ლუდის საფუარი შედგება ბუნებრივი კულტურის გზით მოყვანილი Saccharomyces Cerevisiae-ს უჯრედებისგან, რომელიც ხელს უწყობს საკვები კომპონენტების სინთეზს. უჯრედები შემდეგ ექვემდებარება კონკრეტული შრობის პროცესს, რომელიც მას შეუცვლელად უნარჩუნებს საკვებ თვისებებს.
რას წარმოადგენს ლუდის საფუარი?
ლუდის საფუარი არის B-ჯგუფის ვიტამინების და ბიოლოგიურად სრულფასოვანი ცილების წყარო,რომელიც წარმოადგენს ლუდის საფუარის საერთო მასის 50 %-ს. ვიტამინებისა და ცილის ასეთი შემადგენლობა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. საფუარში ასევე შედის პროვიტამინი D, ვიტამინი PP, ამინომჟავები და ფერმენტები პეპტიდაზა,ფრუქტოფურონიდ აზა,გლუკოზიდაზა,პროტეინაზა). ლუდის საფუარი მდიდარია სელენით და ფოსფორით.
შეიცავს ბიოტინს.
ლუდის საფუარის აქტიური ინგრედიენტები მონაწილეობენ ჟანგვა-აღდგენითი პროცესების რეგულაციაში. ბიოტინი - სილამაზის ვიტამინი - ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას, კანის გაჯანსაღება - გაახაგაზრდავებას. იმის გამო,რომ ბიოტინი ძირითადად აკონტროლებს კანის ცხიმის სინთეზს,აქედან გამომდინარე ხელს უწყობს კანის და თმის ცხიმიანობის დაბალანსებას.
ჩვენებები:
• აკნე
• თმის ცვენა და მსხვრევადობა,ფრჩხილის მსხვრევადობა
• ფურუნკულოზი
• ეკზემა, სებორეა,დერმატიტები
• ავიტამინოზი და ჰიპოვიტამინოზი, განსაკუთრებით B-ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი
• აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები(დიარეა,დისბაქტერიოზი)
• მხვილი ნაწლავის კოლიტი, გამოწვეული Clostridium difficile.
• ჰიპერქოლესტერინემია
• გრიპის პროფილაქტიკა
• მადის და სიმაღლეში ზრდის დაქვითება ბავშვებში
• წინა მენსტრუალური პერიოდი
• ინტოქსიკაცია, მათ შორის ქიმიური და რადიოაქტიური ნივთიერებებით
• დიეტა, ვეგეტარიანობა
შემადგენლობა:
ინგრედიენტები 400 გრ-იანი ტაბლეტისთვის:
ლუდის საფუარი (Saccharomyces Cerevisiae) 50%, საქაროზა, ლაქტოზა
გამოყენების წესი:
რეკომენდირებულია დღეში 4-დან 8 ტაბლეტამდე მიღება. ბავშვებში ინიშნება 3 წლიდან.
• 3-7 წლამდე- ½ ტაბლეტი დღეში 2-ჯერ
• 7-12 წლ. – 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში
• 12 წლიდან და მოზრდილებში 2-2 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ,
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილზე სინათლისა და სითბოსგან მოშორებით.
შეფუთვა: საღეჭი ან გადასაყლაპი N250 ტაბლეტი