Plasmon
ლომა ლუქსი პერორალური ხსნარი / Loma Lux

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგია
  • მწარმოებელი კომპანია: LomaLux
  • მწარმოებელი ქვეყანა: აშშ
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

აქტიური ინგრედიენტები (1000 მლ-ზე):

კალიუმის ბრომიდი 1X 34.80 მლ                        

ნატრიუმის ბრომიდი 2X 298.70 მლ                   

ნიკელის სულფატი 3X 600 მლ                            

თუთიის ბრომიდი 4X 39.80 მლ                          

კალიუმის სულფატი 4X 24.90 მლ

                                   

არააქტიური ინგრედდიენტები:
ალკოჰოლი USP, 2%, მეთილ პარაბენი, პროპილ პარაბენი, გამოხდილი წყალი.

გამოიყენება:
ფსორიაზთან, სებორეულ დერმატიტთან და ქერტლთან დაკავშირებული აქერცვლის, აშრევების, სიწითლის და ქავილის სიმპტომების შემსუბუქებისთვის.

არ გამოიყენება:
თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში; 12 წლამდე ასაკის ბავშვებში;

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:
პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, თუ პაციენტს აღენიშნება მგრძნობელობა ლომა ლუქსის რომელიმე ინგრედიენტის, ნიკელის ან ბიჟუტერიის მიმართ, თუ სიმპტომები არ უმჯობესდება, მეორდება ან ჩნდება გამონაყარი კანზე, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

დოზირება და მიღების წესი:

მიიღება  დღეში ერთხელ, წონის გათვალისწინებით:

მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკიდან:

 

წონა

დღიური დოზა

შეფუთვა საკმარისია

22-45კგ

1/2 ჩაის კოვზი

96 დღე

45-68კგ

1 ჩაის კოვზი

48 დღე

68-90კგ

1 1/2 ჩაის კოვზი

32 დღე

90 კგ-ზე მეტი

2 ჩაის კოვზი

24 დღე

 

პრეპარატი მიიღება პერორალურად, ძილის წინ  ან დილით, უზმოზე. მიღების შემდეგ 1 საათის განმავლობაში არ შეიძლება წყლის გარდა რაიმეს ჭამა ან დალევა. თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდა 4-5 თვის შემდეგ, დოზა უნდა გაიზარდოს 50%-ით.

მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა _ 4-5 თვე.

შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 20-25 0C-ზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

სად შევიძინოთ?