ლომა ლუქსი ფსორიაზის შამპუნი-კონდიციონერი / Loma Lux Psoriasis
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგია → საშუალებები თავის თმიანი ნაწილის კანის დაავადებებისათვის → პრეპარატები თავის თმიანი ნაწილის ფსორიაზისა და სებორეის მკურნალობისათვის
- მწარმოებელი კომპანია: LomaLux
- მწარმოებელი ქვეყანა: აშშ
- გამოშვების ფორმა: 120მლ ფლაკონი #1
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:
კუპრი, მწვანე ჩაის ფოთლის და ალისარჩულის (ზაფრანა) ყვავილების ექსტრაქტი.
ჩვენებები:
გამოიყენება თავის კანის ყოველდღიური მოვლისათვის, ფსორიაზის, სებორეული და ატოპიური დერმატიტის; ქერტლის დროს.
დოზირება და მიღების წესი:
მცირე რაოდენობით დაიტანეთ სველ თმაზე, რამდენიმე წუთით გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ.
რეკომენდებულია ყოველდღიურად ან კვირაში 2-ჯერ გამოყენება.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის წესი:
ინახება გრილ, მშრალ, ბნელ ადგილას, არაუმეტეს 200C ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ლაბორატორია ლომალუქსი, აშშ.