შემადგენლობა
1 სანთელი შეიცავს: 0.2 გ Bacillus cereus M.U. 345a* 5194) D6-ს. დამხმარე ნივთიერება: მყარი ცხიმი.
ჩვენება ქვემწვავე და ქრონიკული ანთებები; ასთენიური მდგომარეობები; რეკონვალესცენციის პერიოდი, განსაკუთრებით, ცხელებით მიმდინარე დაავადების დროს, იმუნოსტიმულაცია.
– ნაწლავის დაავადებები, როგორიცაა კოლიტი
– კუჭის ლორწოვანი გარსის ყველა დაავადება
– ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციების დარღვევა
თვისებები
Latensin-ი წარმოადგენს არაპათოგენური Bacillus cereus M.U. 345a* (DSM 5194)-ის სუსპენზიას, რომელიც ცილების, პოლისაქარიდების და ფერმენტების შემცველობის გამო ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს ორგანიზმის დაცვითი ძალების მნიშვნელოვან აქტივაციას იწვევს. იმუნოლოგიურ ტესტებში დადგინდა
გრანულოციტების ფაგოციტური აქტივობის მნიშვნელოვანი მატება. ამას გარდა, T-ლიმფოციტების პროლიფერაციის
ძლიერი ზრდა Latensin-ს ახასიათებს, როგორც ძლიერ იმუნომოდულატორს.
მიღების წესი და დოზირება
შეჰყავთ რექტალურად, კვირაში 1-3-ჯერ, თითო სანთელი, ძილის წინ
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
ცხელება, დასუსტებული მდგომარეობა
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
სხვა მედიკამენტებთან და ვაქცინებთან შეუთავსებლობა ცნობილი არ არის. ამის მიუხედავად, წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, ვაქცინაციის ჩატარებისას უნდა დავიცვათ Latensin-ით მკურნალობის დაწყებამდე 4-კვირიანი ინტერვალი. იმუნოსუპრესიული პრეპარატებით ერთდროულმა მკურნალობამ
შესაძლოა Latensin-ის ეფექტურობა შეამციროს. მითითებები შემადგენლობაში შედის ლაქტოზა
გამოშვების ფორმები
შეფუთვაშია 10 სანთელი