რა არის Lercanidipino STADA და რისთვის გამოიყენება
Lercanidipino STADA არის კალციუმის არხების შერჩევითი ბლოკატორი და მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება დიჰიდროპირიდინები. კალციუმის არხების შერჩევითი ბლოკატორები ამცირებენ მაღალ არტერიულ წნევას. ისინი ჭიმავენ (აფართოებენ) არტერიებს და შესაბამისად ეცემა არტერიული წნევა.
Lercanidipino STADA გამოიყენება :
მაღალი არტერიული წნევის, მსუბუქი და ზომიერი (ესენციური ჰიპერტენზია) სამკურნალოდ.
რა უნდა ვიცოდეთ Lercanidipino STADA -ს მიღებამდე
არ მიიღოთ Lercanidipino STADA
თუ ალერგიული ხართ ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში)
თუ გქონიათ ალერგიული რეაქციები ლერკანიდიპინთან მჭიდრო კავშირში მყოფ მედიკამენტებზე (როგორიცაა ამლოდიპინი, ნიკარდიპინი, ფელოდიპინი, ისრადიპინი, ნიფედიპინი ან ლაციდიპინი).
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ან შესაძლოა ორსულად იყოთ (იხილეთ პუნქტი 2, ორსულობა და ლაქტაცია).
თუ გაქვთ გულის გარკვეული დაავადებები:
არაკონტროლირებადი გულის უკმარისობა
გულიდან სისხლის ნაკადის შეფერხება
არასტაბილური სტენოკარდია (სტენოკარდია დასვენების დროს ან თანდათან მზარდი სტენოკარდია)
თუ გქონდათ გულის შეტევა თვეზე ნაკლები ხნის წინ
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების მძიმე პრობლემები
თუ იღებთ მედიკამენტებს ან საკვებს, რომლებმაც შესაძლებელია გავლენა იქონიონ ლერკანიდიპინის ეფექტურობაზე ან არასასურველ რეაქციებზე, როგორიცაა:
სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები (როგორიცაა კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი)
მაკროლიდური ანტიბიოტიკები (როგორიცაა ერითრომიცინი ან ტროლეანდომიცინი)
ანტივირუსული საშუალებები (როგორიცაა რიტონავირი, შიდსის სამკურნალო საშუალება)
ციკლოსპორინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდეგ უარყოფის თავიდან ასაცილებლად)
გრეიფრუტი ან გრეიფრუტის წვენი
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ლერკანიდიპინის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ჩამოთვლილთაგან რომელიმე დაავადება ან მდგომარეობა:
ავადმყოფი სინუსის სინდრომი (გულის დაავადება, რომელიც იწვევს ძალიან აჩქარებულ ან შენელებულ გულის ცემას), თუ არ მკურნალობდნენ კარდიოსტიმულატორით
მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია (გულის მდგომარეობა, რომლის დროსაც გულის ერთ-ერთი კამერა შესაბამისად ვერ ავსებს ან ვერ ტუმბავს სისხლს )
გულის იშემიური დაავადება (როდესაც გულს სისხლი მეწოდება არასაკმარისი რაოდენობით)
ადრე არსებული სტენოკარდია (მკერდის ტკივილი)
ღვიძლის ან თირკმელების ზომიერი უკმარისობა
Lercanidipino STADA და სხვა მედიკამენტები
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა მედიკამენტებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებსაც.
არ მიიღოთ ლერკანიდიპინი იმ მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც აფერხებს მეტაბოლიზმს და, შესაბამისად, შესაძლებელია გავლენა იქონიონ ლერკანიდიპინის მოქმედებაზე და/ან გვერდით მოვლენებზე. თქვენმა ექიმმა იცის რომელია ეს მედიკამენტები. მათ შორისაა, მაგალითად:
ციკლოსპორინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდეგ უარყოფის თავიდან ასაცილებლად)
კეტოკონაზოლი და იტრაკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალებები)
რიტონავირი (შიდსის სამკურნალო საშუალება)
ერითრომიცინი ან ტროლეანდომიცინი (ანტიბიოტიკები)
ზოგიერთმა სხვა მედიკამენტმა, რომლებიც მეტაბოლიზდება (გააქტიურებულია ან იცვლება) ფერმენტ CYP3A4-ით ან რომლებიც იწვევენ ამ ფერმენტს, შესაძლებელია გავლენა იქონიოს ლერკანიდიპინის კონცენტრაციაზე სისხლში. ამიტომ, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს მიმართეთ ექიმს.
ლერკანიდიპინის მოქმედება იზრდება შემდეგი მედიკამენტებით:
მიდაზოლამი (დამამშვიდებელი საშუალება)
ტერფენადინი ან ასტემიზოლი (ანტიჰისტამინები, რომლებიც გამოიყენება თივის ცხელებისა და სხვა ალერგიის სამკურნალოდ)
ამიოდარონი, ქინიდინი (არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ)
ციმეტიდინი (კუჭის ზოგიერთი წყლულის სამკურნალოდ), მაღალი დოზებით (>800 მგ დღეში)
ლერკანიდიპინის მოქმედება მცირდება შემდეგი მედიკამენტებით:
ფენიტოინი, კარბამაზეპინი (კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები ეპილეფსიის სამკურნალოდ)
რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი)
ბეტა-ბლოკატორები (პრეპარატები მაღალი წნევის და გულის დაავადებების სამკურნალოდ; მაგ. მეტოპროლოლი)
ლერკანიდიპინი აძლიერებს შემდეგი მედიკამენტების მოქმედებას:
დიგოქსინი (გულის დარღვევების სამკურნალოდ)
სიმვასტატინი (ქოლესტერინის შესამცირებელი წამალი)
Lercanidipino STADA -ს მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ყოველთვის მიიღეთ Lercanidipino STADA ჭამამდე (საუზმე) სულ მცირე 15 წუთით ადრე.
ალკოჰოლის მიღებამ შესაძლებელია გაზარდოს ლერკანიდიპინის მოქმედება და გვერდითი მოვლენები. ამიტომ, მკურნალობის დროს არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი.
გრეიფრუტმა შესაძლებელია გაზარდოს ლერკანიდიპინის კონცენტრაცია სისხლში. არ უნდა მიიღოთ გრეიფრუტი ან გრეიფრუტის წვენი, თუ იღებთ ლერკანიდიპინს.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
ლერკანიდიპინი არ უნდა მიიღოთ თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას. აცნობეთ ექიმს და შეგიცვლით მკურნალობას.
ლაქტაცია
ლერკანიდიპინი არ უნდა მიიღოთ ლაქტაციის პერიოდში ლერკანიდიპინი შესაძლებელია გადავიდეს ბავშვში დედის რძით. თუ გააგრძელებთ ლერკანიდიპინით მკურნალობას, უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება.
სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიკური მოწყობილობების მართვა:
ლერკანიდიპინმა შესაძლებელია გამოიწვიოს თავბრუსხვევა, სისუსტე, დაღლილობა და ძილიანობა. მათი გამოვლენის შემთხვევაში არ მართოთ ავტომანქანა და არ გამოიყენოთ მექანიზმები.
Lercanidipino STADA შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
მედიკამენტის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (1 მმოლ) ანუ არსებითად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.
როგორ მივიღოთ Lercanidipino STADA
ზედმიწევნით დაიცავით თქვენი ექიმის მიერ ამ მედიკამენტის მიღებისთვის მოცემული ინსტრუქცია. რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
Lercanidipino STADA -ს მთელი ტაბლეტი ან ნახევარი ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, სასურველია დილით, საუზმემდე მინიმუმ 15 წუთით ადრე.
ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად. ნახევარი ტაბლეტი შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას, მაგალითად, დარჩენილი ნახევარი შეინახეთ ბლისტერში დააფარეთ ბლისტერის ფოლგა და მოათავსეთ მუყაოს კოლოფში. მიიღეთ ეს ნახევარი დოზა მომდევნო მიღებისას.
დოზა
მოზრდილები:
ჩვეულებრივი დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა თქვენი დოზის გაზრდა 20 მგ-მდე დღეში.
ხანდაზმული პაციენტები
ზოგადად, ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები:
ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის დროს ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ. თქვენი ექიმი ფრთხილად გაზრდის თქვენს დოზას. თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების მძიმე უკმარისობა, არ უნდა მიიღოთ Lercanidipino STADA .
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში:
Lercanidipino STADA-ს მიღება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ საკმარისი მონაცემების არ არსებობის გამო.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი Lercanidipino STADA
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. დოზის გადაჭარბებამ შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის ზედმეტად დაცემა და გულის ცემის აჩქარება ან შენელება. ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს ცნობიერების დაკარგვა და სხვა გვერდითი მოვლენები. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია გაძლიერდეს მე-4 პუნქტში,-შესაძლო გვერდით მოვლენებში აღწერილი სხვა სიპტომები.
დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურში, ტელეფონზე: 91 562 04 20 (მედიკამენტის და მიღებული რაოდენობის მითითებით).
თუ დაგავიწყდათ Lercanidipino STADA -ს მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ. ჩვეულებრივად მიიღეთ შემდეგი დოზა.
თუ შეწყვეტთ Lercanidipino STADA -ს მიღებას
არ შეწყვიტოთ Lercanidipino STADA -ს მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მედიკამენტის მიღებასთან დაკავშრებით რაიმე სახის შეკითხვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, შესაძლებელია ამ მედიკამენტსაც ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.
ლერკანიდიპინთან ასოცირდება :შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ნაკლებად ხშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში)
სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია)
გულისცემის გაცნობიერება (პალპიტაცია)
პერიფერიული შეშუპება (სითხის დაგროვება კიდურებში, განსაკუთრებით ფეხებში)
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა
სიწითლე (კანის სიწითლე, განსაკუთრებით სახის)
იშვიათი (შესაძლებელია გამოვლინდეს 1000-დან 1 ადამიანში)
სტენოკარდია (მკერდის ტკივილი)
Lercanidipino STADA -ს მსგავსმა ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს წინაგულის ტკივილი (ტკივილი გულმკერდის წინა არეში).
ძილიანობა
გულისრევა
-მონელების დარღვევა
დიარეა
მუცლის ტკივილი
ღებინება
პოლიურია (ხშირი შარდვა)
გამონაყარი
კუნთების ტკივილი
სისუსტე
დაღლილობა
ძალიან იშვიათი (შესაძლებელია გამოვლინდეს 10000-დან 1 ადამიანში)
თუ გაქვთ სტენოკარდია, სიმპტომები შესაძლებელია უფრო ხშირად გამოვლინდეს, გაგრძელდეს ან უფრო მძიმე იყოს
გულის შეტევის ცალკეული შემთხვევები (მიოკარდიუმის ინფარქტი)
გულისცემა (სინკოპე)
ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების) დონის მომატება სისხლის ანალიზში (როგორც წესი, შექცევადია მკურნალობის შეწყვეტისას)
ღრძილების შეშუპება (ღრძილების ჰიპერტროფია)
შარდვის გახშირება
ჰიპოტენზია (დაბალი წნევა)
მკერდის ტკივილი
ინფორმაციის მიწოდება გვერდითი მოვლენების შესახებ.
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ისეთ გვერდით მოვლენების გამოვლენისას, რომლებიც წინამდებარე ანოტაციაში არ არის მოცემული. გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ განაცხადოთ ადამიანებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ესპანეთის ფარმაკოვიზირების სისტემაში: https://www.notificaram.es/. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის გავრცელებას ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.
როგორ შევინახოთ Lercanidipino STADA
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
გაყოფილი ტაბლეტები დაცული უნდა იყოს სინათლისაგან.
მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ მიიტანეთ აფთიაქის Punto SIGRE პუნქტში, დაეჭვების შემთხვევაში, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ. აღნიშნული ფორმით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.
შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
Lercanidipino STADA-ს შემადგენლობა :
აქტიური ნივთიერებაა ლერკანიდიპინი
ერთი ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდს ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდის ჰემიჰიდრატის სახით.
სხვა კომპონენტებია:
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი.
ფირის საფარი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 8000, ტიტანის დიოქსიდი (E-171), ტალკი და ყვითელი რკინის ოქსიდი (E-172).
პროდუქციის ვიზუალური მხარე და შეფუთვის შიგთავსი
Lercanidipino STADA-ს 20 მგ შემოგარსული ტაბლეტები არის ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი გარსით დაფარული 8.1 მგ ტაბლეტები ქულის ხაზით. ჭრილი გამოიყენება გასაყოფად და გადაყლაპვის გასაადვილებლად, მაგრამ არა თანაბარ დოზებად გასაყოფად
Lercanidipine STADA ხელმისაწვდომია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 10, 14, 28, 30, 50, 56, 84, 98, 100, 126 ან 154 ტაბლეტს თეთრი გაუმჭვირვალე ალუმინის/PVC/PVDC ბლისტერებში.
შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით