1 შუშხუნა ტაბლეტის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები:
კოენზიმ Q10 (ACTI Q110 40%) 10 მგ
კუნელის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი 20 მგ
შავბალახას მშრალი ექსტრაქტი 20 მგ
კალიუმის (კალიუმის ჰიდროკარბონატი) 300 მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის სულფატი) 100 მგ
E ვიტამინი (დლ-ალფა-ტოკოფერილის აცეტატი) 10 მგ
C ვიტამინი (L-ასკორბინის მჟავა) 50 მგ
ნიაცინი (ნიკოტინამიდი) 25 მგ
თუთია (თუთიის სულფატი) 8 მგ
სელენიუმი (ნატრიუმის სელენიტი) 50 მკგ
D ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი) 5 მკგ
B12 ვიტამინი (ციანოკობალამინი) 2 მკგ
B6 ვიტამინი (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 1,2 მგ
B1 ვიტამინი (თიამინის მონონიტრატი) 1 მგ
B2 ვიტამინი (რიბოფლავინი) 1 მგ
ფოლიუმის მჟავა 0,4 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლიმონმჟავა E330, სორბიტი E420, ნატრიუმის კარბონატი E500, ფორთოხლის არომატიზატორი, პოლიეთილენგლიკოლი E1521, გლუკოზა, სუკრალოზა E955, ფორთოხლის არომატიზატორი.
ლინდავიტი კარდიო – არის უახლესი დაბალანსებული კომბინაცია, რომელიც შეიცავს ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, მიკროელემენტების და მცენარეული კომპონენტების კომპლექს, რაც ნაჩვენებია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
კალიუმი, მინერალი, რომელიც იცავს ორგანიზმს არტერიული წნევის მატებისგან, შესაბამისად იცავს ინფარქტებისგან და ინსულტისგან.
მაგნიუმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალური ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში არის ძალიან მცირე რაოდენობით. მაგნიუმი მნიშვნელოვანია ორგანიზმის უჯრედებისთვის ენერგიის მისაწოდებლად, ის აქტიურად მონაწილეობს ცვლის პროცესებში, ახდენს გულის რითმის მუშაობის სტაბილიზაციას, ხელს უწყობს სისხლძარღვების სპაზმის მოხსნას, მონაწილეობს ნერვ-კუნთოვანი აღგზნების პროცესებში.
კოენზიმ Q10 ორგანიზმისთვის არის ბუნებრივი ნივთიერება. კოენზიმ Q10 მონაწილეობს ენერგიის წარმოქმნაში, რომელიც განსაკუთრებით საჭიროა კუნთების და გულის მუშაობისთვის.
კოენზიმ Q10 ხელს უწყობს გულის და სისხლძარღვების გამაგრებას, ანელებს უჯრედების დაბერების პროცესს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ააქტიურებს სიცოცხლისუნარიანობას.
C და E ვიტამინები არიან ანტიოქსიდანტები, აფერხებენ ათეროსკლეროზის განვითარებას, ამცირებენ აპოპლექსური დარტყმის და ინფარქტის განვითარების რისკს.
ნიაცინი (ნიკოტინამიდი) დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ძირითადად აფართოებს წვრილ პერიფერიულ სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
თუთია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ზრდისთვის და განვითარებისთვის, ასევე სისხლის ცირკულაციის აღდგენისთვის.
კუნელის ექსტრაქტი ხელს უწყობს გულის კუნთის გამაგრებას, აუმჯობესებს ქოლესტერინის ცვლას სისხლში, ხელს უწყობს გულის კუნთის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის შენარჩუნებას, გულის რითმის და არტერიული წნევის ნორმირებას.
შავბალახას ექსტრაქტი ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებადობას, ანელებს გულის რითმს და აძლიერებს გულის შეკუმშვის ძალას.
სელენიუმი მონაწილეობს ქოლესტერინის ცვლაში და ახდენს მისი დონის შენარჩუნებას სისხლში. ასევე, სელენიუმი ინარჩუნებს წნევას და სისხლძარღვების ელასტიურობას, მონაწილეობს გულის კუნთის მუშაობაში.
D ვიტამინი ეწინააღმდეგება ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობით წარმოქმნას და იცავს არტერიების კედლებს ქოლესტერინის ბალთების წარმოქმნისგან.
B12 ვიტამინი (ციანოკობალამინი) საჭიროა ყველა უჯრედის, განსაკუთრებით, თავის ტვინის და ცენტრალური ნერვული სისტემის უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ის მონაწილეობს ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში.
B6 ვიტამინი (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) მონაწილეობს მეტაბოლიზმში და ამინომჟავების ტრანსპორტში უჯრედოვანი მემბრანებიდან. ხელს უწყობს მეტაბოლური პროცესების შენარჩუნებას გულის კუნთის ჟანგბადის არასაკმარისი მიწოდების დროს. ეწინააღმდეგება გულის სისხლძარღებში ქოლესტერინის დაგროვებას.
B1 ვიტამინი (თიამინი) მონაწილეობს ორგანიზმის ენერგეტიკულ ცვლაში, უზრუნველყოფს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. ის საჭიროა გულის, კუნთების, ძვლის ტვინის ნორმალური მუშაობისთვის.
B2 ვიტამინი (რიბოფლავინი) მონაწილეობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის რეგულირებაში. ის ახდენს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების დაშლის და სინთეზის პროცესის ნორმალიზებას.
ფოლიუმის მჟავა ასევე მნიშვნელოვანია გულის და სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის. ის საჭიროა სისხლძარღვოვანი სისტემის განვითარებისთვის, მონაწილეობს სისხლმბად ფუნქციაში, ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ ფორმირებას.
ფოლიუმის მჟავა ასევე დადებითად მოქმედებს რიგი ვიტამინების და ქოლესტერინის ცვლაზე, ხელს უწყობს ამინომჟავების ნორმალური ცვლის შენარჩუნებას. ეს ნიშნავს ჯანმრთელ გულს და სისხლძარღვებს, რომლებიც იმუშავებენ სრული დატვირთვით.
გამოყენების წესი:
შუშხუნა ტაბლეტები იხსნება ჭიქა წყალში.
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები - ინიშნება 1 შუშხუნა ტაბლეტი დღეში 1-ჯერ კვების დროს. გამოყენების კურსი შეადგენს 20-40 დღეს. განმეორებითი კურსი შესაძლებელია 1-3 თვის შემდეგ.
უკუჩვენება:
-არ არის რეკომენდებული ვიტამინების და მინერალების შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება;
-მწვავე გლომერულონეფრიტი;
-წყლულოვანი დაავადების გამწვავება;
-ბრადიკარდია;
-14 წლამდე ბავშვები;
-არ გამოიყენება მომატებული მგრძნობელობისას ბად-ის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ურეცეპტოდ.
შენახვის პირობები:
ინახება ნესტისგან და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, 0°С-25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
20 შუშხუნა ტაბლეტი ტუბში, 1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა:
24 თვე.
არ გამოიყენება შეფუთვის ქვედა ნაწილზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.