

 

ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა, მათ შორის ლარიფანი, იცავს და ააქტივებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, ააქტივებს რა ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ ენდოსომების ზედაპირულ მემბრანებზე განლაგებულ Toll - მსგავს რეცეპტორებს, კერძოდ კი - TLR3 რეცეპტორებს, რომელთა აქტივაცია ხელს უწყობს ფართო სპექტრის იმუნური პასუხის ჩამოყალიბებას.

 

TLR3 რეცეპტორები ეკუთვნის სპეციფიურამომცნობრეცეპტორთა ოჯახს, რომლებიც მყისიერად ამოიცნობს სხვადასხვა პათოგენურ გამომწვევებს, მათ შორის ისეთებს, რომლებთანაც ორგანიზმს ადრე შეხება არ ჰქონია. ეს რეცეპტორები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის იმუნური დაცვის პირველ ეტაპზე ფართო სპექტრის პათოგენების მიმართ.

 

TLRdsRNA ენდოსომური კომპლექსის წარმოქმნის  შედეგად აქტიურდება დენტრიკულური უჯრედების მომწიფების და ინტერფერონების სინთეზის პროცესი. TLRdsRNA კომპლექსი იწვევს RNA-ჰელიკაზების - RIG-I და MDA5 სინთეზის აქტივაციას, რომლებიც თავის მხრივ უკავშირდება მიტოქონდრიულ MAVS (მიტოქონდრიული ანტივირუსული სასიგნალო პროტეინს - Mitochondrial Antiviral-signaling Protein), რის შემდეგაც ადგილი აქვს პროანთებითი ციტოკინების ინდუქციას.

 

აქტიურდება NK - უჯრედები, რომლებიც ასევე მიეკუთვნება არასპეციფიურ უმინურ სისტემას და მათი ძირითადი ფუნქციაა გაანადგურონ ნებისმიერი პათოგენით (ვირუსული, ბაქტერიული და სხვა) ინფიცირებული უჯრედები.

 

T და B  ლიმფოციტების აქტივაციის გზით აქტიურდება სპეციფიური ანტივირუსული იმუნიტეტის ფორმირების პროცესი გამომდინარე იქიდან, რომ T და B  ლიმფოციტები ემსახურებიან სპეციფიური უცხო ანტიგენების ამოცნობას. აქტიურდება გრანულოციტების, მონოციტების, მაკროფაგების და ციტოკინების სისტემა.

 

ლარიფანი ასტიმულირებს GM-CSF (გრანულოციტურ-მაკროფაგალურ კოლონიემასტიმულირებელ ფაქტორს), რომელიც აუცილებელია გრანულოციტების განვითარებისათვის, მონოციტების და მაკროფაგების მომწიფებისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ლარიფანის ზემოქმედებით სწრაფად ყალიბდება ორგანიზმის ფართო სპექტრის იმუნური პასუხი.

 

ლარიფან სუპო 0.5 მგ ეხმარება ორგანიზმს მისი საკუთარი თანდაყოლილი სისტემური და ლოკალური იმუნიტეტის გაძლიერებასა და გაუმჯობესებაში და იცავს ორგანიზმს სხვადასხვა პათოლოგიური პროცესებისგან.

 

ლარიფან სუპო 0.5 მგწარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს, იგი ახდენს ვირუსული ინფექციების პრევენციას და ხელს უშლის დაავადებათა, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები როგორც ბაქტერიული, ასევე ვირუსული დაავადებების განვითარებას.

 

ფარმაკინეტიკა :

ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ ორნმ-ლარიფანი ხვდება RNase III ზემოქმედების ქვეშ, რომელიც მოკლე დროში (40-60 წუთში) შლის მას მოკლეჯაჭვურ ოლიგონუკლეოტიდებამდე, რომლებიც არ განსხვავდება ორგანიზმის ფიზიოლოგიური მეტაბოლიტებისგან და სწრაფად მოიყოფა ორგანიზმიდან.

 

დაბალმოლეკულურ ფრაგმენტებს არ გააჩნია ორნმ-ლარიფანისთვის დამახასიათებელი ბიოლოგიური აქტივობა და მათი გამორჩევა ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი მეტაბოლიტებიდან შეუძლებელია.

 

ჩვენება:
მეორადი იმუნოდეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
ჩუტყვავილას სისტემური მკურნალობა;
ჰერპესული ინფექციის მკურნალობა.

 


მიღების წესი და დოზირება:

 

დიაგნოზი

ასაკი

პრევენციისთვის

მკურნალობისთვის

მეორადი იმუნოდეფიციტი

1-12 თვე

ვირუსული ინფექციების ეპიდემიის და პრედეპიდემიურ პერიოდებში -  1 სუპოზიტორია რექტალურად საღამოს

ხშირად მოავადე ბავშვებში, ზოგადი იმუნოკორექციისთვის - 1 სუპოზიტორია 4-5 დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსი -  5 სუპოზიტორია. კურსის გამეორება შესაძლებელია 1 თვიანი შუალედებით.

1-12 წელი

ხშირად მოავადე ბავშვებში, ზოგადი იმუნოკორექციისთვის - 1 სუპოზიტორია 3-4 დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსი -  5-10 სუპოზიტორია. კურსის გამეორება შესაძლებელია 1 თვიანი შუალედებით.

მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები

1-12 თვე

ვირუსული ინფექციების ეპიდემიის და პრედეპიდემიურ პერიოდებში -  1 სუპოზიტორია რექტალურად

ინფექციის პირველივე სიმპტომებისას: 1 სუპოზიტორია რექტალურად საღამოს 24 საათში ერთხელ, ორი დღე მიყოლებით. თუ სიმპტომები გრძელდება - კიდევ ერთი სუპოზიტორია მესამე დღეს.

1-12 წელი

ინფექციის პირველივე სიმპტომებისას: 1 სუპოზიტორია რექტალურად საღამოს 12-24 საათში ერთხელ, ორი დღე მიყოლებით. თუ სიმპტომები გრძელდება - კიდევ ერთი სუპოზიტორია მესამე დღეს. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია 4 დღიანი ინტერვალის შემდეგ.

ჩუტყვავილა

1-12 თვე

1 სუპოზიტორია რექტალურად საღამოს

ინფექციის პირველივე სიმპტომებისას: 1 სუპოზიტორია რექტალურად საღამოს, ორი დღე მიყოლებით. მკურნალობის კურსი - 3-4 დღე.

1-12 წელი

ინფექციის პირველივე სიმპტომებისას: 1 სუპოზიტორია რექტალურად საღამოს, ორი დღე მიყოლებით. მკურნალობის კურსი - 3-4 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია 4 დღიანი შესვენების შემდგომ.

ჰერპესული ინფექცია

1-12 თვე

1 სუპოზიტორია რექტალურად საღამოს - 5-7 დღე მიყოლებით

ინფექციის პირველივე სიმპტომებისას: 1 სუპოზიტორია რექტალურად საღამოს 24 საათში ერთხელ. მკურნალობის კურსი - 3-5 დღე. შემდეგ გრძელდება სუპოზიტორიების გამოყენება 3 დღეში ერთხელ. საჭიროა სისხლის სურათის მონიტორინგი. კურსის გამეორება შესაძლებელია 1 თვიანი შუალედებით.

1-12 წელი

ინფექციის პირველივე სიმპტომებისას: 1 სუპოზიტორია რექტალურად საღამოს 12-24 საათში ერთხელ 2-5 დღე მიყოლებით. შემდეგ გრძელდება სუპოზიტორიების გამოყენება 3 დღეში ერთხელ. საჭიროა სისხლის სურათის მონიტორინგი. კურსის გამეორება შესაძლებელია 1 თვიანი შუალედებით.

ყაბზობისკენ მიდრეკილ ბავშვებში

12 წლამდე

1 სუპოზიტორია სიმპტომურად

1 სუპოზიტორია რექტალურად საღამოს 24 საათში ერთხელ, 2-3 დღე მიყოლებით. მკურნალობის კურსი - 3 დღე.


უკუჩვენება
:

მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

 

გვერდითი მოვლენები:

არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

 

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება:

ურთიერთმოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა.

 

გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:

5 სუპოზიტორია (0.5 მგ) შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

 

ვარგისობის ვადა:

2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდგომ.

 

შენახვის პირობები:

ინახება გრილ და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

 

აფთიაქებიდან გაცემის პირობები:

 

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?