Plasmon
ლიპისკორი კაფსულები (ნატუროპათი) / Lipiscor (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 60 ან 240 კაფსულა
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

saშემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს: 500 მგ Piscis oleum-ს (ოკეანის თევზის ნახევრადუჯერი
ცხიმოვანი მჟავები) რომლის შემადგენლობაშიც შედის 70 მგ Icosapent და 50 მგ Doconexent.
დამხმარე ნივთიერებები: RRR-b-Tocopherol, b-Tokopherolacetat, ჟელატინი, გლიცეროლი, გამოხდილი წყალი.
ჩვენება სისხლში ცხიმების (ტრიგლიცერიცდების) ძლიერ მომატებული დონის დასაწევად, პრეპარატი დამატებით ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისხლში ცხიმების დონის დასაწევად დიეტა არასაკმარისია.
 
თვისებები
Lipiscor ხასიათდება ცხიმოვანი პოლიუჯერი მჟავების Omega-3 (n-3), კერძოდ, Icosapent-ის (იკოზაპენტაენის მჟავა) და Doconexent-ის (დოკოზოჰექსაენის მჟავა) მაღალი შემცველობით. ესკიმოსების, იაპონელების, ჰოლანდიელების, აშშ-ში მცხოვრები პოპულაციების ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგებმა აჩვენა საკვებში
ოკეანის თევზის მაღალ მოხმარებასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დაბალ სიხშირეს შორის კორელაცია. 
4 კვირის განმავლობაში Lipiscor-ის რეგულარული მიღება იწვევს სისხლის პლაზმაში ტრიგლიცერიდების დაქვეითებას. Lipiscor-ის შემდგომი მიღება ხელს უწყობს სისხლის პლაზმაში ტრიგლიცერიდების დონის
შენარჩუნებას. Lipiscor-ის მოხსნის დროს სისხლის პლაზმაში ტრიგლიცერიდების შემცველობა 2-3 თვის მანძილზე თავდაპირველ დონეს უბრუნდება. Lipiscor-ის შემადგენლობაში შემავალი Omega-3-ის ცხიმოვანი მჟავები მონაწილეობენ ნორმალურ ლიპიდურ ცვლაში, განსაკუთრებით, ეიკოზანოიდების და მათ შორის პროსტაგლანდინების ცვლაში. Lipiscor-ის მიღებით ლიპიდების დონის დაქვეითების მექანიზმი, სავარაუდოდ, ტრიგლიცერიდების სინთეზის დაქვეითებაში მდგომარეობს. Lipiscor-ის მიღება n-3 (Omega-3)
ცხიმოვანი მჟავების წილს ზრდის.
 
მიღების წესი და დოზირება
ჩვეულებრივ, 2-4 კაფსულა დღეში 2-ჯერ; მაქსიმალური დღიური დოზა 10-20 კაფსულა დღეში. Lipiscor-ის მიღება ხდება დაუღეჭავად, უშუალოდ საკვების მიღების წინ.
 
გვერდითი მოქმედებები
დოზის გადამეტებისას ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა განვი-
თარდეს გულისრევა და ბოყინი. Lipiscor-ს შეუძლია სისხლდენის
დროის გახანგრძლივება თრომბოციტების აგრეგაციის დამუხრუ-
ჭების გზით. ოპერაციული ჩარევის წინ უნდა დარეგისტრირდეს
სისხლდენის დრო. ასპირინული ბრონქული ასთმის დროს შესაძლოა
მოხდეს ფილტვების ფუნქციის გაუარესება.
 
უკუჩვენებები 
– მწვავე და ქვემწვავე პანკრეატიტი
– კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედების მწვავე ნეკროზი (პანკრეასის მწვავე ნეკროზი)
– ღვიძლის მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაციები
– ნებისმიერი გენეზის ღვიძლის შეჭმუხნა (ღვიძლის ციროზი)
– მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტები
– ნაღვლის ბუშტის დაჩირქება (ნაღვლის ბუშტის ემპიემა)
– წვრილ ნაწლავში ცხიმების გადამუშავების, ცხიმების ემულგირების დარღვევები, გამოწვეული ნაღვლის ბუშტის      და/ან კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებებით
– შედედების დარღვევა
– ორსულობის და ჰიპერქოლესტერინემიის დროს აუცილებელია პრეპარატის მიღების საჭიროების და რისკის                საგულდაგულოდ შეფასება
 
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
რადგან Lipiscor-ი სისხლდენის დროს ახანგრძლივებს და შეუძლია თრომბოციტების აგრეგაციის შემცირება. შედედების დარღვევის მქონე ან ერთდროულად ანტიკოაგულანტურ მკურნალობაზე მყოფი პაციენტები ექიმის მიერ უნდა იყვნენ გაფრთხილებული, ან შეიძლება ანტიკოაგულაციური პრეპარატის დოზა შემცირდეს
 
გამოშვების ფორმები
შეფუთვაშია 60 ან 240 კაფსულა
სად შევიძინოთ?