შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს-აქტიური ნივთიერება: ალფა-ლიპოის მჟავა 100 მგ; აცეტილ-ლ-კარნიტინის ჰიდროქლორიდი 250 მგ; ginkgo bilobaს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი(Ginkgo biloba L., folium) -125 mg, სტანდარტიზირებული (4:1) 500 მგ მცენარეული სუბსტანციის შემცველობის. დამხმარე ნივთიერება: მაგნიუმის სტეარატი.
გამოყენების რეკომენდაცია: გამოიყენება როგორც დიეტური დანამატი კვების რაციონთან შემდეგი მდგომარეობების საპროფილაქტიკოდ: მეხსიერების, ყურადღების და მხედველობის დარღვევა, სხვადასხვა გენეზის კოგნიტური დარღვევები და სხვადასხვა წარმოშობის ნეიროსენსორული დეფიციტი, (ყვითელი ხალის დეგენერაცია, დიაბეტური რეტინოპათია); პერიფერიული ნეიროპათია, მხედველობის გაუარესება, სმენის დაქვეითება, ხმაური ყურებში და თავბრუხვევა, კოორდინაციის მოშლა, რეინოს სინდრომი.
უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
მიღების წესი და დოზები:
1-2 კაფსულა დღეში, ჭამის დროს. კაფსულა მიიღება მთლიანად ½ ჭიქა წყლის მიყოლებით. გამოყენების წინ აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები:
ორსულობისას და ძუძუთი კვებისას გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. არ გამოიყენება ბავშვებში.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა ალერგიული რეაქციები.
შენახვის პირობები:
ინახება ბნელ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ბიოლოგიურად აქტიური დანამატია, არ მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ელემენტებს.
შენახვის ვადა: 3 წელი
კვებითი და ენერგეტიკული ღირებულება (კალორიულობა) 100 გრ-ზე:
ცილები-0,20 გრ; ნახშირწყლები-0,16 გრ; ცხიმები-0,12 გრ; 3,2კკალ/12,55 კჯ
1 კაფსულის წონა: 480მგ ± 7,5%
გამოშვების ფორმა:
15 კაფსულა ბლისტერზე, 2 ბლისტერი მუყაოს შეფუთვაში.