Plasmon
ლივერა / LIVERA


შემადგენლობა 

თითოეული კაფსულა შეიცავს: 1200 მგ ესენციურ ფოსფოლიპიდებს. ფოსფატიდები-732მგ; ფოსფატიდილქოლინი-180მგ; ფოსფატიდილინოზიტოლი-108მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლივერას შემადგენლობაში შემავალ ესენციურ ფოსფოლიპიდებს გააჩნიათ მემბრანოტროპული თვისებები, ასევე ისინი ხასიათდებიან მეტაბოლური და ჰეპატოპროტექტორული მოქმედებით, იწვევენ ნახშირწყლოვანი და ლიპიდური ცვლის რეგულაციას. ესენციური ფოსფოლიპიდები აუმჯობესებენ ღვიძლის ფუნქციურ მდგომარეობას. კერძოდ, ღვიძლში მეტაბოლიზმის დარღვევის დროს ესენციური ფოსფოლიპიდები უზრუნველყოფენ ჰეპატოციტისათვის ათვისებისათვის მზა მაღალენერგეტიკული ფოსფოლიპიდების მიწოდებას, რომლებიც იდეალურად ეხამებიან თავისი ქიმიური სტრუქტურით ენდოგენურ ფოსფოლიპიდებს. ისინი ძირითადად აღწევენ რა ღვიძლის უჯრედებში, ინერგებიან მათს მემბრანაში. ესენციური ფოსფოლიპიდების ზემოქმედებით უმჯობესდება ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიისთვის, სხვადასხვა გენეზის ქრონიკული ჰეპატიტებისა და ღვიძლის ციროზისათვის მახასიათებელი კლინიკო-ბიოქიმიური მაჩვენებლები. ამ დაავადებების დროს მოშლილია ღვიძლის დეტოქსიკაციური ფუნქცია, ასევე ქვეითდება ორგანიზმის ანტიოქსიდანტური სისტემის ფუნქცია და ჰეპატოციტების მედეგობა ტოქსიური ზემოქმედების მიმართ. ესენციური ფოსფოლიპიდების გამოყენება განაპირობებს ჰეპატოციტების უჯრედული მემბრანების სტრუქტურულ-ფუნქციური მთლიანობის ნორმალიზაციას და ხელს უწყობს უჯრედის ნორმალური მეტაბოლიზმის აღდგენას.ესენციური ფოსფოლიპიდებით მკურნალობა, როგორც უკვე აღინიშნა, განაპირობებს ბიოქიმიური მაჩვენებლების (როგორიცაა შრატისმიერი ალტ, ასტ) მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, ასევე იწვევს ანთებითი პროცესებისა და ნეკროზის დათრგუნვას. ღვიძლის ქრონიკული დეგენერაციული დაავადებების დროს ესენციური ფოსფოლიპიდების (ლივერა) მოქმედების სპექტრი შემდეგნაირად შეიძლება იყოს წარმოდგენილი.

ჩვენებები
- ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაცია (აგრეთვე დიაბეტით გამოწვეული);
- მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი, ღვიძლის უჯრედების ნეკროზი. ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება (მათ შორის ალკოჰოლით);
- ოპერაციის წინა და ოპერაციის შემდგომი მკურნალობა (განსაკუთრებით ჰეპატობილიარული ზონის ოპერაციები), ფსორიაზი, რადიაციული სინდრომი.

მიღების წესები და დოზები
1 კაფსულა დღეში ერთჯერ , კაფსულების მიღება ხდება საკვების მიღებისას, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის მომატებული დოზებით მკურნალობისას იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის მოშლილობა (დიარეა).

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 8oC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას

სად შევიძინოთ?