Plasmon
ლინექს ფორტე / Linex Forte


შემადგენლობა
კაფსულები შეიცავს ცოცხალ ლიოფილიზირებულ რძის მჟავა ბაქტერიებს:
Lactobacillus acidophilus (LA-5) არაუმეტეს 109 კოლონიის შემქმნელი ერთეული;
Bifidobacterium animalis subsp. lactis (BB-12) არაუმეტეს 109 კოლონიის შემქმნელი ერთეული.

დამხმარე ნივთიერებები:
ინულინი ოლიგოფრუქტოზით, გლუკოზა უწყლო, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი; კაფსული გარსი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

შეფუთვა
ალუმინის ბლისტერები, 28 კაფსულა კოლოფში ან
შუშის ფლაკონში პატარა ხუფით სილიკაგელით, 28 კაფსულა შეფუთვაში.

ლინექს ფორტე - ეს არის პრობიოტიკი, ბიფიდო- და ლაქტობაქტერიების წყარო, რომლებიც საჭიროა ნაწლავის მიკროფლორის ფუნქციის აღდგენისთვის და წონასწორობის შენარჩუნებისთვის.

ფარმაკოდინამიკური თვისებები
კაფსულები ლინექს ფორტე შეიცავს Lactobacillus acidophilus (LA-5) და Bifidobacterium animalis subsp. lactis (BB-12). ორივე რძის მჟავა შტამი ადამიანის ნაწლავის მიკროფლორის ნორმალური წარმომადგენლებია.
არსებობს რამოდენიმე მძლავრი მექანიზმი, რომელთა დახმარებითაც LA-5 და BB-12 შტამები ახდენს დამახასიათებელი დამცავ და თერაპიულ ზემოქმედებას.
ისინი ახდენენ პათოგენური ბაქტერიების ზრდას შემდეგის ხარჯზე:
pH დაქვეითება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (LA-5 მიერ რძის მჟავას გამომუშავების, BB-12 მიერ კი რძის მჟავას გარდა ასევე ძმარმჟავას და ქარვის მჟავას პროდუქციის უნარის შედეგად);
მეტაბოლიტების გამომუშავება, რომლებიც ტოქსიკურია პათოგენური ბაქტერიებისთვის (H2O2 პროდუცირება);
ანტიბაქტერიული ნივთიერებების, ბაქტერიონების გამომუშავება (LA-5 ახდენს აციდონინის პროდუცირებას, რომელიც წარმოადგენს ფართო სპექტრის მოქმედების ბაქტერიოცინს, რომელიც ბაქტერიებისა და სოკოების ზრდის ინჰიბირებას ახდენს);
კონკურენცია პათოგენურ ბაქტერიებთან საკვები ნივთიერებებისთვის;
ადჰეზიური რეცეპტორების ბლოკირება, რაც ხელს უშლის სხვა პოტენციურად პათოგენური მიკროორგანიზმების კოლონიზაციას.
ისინი ასევე ახდენენ იმუნური სისტემის სპეციფიკური და არასპეციფიკური რგოლების სტიმულირებას. ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევამ (მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების დროს, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენების და ქიმიოთერაპიის, მუცლისა და მცირე მენჯის ორგანოების დასხივების, შორეული მოგზაურობების დროს) ან მუდმივი მიკროფლორის განვითარების შეყოვნებამ ჩვილებში შესაძლოა გამოიწვიოს საჭმლის მონელების მოშლილობა (ისეთები, როგორიცაა მეტეორიზმი, დიარეა და ყაბზობა).

ლინექს ფორტე გამოიყენება
ნაწლავის დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისთვის და მოხსნისთვის (ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის დარღვევა).
დისბაქტერიოზის კლინიკური გამოვლინებებია: დიარეა (ფაღარათი), საჭმლის მონელების სხვა დარღვევები (დისპეპსია): ყაბზობები, მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა, ნაწლავში გაზების სიჭარბე), გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მუცლის ტკივილი.
ლინექსის რეგულარული გამოყენება ეფექტიანად აქვეითებს საჭმლის მონელების დარღვევის სიმპტომების გამოვლინების სიხშირესა და სიმძიმეს (ძირითადად, დიარეის), რომლებიც დაკავშირებულია დისბაქტერიოზთან და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობასთან.

უკუჩვენებები
ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

სიფრთხილის ზომები
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ლინექს ფორტეს მიღებამდე, თუ:
სხეულის ტემპერატურა აჭარბებს 380C;
განავალში არის სისხლი ან ლორწო;
დიარეა გრძელდება ორ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში;
დიარეა დიდი მოცულობით არის და მას თან სდევს დეჰიდრატაცია და სხეულის მასის დაკარგვა;
დიარეას თან ახლავს მუცლის ძლიერი ტკივილი;
თქვენ გაქვთ ქრონიკული დაავადებები, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები ან იმუნოდეფიციტი (აივ ინფექცია).

6 წელზე უმცროს ბავშვებში დიარეის მკურნალობისთვის პრეპარატის გამოყენების დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
დიარეის მკურნალობის დროს საჭიროა წყლისა და ელექტროლიტების დანაკარგის ანაზღაურება.

ლინექს ფორტეს ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
რძის მჟავა ბაქტერიებს გააჩნია მგრძნობელობა ანტიბიოტიკების მიმართ, ამიტომ მიიღეთ ლინექს ფორტე არანაკლებ 3 საათის შემდეგ ანტიბიოტიკების მიღებიდან.

საკვებისა და სასმელის ზემოქმედება
მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად მიიღეთ ლინექს ფორტეს კაფსულები საკვების მიღების დროს. არ მიიღოთ პრეპარატი ალკოჰოლთან ან ცხელ სასმელებთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება
დიარეის დროს გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს უნდა განხორციელდეს ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.
რადგან ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატ ლინექს ფორტეს გამოყენების უსაფთხოებაზე მონაცემები არასაკმარისია, მისი გამოყენება ამ პერიოდებში არ არის რეკომენდირებული.

ცნობები პრეპარატის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
ლინექს ფორტე შეიცავს გლუკოზას, ფრუქტოზას და საქაროზას. თუ თქვენ გაქვთ შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ აუტანლობა, მიღების დაწყებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ლინექს ფორტე შეიცავს რძის ცილების ნარჩენებს, რომლებმაც შესაძლოა ალერგიული რეაქციის პროვოცირება მოახდინონ (ჰიპერმგრძნობელობა).

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

დოზა და გამოყენების წესი
კაფსულები ლინექს ფორტე განკუთვნილია შიგნით მიღებისთვის.
მაქსიმალური ეფექიანობის მისაღწევად მიიღეთ ლინექს ფორტეს კაფსულები საკვების მიღების დროს.
დასაშვებია მიღებამდე კაფსულის გახსნა, შიგთავსის კოვზში გადმოყრა და სითხის მცირე ოდენობასთან შერევა.

დოზა და მიღების ხანგრძლივობა
კაფსულები ლინექს ფორტე შეიძლება მიღებულ იქნას სიმპტომების გაქრობამდე.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი მოზარდები: თითო კაფსულა დღეში 3 ჯერ (სიმპტომების სიმძიმეზე დამოკიდებულებით).
ბავშვები 2 წლიდან 12 წლამდე: 1 კაფსულა  დღეში 2 ჯერ (სიმპტომების სიმძიმეზე დამოკიდებულებით).
ბავშვები 2 წლამდე: 1 კაფსულის შიგთავსი დღეში ერთხელ.
დიარეის თვითმკურნალობის დროს საჭიროა სითხისა და ელექტროლიტების დანაკარგის ანაზღაურება.
თუ დიარეა გრძელდება 2 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროა ექიმთან კონსულტირება.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის აღწერილი. თუ ჭარბი დოზირების შემდეგ ვითარდება არასასურველი ეფექტები, დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ კაფსულის მიღება
არ მიიღოთ პრეპარატის დოზა გამოტოვებული მიღების საკომპენსაციოდ.
გააგრძელეთ ჩვეულებრივი მკურნალობა.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტები
გვერდითი ეფექტები რძის მჟავა ბაქტერიების მიღების დროს ძალიან იშვიათია (აღინიშნება 10000 ადამიანიდან ერთში). შესაძლოა გაჩნდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
დამატებით ფლაკონებისთვის: ვარგისიანობის ვადა გახსნის შემდეგ: 6 თვე. ფლაკონი ინახება მჭიდროდ დახურულად.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღე.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?