Plasmon
ლუთეინა 100მგ / Luteina 100mg


მოქმედი   ნივთიერება: 
პროგესტერონი 100 მგ 
პროგესტერონი 200 მგ 
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის პრეჟელატინირებული სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი.

ფარმაკოლოგიური  თვისებები: 
პროგესტერონი წარმოადგენს ყვითელი სხეულის ჰორმონს. პროგესტერონი განაპირობებს ენდომეტრიუმის პროლიფერაციული ფაზიდან სეკრეტორულ ფაზაში გადაყვანას, ამზადებს ენდომეტრიუმს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებისთვის, ამცირებს საშვილოსნოს მგრძნობელობას ოქსიტოცინისადმი, იწვევს მიომეტრიუმის რელაქსაციას (ტოკოლიზური ეფექტი). პროგესტერონი აინჰიბირებს ესტროგენების მიერ საშვილოსნოს ლორწოვანის გასქელებას, საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელის და საშოს ეპითელიუმის ციკლის ცვლილებას. 

მიღების წესი და დოზები:
პროგესტერონის დოზირება განისაზღვრება ინდივიდუალურად,  ჩვენების და ეფექტურობის მიხედვით მენსტრუალური ციკლის დარღვევების, დისმენორეის, პრემენსტრუალური სინდრომის, პრემენოპაუზის პერიოდში ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს ინიშნება 100 მგ პროგესტერონი დღეში, მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში (ბუნებრივი ან იდუცირებული)  10-20 დღის მანძილზე. მენსტრუალური ციკლის დარღვევის, დისმენორეის და პრემენსტრუალური სინდრომის დროს მკურნალობა გრძელდება ზედიზედ 3-6 ციკლის განმავლობაში. მენოპაუზის პერიოდში ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს პროჟესტერონით მკურნალობა გრძელდება მენოპაუზის დადგომამდე ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპიის დროს ესტროგენებთან კომბინაციაში გამოიყენება 100 მგ ინტრავაგინალური პროგესტერონი დღეში, თანმიმდევრული თერაპიის სახით ციკლის მე-15 დღიდან 25-დღემდე ან ყოველდღიურად უწყვეტი თერაპიის სახით მეორადი ამენორეის დროს პროგესტერონის ტესტირებისას პროგესტერონი ინიშნება ინტრავაგინალურად 100 მგ დღეში, 5-7 დღე. სისხლდენა ვითარდება პროგესტერონის მიღების შეწყვეტიდან მე-7,  მე-10  დღეს საშვილოსნოს ფუნქციური სისხლდენის მკურნალობის დროს ინიშნება 100 მგ პროგესტერონი დღეში ინტრავაგინალურად 5-7 დღე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 2-3 თვის მანძილზე, პროგესტერონის დოზის 100 მგ დღეში მიღებით ინტრავაგინალურად ციკლიდან მე-15-25-ე დღეს   ენდომეტრიოზის დროს ინიშნება 100-200 მგ პროგესტერონი დღეში ინტრავაგინალურად უწყვეტი თერაპიის სახით 6 თვის განმავლობაში სპონტანური ან მოსალოდნელი აბორტის შემთხვევაში ანოვულაციური და ინდუცირებული ციკლის დროს 100-300 მგ ინტრავაგინალური პროგესტერონი დღეში. მკურნალობა ტარდება უწყვეტად ორსულობის მე-18 _ მე-20 კვირამდე ინ ვიტრო განაყოფიერების დროს, ინიშნება 150-200 მგ პროგესტერონი ორჯერ დღეში ინტრავაგინალურად. მკურნალობა გრძელდება ემბრიონის ტრანსფერიდან 77-ე დღემდე. მკურნალობა უნდა დასრულდეს დოზის თანდათან შემცირებით

ჩვენებები: 
• ენდოგენური  პროგესტერონის  დეფიციტით  განპირობებული  მენსტრუალური ციკლის  დარღვევა,  მტკივნეული  მენსტრუაცია  (დისმენორეა),  ანოვულატორული  ციკლები,  პრემენსტრუალური  სინდრომი,  საშვილოსნოს  ფუნქციური სისხლდენა
• ენდომეტრიოზი
• ინ ვიტრო განაყოფიერება, ლუთეინური ფაზის შენარჩუნება ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისთვის მზადების დროს
• ლუთეინური ფაზის უკმარისობა
• სპონტანური ან მოსალოდნელი აბორტის პროფილაქტიკა
• პრემენოპაუზის პერიოდში ლუთეინური ფაზის უკმარისობა
• ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპია პოსტმენოპაუზის დროს ინტაქტური საშვილოსნოს მქონე ქალებში

გამოყენების წესი: 
ლუთეინა უნდა მოთავსდეს საშოში თანდართული აპლიკატორის მეშვეობით ორსულებში შეშუპებული საშვილოსნოს ყელის გამო, რეკომენდებულია ლუთეინას გამოყენება საჩვენებელი თითის დახმარებით

გვერდითი  მოვლენები: 
ძილიანობა, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, კონცენტრაციის და ყურადღების დაქვეითება, შფოთვა, დეპრესია, ვაგინალური  პრობლემები (გაღიზიანება, ქავილი, გამონადენი)

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა: 
ინტრავაგინალურად მიღებული ლუთეინა არ მოქმედებს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

უკუჩვენებები: 
ალერგიული რეაქციები პროგესტერონის ან  პრეპარატის შემადგენელი რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ, არაფიზიოლოგიური ვაგინალური სისხლდენა. სპონტანური აბორტის შემდგომ პერიოდში საშვილოსნოში გაურკვეველი ქსოვილების ჩარჩენის ეჭვის შემთხვევაში, საშვილოსნოსგარე ორსულობა, ძუძუს ან გენიტალური ტრაქტის სიმსივნე, სისხლიანი კოლტები მკლავებზე, ფეხებზე, ფილტვებში ან სხეულის სხვა ნაწილებზე, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ლაქტაციის პერიოდი. 

ორსულობა და ლაქტაცია: 
ორსულობის პირველ ტრიმესტრში პროგესტერონი უსაფრთხოდ გამოიყენება. პროგესტერონის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია, რადგან ეს ჰორმონი გამოიყოფა დედის რძეში
სად შევიძინოთ?