ლიზობაქტი დუო / Lysobact Duo
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები → ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- მწარმოებელი კომპანია: Bosnalijek d.d.
- მწარმოებელი ქვეყანა: ბოსნია-ჰერცოგოვინა
- გამოშვების ფორმა: 20მგ+1,5მგ საწუწნი ტაბლეტი №20
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
ფარმაარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიური და ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები
შემადგენლობა :ლიზოციმი+ციტილპირიდინის ქლორიდი
რას წარმოადგენს ლიზობაქტი დუო და მისი გამოყენება
ლიზობაქტი დუო შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ლისოზიმის ჰიდროქლორიდსა და ცეტილპირიდინის ქლორიდს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ სასუნთქ სისტემაზე – ყელის დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს.
ლიზობაქტი დუო გამოიყენება:
პირის ღრუსა და ხორხის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებითი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისათვის, როგორიცაა: გინგივიტი (ღრძილების დაავადება), სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება) და აფთოზური წყლულები (მცირე ზომის წყლულები პირის ღრუს ლორწოვან გარსზე);
ადიუვანტური ადგილობრივი მკურნალობა ყელის ტკივილის დროს, ყლაპვის დროს ტკივილის, და ხორხისა და ხახის ანთების დროს;
თუ სიმპტომები გრძელდება 5 დღეზე მეტ ხანს და/ან აღინიშნება სხეულის მაღალი ტემპერატურა, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ლიზობაქტი დუოს გამოყენების წესი
დოზირება
მოზრდილები და 6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები:
3-6 დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტი დღეში, მინიმუმ 2 სთ-იანი ინტერვალით დოზებს შორის. დაწნეხილი საწუწნი ტაბლეტები უნდა გაიხსნას პირის ღრუში.
ლიზობაქტი დუო არ არის განკუთვნილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისათვის.
მკურნალობის ხანგრლივობა
რეკომენდებულია, რომ პროდუქტის გამოყენება არ გაგრძელდეს 5 დღეზე მეტ ხანს.
ლიზობაქტი დუოს დოზის გადაჭარბებისას
მედიკამენტის რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა!
ლიზობაქტი დუოს® გამოყენების დავიწყებისას, მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. შემდეგ, კი მისი გამოყენება უნდა გაგრძელდეს სქემის მიხედვით, რეკომენდებული წესით.
ლიზობაქტი დუო დაკავშირებული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია (აღინიშნება 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) ან მათი სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე.
ლიზობაქტი დუოს შენახვის წესი
ლიზობაქტი დუო ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25°C ტემპერატურამდე.