შემადგენლობა
1 გრამი ემულსია შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ჰიდროკორტიზონ-17 ბუთირატი;
დამხმარე ნივთიერებები:
ცეტომაკროგოლი 25, ცეტოსტეარილის სპირტი, თეთრი რბილი პარაფინი, მყარი პარაფინი, კიტრისუნას ზეთი, ბუთილჰიდროქსიტოლუენი (E321), პროპილენგლიკოლი (E1520), ნატრიუმის ციტრატი (E331), ლიმონმჟავა (E330), პროპილჰიდროქსიბენზოატი (E216), ბუთილჰიდროქსიბენზოატი, გასუფთავებული წყალი.
ჰიდროკორტიზონ 17-ბუტირატი წარმოადგენს გარეგანი გამოყენების სინთეზურ, არაჰალოგენიზირებულ კორტიკოსტეროიდულ პრეპარატს. იგი ავლენს სწრაფადგანვითარებად ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას; ეფექტურობით შეესაბამება ჰალოგენიზებულ სტეროიდებს.
მისი გამოყენება რეკომენდებული დოზებით არ იწვევს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-თირკმელზედაჯირკვლების სისტემის დათრგუნვას. Lლოკოიდ კრელო®® გამოირჩევა ლიპიდების მაღალი შემცველობით ჩვეულებრივ ლოსიონთან შედარებით, რაც აადვილებს მის წასმას და ამცირებს კანის სიმშრალეს.
შეწოვა
აპლიკაციის შემდეგ ადგილი აქვს აქტიური ნივთიერების დაგროვებას ეპიდერმისში, ძირითდად მარცვლოვან შრეში.
მეტაბოლიზმი
კანის გზით აბსორბირებული ჰიდროკორტიზონ-17-ბუტირატი მეტაბოლიზდება ჰიდროკორტიზონამდე და სხვა მეტაბოლიტებამდე უშუალოდ ეპიდერმისში და შემდგომ ღვიძლში.
გამოყოფა.
მეტაბოლიტები და შეუცვლელი ჰიდროკორტოზონ-17-ბუთირატის უმნიშვნელო ნაწილი გამოიყოფა შარდით ან განავლით.
ზედაპირული, არაინფიცირებული, ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოიდებისადმი მგრძნობიარე კანის დაავადება:
• ეგზემა
• დერმატიტები
• ფსორიაზი
მოზრდილებში და ბავშვებში (6 თვეზე უფროსი ასაკის) პრეპარატის მცირე რაოდენობას წაუსვამენ დაზიანებულ კანზე დღეში 1-3-ჯერ. დადებითი დინამიკის გამოვლენისას შეიძლება წასმის ჯერადობის შემცირება 2-3-ჯერამდე კვირაში.
შეღწევის გასაუმჯობესებლად პრეპარატს ადებენ მასირებით, აუცილებლობის შემთხევევაში სველი კერის ზედაპირზე ლოკოიდ კრელოს® წასმისას იდება კომპრესი. ლოკოიდ კრელოს ნარჩენები კანის ზედაპირიდან სცილდება წყლით. ლოკოიდ კრელოს® წასმა უპირატესად ხდება სველ უბნებზე, და გამოიყენება თმიანი საფარველით დაფარული კანის დაზიენბულ უბნებზე (მაგალითად თავის კანის თმიანი ნაწილი).
კვირის განმავლობაში გამოყენებული პრეპარატის დოზა არ უნდა აჭარბებდეს 30-60 გრამს. Kკურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების სიმპტომების დინამიკაზე.
ადგილობრივი რეაქციები:
• კანის ატროფია (ეპიდერმისის გამოფიტვა, ტელანგიოექტაზიები, სტრიები, პურპურა)
• პერიორალური დერმატიტი და როზაცეა
• ჭრილობის შეხორცების შენელება
• დეპიგმენტაცია
• ჰიპერტრიქოზი
• კონტაქტური დერმატიტი
• “რიკოშეტის” სინდრომი, რომელიც აძნელებს კორტიკოსტეროიდის მოხსნას.
• თვალშიდა წნევის მომატება და კატარაქტის განვითარების რისკი (კონიუნქტივაზე სისტემატური მოხვედრისას)
სისტემური რეაქციები:
ხანგრძლივი გამოყენებისას და/ან წასმისას დიდ ზედაპირზე შესაძლებელია გამოვლინდეს სისტემური გვერდითი ეფექტები, რომელიც დამახასიათებელია სისტემური კორტიკოსტეროიდებისთვის.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკი ლოკოიდ კრელოს® გამოყენებისას უფრო მცირეა ვიდრე ფტორირებული სტეროიდების გამოყენების დროს.
• დერმატიტები, გართულებული ბაქტერიული (მაგალითად, პიოდერმია, სიფილისი, ტუბერკულოზი), ვირუსული (მაგალითად, ოროფაციალური ჰერპესი, ჩუტყვავილა, მკრეჭველი სირსველი, წვეტიანი კონდილომები, მეჭეჭები, კონტაგიოზური მოლუსკი), სოკოვანი და პარაზიტული (მაგალითად, მუნი) ინფექციებით;
• კანის წყლულები და ჭრილობები;
• პერიორალური დერმატიტი, სტრიები;
• იქტიოზი, მოზარდთა ტერფის დერმატოზი, როზაცეა, აცნე ვულგარის, სისხლძარღვების მტვრევადობა, კანის ატროფია;
• ჰიპერმგრძნობელობა კორტიკოსტეროიდებზე ან პრეპარატის დამხმალე ნივთიერებებზე.
კორტიკოსტეროიდები გადიან პლაცენტაში. სისტემური სტეროიდების მაღალი დოზების გამოყენებისას დარეგისტრირებულია ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-სუპრარენალური სისტემის დათრგუნვა და ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება. გარეგანი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას მათი განვითარების რისკი არ არის დადგენილი, მაგრამ არ შეიძლება მისი აბსოლუტური გამორიცხვა ხანგრძლივი გამოყენებისას და დაზიანების დიდ უბანზე წასმისას. ლოკოიდ კრელოს® გამოყენება ლაქტაციის დროს შეიძლება მხოლოდ დაზიანების მცირე უბანზე წასმისას და მისი ხანმოკლე გამოყენებისას.
დანარჩენ შემთხვებებში რეკომენდირებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა.
არ შეიძლება ლოკოიდ კრელოს® წასმა პერიორბიტალურ მიდამოში გლაუკომის და სუბკაფსულარული კატარაქტის განვითარების რისკის გამო. სიფთხილით უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი სახის კანზე, გენიტალურ და თავის თმიან ნაწილზე, რომელიც შედარებით მგრძნობიარეა კორტიკოსტეროიდების მოქმედების მიმართ (მისი გამოყენების ხანგრძლივობა მოცემულ უბნებზე შეძლებისდაგვრად არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს).
ბაშვებში თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას ვითარდება სწრაფად. გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს ზრდის ჰორმონის გამომუშავების შემცირება. თერაპიის ხანგრძლივი კურსის გამოყენებისას ბავშვებში აუცილებელია სხეულის მასის, ზრდის და პლაზმის კორტიზოლის დონის კონტროლი.
ბავშვების გამოკვლევებში, რომელბიც იყენებდნენ ლოკოიდ კრელო®-ს 30-60 გ კვირაში, 4 კვირის განმავლობაში ჰიდროკორტიზონის 1% მალამოსთან შედარებით თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დარღვევა არ გამოვლენილა.
მაღალი დოზებით პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ზემოთ აღწერილი გვერდითი ეფექტების გაძლიერება. ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების გამოვლენისას რეკომენდირებულია პრეპარატის მოხსნა.
ლოკოიდ კრელოს® სხვა პრპარტებთან ურთიერთქმედების მონაცემები არ არსებობს.
ლოკოიდ კრელო®® ინახება არაუმეტეს 25oC.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა 2 წელი. Aარ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III(გაცემის წესი რეცეპტის გარეშე).
რეგისტრაციის მოქმედების ვადა: 02.12.2014