Plasmon
ლორინდენი C / LORINDEN C


შემადგენლობა 

1გ
ფლუმეტაზონის პივალატი . . . . . 200 მკგ
კლიოქინოლი . . . . . . . . . . . 30 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
თეთრი ცვილი, თეთრი ვაზელინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლორინდენი C წარმოადგენს გლუკოკორტიკოსტეროიდის შემცველ, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ანტიექსუდაციური თვისებების მქონე ადგილობრივი მოქმედების კომბინირებულ პრეპარატს.
კლიოქინოლი ხასიათდება ანტიბაქტერიული და ანტიმიკოზური თვისებებით. იგი აძლიერებს აგრეთვე გლუკოკორტიკოსტეროიდის ანტიექსუდაციურ ეფექტს.

ჩვენებები
კანის ალერგიული დაავადებების ჩირქოვანი გართულებები ან ძლიერი ანთებითი რეაქციებით მიმდინარე კანის საფარის ბაქტერიული ინფექციები:
- ლიქენი;
- ერითემა,
- ერითროდერმია;
- ურტიკარია;
- ვულგარული იმპეტიგო.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, მეორადი ალერგიული რეაქციებით მიმდინარე კანის შეზღუდული მიკოზური ინფექციების დროს, პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ექიმი დერმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატს იყენებენ ადგილობრივად. მისი გამოყენების წესი და სიხშირე განისაზღვრება ექიმის მიერ. 
მალამოს მცირე რაოდენობას შეიზელენ კანის დაზიანებულ ნაწილებში 1-2-ჯერ დღეში. 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში პრეპარატის გამოყენება არ არის ნებადართული. 
მალამოს გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე ოკლუზიური ნახვევის სახით.

გვერდითი მოვლენები
კონტაქტური ეგზემის სხვადასხვა რეაქციები, ალერგიის სიმპტომები ალერგიული დაავადებებით შეპყრობილ ავადმყოფებში. არსებული ვულგარული ან ვარდისფერი ფერიმჭამელების და პერიორალური დერმატიტის გამწვავება. შესაძლებელია აგრეთვე პოსტსტეროიდული ფერიმჭამელები, კანის ატროფია და სტრიები, კანის წვა, ქავილი, გაღიზიანება. ზოგჯერ შესაძლებელია დეპიგმენტაციით მიმდინარე კანის სიმშრალე. აღნიშნული გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენება
კანის აქტიური ვირუსული ინფექციები (ჰერპესი, შემომსალტველი ლიქენი, ჩუტყვავილა). კანის ტუბერკულოზი, კანის ათაშანგი და გაურთულებელი დერმატომიკოზები. კანის საფარის ახალწარმონაქმნები და კიბოს წინა მდგომარეობა, წვივების ტროფიკული წყლულები, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით კანის დიდ ზედაპირზე.

განსაკუთრებული მითითებები
კანის შესაძლო გართულებების წარმოქმნის გამო, პრეპარატის გამოყენება სახის კანზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ არის რეკომენდებული. 
პრეპარატს განსაკუთრებული სიფრთხილით იყენებენ თვალის ღია- და დახურულკუთხოვანი გლაუკომით და კატარაქტით შეპყრობილ ავადმყოფებში. 
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით და ხანმოკლე დროით ინიშნება ბავშვებში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ აღინიშნება.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

სად შევიძინოთ?