Plasmon
ლუფასან D4 წვეთები (ნატუროპათი) / Luffasan D4 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა 
1 მლ შეიცავს: 4 მლ Luffa operculata D4-ის ხსნარს HAB-ის 4ა სტატიის მიხედვით
(HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი
 
ჩვენება
– თივის ცხელება
– სურდო
– თავის ტკივილი
– საჭმლის მონელების სისუსტე
 
თვისებები
Luffasan-ს იღებენ გოგრისებრთა სახეობის მცენარის Luffa operculata- ს მწიფე გამომშრალი ნაყოფისაგან. ბრაზილიის ხალხურ მედიცინაში იგი უნივერსალური პრეპარატია ყაბზობის, შეშუპებების და სიმსივნეების სამკურნალოდ. Luffasan-ი გამოიყენება, როგორც დრენაჟული საშუალება ანთებითი პროცესების მიერ
გამოწვეული შეგუბებითი მოვლენების დროს.
 
მიღების წესი და დოზირება
მწვავე შემთხვევებში მიიღება 5 წვეთი ყოველ ნახევარ საათში (2 საათის განმავლობაში), დღეში არაუმეტეს 12-ჯერ. ქრონიკული ფორმების დროს მიიღება 5 წვეთი 1-3-ჯერ დღეში
 
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
 
უკუჩვენებები 
პრეპარატი Luffasan-ში შემავალი ალკოჰოლის გამო, ის არ გამოიყენება ალკოჰოლური ცეროზის დროს
მითითებები ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს.
ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის მიხედვით. მითითებები შეიცავს 52 %-იან ეთანოლს
 
გამოშვების ფორმები
წვეთები 10 მლ საწვეთურიან ფლაკონში
სად შევიძინოთ?