Plasmon
ლატენსინ D4 ამპულები (ნატუროპათი) / Latensin D4 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 1.0 მლ ამპულა N10 და N50
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა 1 ამპულა შეიცავს: Bacillus cereus M.U. 345a* (DSM 5194) D4 და შესაბამისად 
D6-ის 1 მლ წყალხსნარს;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი
 
ჩვენება ყველა ქვემწვავე და ქრონიკული დაავადება:
– სასუნთქი გზების დაავადებები, როგორიცაა ქრონიკული ბრონქიტი, სინუსიტები, ბრონქიტი, ასთმური ბრონქიტი
– რევმატიული ხასიათის სიმპტომები და სახსრების ქრონიკული დაავადებები
– კანის ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა ქრონიკული დერმატიტი, ეგზემა, ნეიროდერმიტი
– ნაწლავის დაავადებები, როგორიცაა კოლიტი
– კუჭის ლორწოვანი გარსის ყველა დაავადება
– ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციური დარღვევა
– ბაზედოვის დაავადება
 
თვისებები Latensin-ი წარმოადგენს არაპათოგენური Bacillus cereus M.U. 345a* (DSM 5194)-ის სუსპენზიას, რომელიც ცილების, პოლისაქარიდების და ფერმენტების შემცველობის შედეგად ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს ორგანიზმის დაცვითი ძალების მნიშვნელოვან აქტივაციას იწვევს. იმუნოლოგიურ ტესტებში დადგინდა გრანულოციტების ფაგოციტური აქტივობის მნიშვნელოვანი მატება. გარდა ამისა, თ-ლიმფოციტების პროლიფერაციის
ძლიერი ზრდა Latensin-ს ახასიათებს, როგორც ძლიერ იმუნომოდულატორს. დოზირება მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, მკურნალობას ატარებენ საშუალო დოზით, რომელიც ყოველ 2 კვირაში 1 მლ-იანამპულას შეესაბამება. ჩვეულებრივ, იწყებენ D6 პოტენციით. რეაქციის არარსებობის ან სუსტი რეაქციის შემთხვევაში შესაძლებელია D4 პოტენციაზე გადასვლა და ინექციების გაკეთება უფრო ხანმოკლე ინტერვალებით. ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებიც ცხელების გარეშე ხანგრძლივი მიმდინარეობით ხასიათდება,
პიკნიკური კონსტიტუციის ადიპოზურ ავადმყოფებში უფრო დაბალი დოზები გამოიყენება. ასთენიური კონსტიტუციის, დაჩირქებების, ფისტულების მქონე პაციენტებს უფრო ძლიერი დოზა ესაჭიროება.
ძლიერი რეაქციის დროს მკურნალობა შესაძლოა კაფსულების დოზირება მიღების სახით გაგრძელდეს. ეს იმ შემთხვევებშიც შეიძლება მოხდეს, როდესაც პარენტერული მკურნალობა უკუნაჩვენებია.
 
მიღების წესი და დოზირება
ერთი ამპულის შიგთავსი ინექციით კეთდება კუნთში ღრმად, წოლით მდგომარეობაში, როგორც წესი, დუნდულა კუნთში. ქრონიკული პათოლოგიების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის გაგრძელება 6-9 თვემდე, რის შემდეგაც აუცილებელია მკურნალობაში მრავალთვიანი შესვენება იმუნური სისტემის ადაპტაციისათვის.
 
გვერდითი მოქმედებები
Latensin-ი ზოგადად, კარგი ამტანობით ხასიათდება. ზოგიერთ შემთხვევაში ინექციის ადგილზე აღინიშნება სიწითლე, რომელიც სპეციალური მკურნალობის გარეშე, თავისთავად სწრაფად ქრება. ასეთი რეაქცია შეიძლება შევაფასოთ არა როგორც გვერდითი მოქმედება, არამედ როგორც მისი ეფექტურობის გამოვლენა უკუჩვენებები ცხელება, დასუსტებული მდგომარეობა
 
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
სხვა მედიკამენტებთან და ვაქცინებთან შეუთავსებლობა ცნობილი არ არის. ამის მიუხედავად, წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, ვაქცინაციის ჩატარებისას უნდა დავიცვათ Latensin-ით მკურნალობის დაწყებამდე 4-კვირიანი ინტერვალი. იმუნოსუპრესიული პრეპარატებით ერთდროულმა მკურნალობამ
შესაძლოა Latensin-ის ეფექტურობა შეამციროს. მითითებები Latensin-ი შესანიშნავი საშუალებაა ეგრეთ წოდებული `პარატუბერკულოზისა~ და ყველა იმ დაავადების დროს, როდესაც კვან-ძები წარმოიქმნება.
 
გამოშვების ფორმები
1.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში
სად შევიძინოთ?