შემადგენლობა
100 მგ კაფსულები
აქტიური ნივთიერება:
ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი - 100.000 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი - 7.500 მგ;
კაფსულის გარსი: ჟელატინი - 49.380 მგ, გლიცერინი 85% - 27.460 მგ, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი - 0.049 მგ, საღებავი ალისფერი [პონსო 4ღ] (E124) - 0.220 მგ, გაწმენდილი წყალი - 32.898 მგ.
200 მგ კაფსულები
აქტიური ნივთიერება:
ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი - 200.000 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი - 15.000 მგ;
კაფსულის გარსი: ჟელატინი - 71.824 მგ, გლიცერინი 85% - 39.934 მგ, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი - 0.072 მგ, საღებავი ალისფერი [პონსო 4ღ] (E124) - 0.319 მგ, გაწმენდილი წყალი - 47.851 მგ.
400 მგ კაფსულები
აქტიური ნივთიერება:
ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი - 400.000 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი - 30.000 მგ;
კაფსულის გარსი: ჟელატინი - 112.225 მგ, გლიცერინი 85% - 62.397 მგ, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი - 0.112 მგ, საღებავი ალისფერი [პონსო 4ღ] (E124) - 0.499 მგ, გაწმენდილი წყალი - 74.768 მგ.
აღწერილობა
წითელი ფერის, ოვალური კაფსულები, შევსებული გამჭვირვალე ღია-ყვითელი ზეთით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინი.
ათქ კოდი: A11HA03
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ბიოლოგიურად აქტიური ტოკოფეროლები იცავენ უჯრედული სუნთქვის შუალედურ ნაერთებს მათი მოლეკულების ფუნქციური ჯგუფების დაჟანგვისგან.
აქტიურ ტოკოფეროლებს შეუძლია დაჟანგვა სემიქინონებში, რომლებიც კვლავ აღდგება ორგანიზმში ტოკოფეროლამდე.
ადამიანის ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით ტოკოფეროლის არსებობის შემთხვევაში ისინი იცავენ არამდგრად მედიატორებსა და უჯრედული სუნთქვის მეტაბოლიტებს დაჟანგვისგან.
უჯრედული მეტაბოლიზმის დონეზე პათოლოგიურ პირობებში ჟანგვა-აღდგენით პროცესებში მას აქვს ბუფერის როლი. ადამიანის ორგანიზმში ვიტამინი E (ალფა-ტოკოფეროლი), ყველაზე მეტად ეფექტური ტოკოფეროლებს შორის, მოქმედებს როგორც უჯრედული ანტიოქსიდანტი და ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების შემაკავშირებელი ნივთიერება.
E ვიტამინს გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება, ის მონაწილეობს ჰემისა და ცილების ბიოსინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებში, ხელს უშლის ერითროციტების ჰემოლიზს. აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის, ასევე სისხლძარღვების კედლის გასამაგრებლად. წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, აფერხებს ლიპიდების ზეჟანგურ ჟანგვას თავისუფალი რადიკალებით. ააქტიურებს ფაგოციტოზს და გამოიყენება ერითროციტების ნორმალური რეზისტენტობის შესანარჩუნებლად.
დიდი დოზებით ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია თორმეტგოჯა ნაწლავიდან (საჭიროა ნაღვლის მჟავების მარილების, ცხიმების არსებობა, კუჭქვეშა ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება) შეადგენს 20-40%-ს. დოზის გაზრდისას აბსორბციის ხარისხი მცირდება. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო - 4 საათია. ნაწილდება ყველა ორგანოსა და ქსოვილში, განსაკუთრებით ცხიმოვან ქსოვილში. არასაკმარისი რაოდენობით გადის პლაცენტაში: ნაყოფის სისხლში გამოიყოფა დედის სისხლში არსებული კონცენტრაციის 20-30%.
გამოიყოფა დედის რძეში. ორგანიზმიდან ძირითადად გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ნაღველთან ერთად - 90%-ზე მეტი, 6%-ზე ნაკლები გამოიყოფა თირკმელების საშუალებით გლუკურონიდების და სხვა მეტაბოლიტების სახით.
გამოყენების ჩვენება
E ვიტამინის ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა (მათ შორის, E ჰიპოვიტამინოზის დროს, რომელსაც თან ახლავს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დეგენერაციული და პროლიფერაციული ცვლილებები, მათ შორის კუნთოვანი დისტროფია, ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში); ქრონიკული ჰეპატიტი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში); რეკონვალესცენციის მდგომარეობები მძიმე დაავადებების, ტრავმების, ოპერაციების შემდეგ; მძიმე ფიზიკური დატვირთვები; მენსტრუალური ციკლის დარღვევები (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში მენსტრუალური ციკლის დარღვევების ჰორმონალური მკურნალობის დროს).
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ბავშვთა ასაკი.
სიფრთხილით
ავადმყოფებში მძიმე კარდიოსკლეროზით, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით, თრომბოემბოლიის განვითარების მომატებული რისკის დროს; K ვიტამინის უკმარისობით გამოწვეული ჰიპოთრომბინემია შეიძლება გაუარესდეს E ვიტამინის გამოყენებისას 400 სე-ზე მეტი დოზით (1 მგ=1,21 სე).
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
მიღების წესი და დოზები
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილი პაციენტებისთვის.
E ვიტამინის ჰიპოვიტამინოზის მკურნალობა
100 მგ კაფსულები ერთხელ დღე-ღამეში ჰიპოვიტამინოზის სიმპტომების მოხსნამდე.
E ჰიპოვიტამინოზი, რომელსაც თან ახლავს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დეგენერაციული და პროლიფერაციული ცვლილებები, მათ შორის კუნთოვანი დისტროფია, ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში)
100 მგ კაფსულები ერთხელ დღეში 1-2 თვის განმავლობაში.
E ჰიპოვიტამინოზი, რომელსაც თან ახლავს ქრონიკული ჰეპატიტი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში)
100 მგ კაფსულები ერთხელ დღე-ღამეში.
E ჰიპოვიტამინოზი რეკონვალესცენციის მდგომარეობების დროს მძიმე დაავადებების, ტრავმების, ოპერაციების შემდეგ
100 მგ კაფსულები ერთხელ დღე-ღამეში 1-2 კვირის განმავლობაში.
E ჰიპოვიტამინოზი მომატებული ფიზიკური დატვირთვის დროს
100 მგ კაფსულები ერთხელ დღე-ღამეში მომატებული ფიზიკური დატვირთვის დროს.
E ჰიპოვიტამინოზი მენსტრუალური ციკლის დარღვევების დროს (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში მენსტრუალური ციკლის დარღვევების ჰორმონალური მკურნალობის დროს)
300-400 მგ დღეგამოშვებით თანმიმდევრულად, ციკლის მე-17 დღიდან ციკლის ბოლო დღემდე (მენსტრუაციის პირველი დღის წინა დღე).
გვერდითი მოქმედება
როგორც წესი, რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას გვერდითი მოქმედება არ აღინიშნება.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ალერგიული რეაქციები.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
დიარეა, გულისრევა, გასტრალგია.
დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ
ჰიპერკრეატინინურია, კრეატინფოსფოკინაზას აქტივობის მომატება, სისხლის შრატში ქოლესტერინის კონცენტრაციის მომატება.
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
თრომბოფლებიტი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: E ვიტამინის მაღალმა დოზებმა (400-800 მგ დღე-ღამეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში) შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა, დიარეა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, ძლიერი დაღლილობა, გულყრა, ალოპეციის უბნებზე თეთრი თმის ამოსვლა ბულოზური ეპიდერმოლიზის დროს.
ძალიან მაღალმა დოზებმა (800 მგ-ზე მეტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში) შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა K ვიტამინის უკმარისობის მქონე პაციენტებში; აღნიშნულმა შეიძლება დაარღვიოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მეტაბოლზიმი და გაზარდოს თრომბოფლებიტის და თრომბოემბოლიის რისკი მგრძნობიარე პაციენტებში.
მკურნალობა: სიმპტომური, პრეპარატის მოხსნა, გლუკოკორტიკოსტეროიდების დანიშვნა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აძლიერებს გლუკოკორტიკოსტეროიდების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგი საშუალებების, საგულე გლიკოზიდების ეფექტს.
ზრდის ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობას ეპილეფსიით დაავადებულებში (როდესაც მომატებულია სისხლში ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის პროდუქტების შემცველობა).
რკინის მაღალი დოზა აძლიერებს ორგანიზმში ჟანგვით პროცესებს, რაც ზრდის E ვიტამინის მოთხოვნილებას. დღე-ღამეში 400 სე-ზე მეტი დოზით E ვიტამინის ანტიკოაგულანტებთან (კუმარინისა და ინდანდიონის წარმოებულები) ერთად მიღება ზრდის ჰიპოპროთრომბინემიისა და სისხლდენის განვითარების რისკს. E ვიტამინი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას, თუ დოზები აღემატება 400 სე-ს დღე-ღამეში. დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებული არ არის E ვიტამინის შემცველი სხვა ვიტამინური კომპლექსების ერთდროულად მიღება.
E ვიტამინის მაღალი დოზების დანიშვნა შეიძლება იწვევდეს ორგანიზმში A ვიტამინის დეფიციტს.
ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი, მინერალური ზეთები ამცირებენ E ვიტამინის შეწოვას.
განსაკუთრებული მითითებები
თანდაყოლილი ბულოზური ეპიდერმოლიზის დროს ალოპეციით დაზიანებულ ადგილებში შეიძლება ამოვიდეს თეთრი თმა.
ორგანიზმში K ვიტამინის უკმარისობა, რაც იწვევს ჰიპოპროთრომბინემიას, შეიძლება გაიზარდოს E ვიტამინის მაღალი დოზების გამოყენებისას (400 სე-ზე მეტი დღე-ღამეში).
E ვიტამინი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას, თუ დოზები აჭარბებს 400 სე-ს დღე-ღამეში. დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებული არ არის E ვიტამინის შემცველი სხვა ვიტამინური კომპლექსების ერთდროულად მიღება.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატ ლაიფევიტი, კაფსულების მიღება არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გამოშვების ფორმა
100 მგ, 200 მგ კაფსულები: 30 კაფსულა მუქი მინის ფლაკონებში.
400 მგ კაფსულები: 20 ან 30 კაფსულა მუქი მინის ფლაკონებში.
თითო ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში 15°ჩ-დან 25°ჩ-მდე ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.