ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

ლავომაქსი

LAVOMAX

დაწერეთ პირველი კომენტარი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფორმა: 125მგ შემოგარსული ტაბლეტი №6; №10
მწარმოებელი: შტადა (გერმანია)

აქტიური ნივთიერებები:

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგინი (ბიოპოლუსი)

აღწერა

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლავომაქსი ინტერფერონის ინდუქტორია, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმში ალფა, ბეტა და გამა ინტერფერონის წარმოქმნას. ასტიმულირებს ძვლის ტვინის ღეროვან უჯრედებსა და ანტისხეულების გამომუშავებას, აძლიერებს იმუნიტეტს. ანტივირუსული მოქმედება უკავშირდება ინფიცირებულ უჯრედებში ვირუს-სპეციფიკური ცილების გადაცემის ინჰიბირებას, რაც განაპირობებს ვირუსების რეპროდუქციის შეჩერებას.

ჩვენებები
უროგენიტალური ქლამიდიოზი, ციტომეგავირუსული ინფექცია, უროგენიტალური ჰერპესული ინფექცია, ბაქტერიული ვაგინოზი.

მიღების წესები და დოზები
ჰერპესული და ციტომეგავირუსული ინფექციისას ინიშნება თითო ტაბლეტი I და II დღეს, ხოლო ყოველი შემდგომი ტაბლეტი დღეგამოშვებით. მკურნალობის კურსი შეადგენს 20 ტაბლეტს.
უროგენიტალური ქლამიდიოზისას: თითო ტაბლეტი I და II დღეს, ხოლო ყოველი შემდგომი ტაბლეტი დღეგამოშვებით. მკურნალობის კურსი შეადგენს 10 ტაბლეტს.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაცია.

კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის - იყავით პირველი!

დაწერეთ კომენტარი

იმპორტიორი საქართველოში

შტადა

შტადა

თბილისი, ალექსიძის 12
ავენი
სად შევიძინოთ? ნუკი