მაკულაიფი / Maculife
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → საშუალებები ოფთალმოლოგიაში სისტემური გამოყენებისათვის → მხედველობის გასაუმჯობესებელი პრეპარატები
- მწარმოებელი კომპანია: ფარმიგეა
- მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
- გამოშვების ფორმა: კაფსულა #20
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა
მაკულაიფის შემადგენლობა დაფუძნებულია ლუთეინზე, ზეაქსანტინზე, წყალმცენარეებისაგან მიღებულ DHA ომეგა-3-ზე, ტოკოტრიენოლებზე, C ვიტამინზე, E ვიტამინზე, თუთიასა და სპილენძზე, რომლებზეც ორგანიზმის მოთხოვნილება ყოველთვის მაღალია, განსაკუთრებით ბადურას დაავადებების დროს. ყოველდღიური საკვები რაციონი ხშირად არ იძლევა ამ ნივთიერებებით ორგანიზმის მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებას, რაც ხშირად დაკავშირებულია ასაკთან. მომატებული ოქსიდაციური სტრესი - გამოწვეული ჰაერის დაბინძურებით, მზის მავნე გმოსხივებით, თამბაქოს მოწევითა და საკვებ რაციონში აუცილებელი ანტიოქსიდანტების არასაკმარისი რაოდენობით მიღებით იწვევს ბადურას, კერძოდ კი მაკულის დეგენერაციული დაავადებების განვითარებას.
მაკულაიფი თვალში განსაკუთრებით კი ბადურაში ახდენს ფიზიოლოგიურად არსებული ნივთიერებების შევსებას, რომლებიც აუცილებელია თვალის ოპტიმალური ფუნქციონირებისათვის.
ლუთეინი და ზეაქსანტინი
კაროტენოიდების ოჯახში შემავალი ლუთეინი და ზეაქსანტინი მნიშვნელოვანი ნივთიერებებია. ბადურასა და მაკულაში ეს ნივთიერებები პასუხისმგებელნი არიან მხედველობის ხარისხზე, აფერხებენ ოქსიდაციური სტრესის შედეგად გამოყოფილი თავისუფალი რადიკალების მავნე მოქმედებას, რომლებიც აზიანებენ ქსოვილს. კალენდულადან (Tagetes erecta) მიღებული ლუთეინი და ზეაქსანტინი მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტურ როლს ასრულებენ ნორმალურ მხედველობაში.
მიკროწყალმცენარეების ექსტრაქტიდან მიღებული DHA (დოკოზაჰექსანის მჟავა)
დოკოზაჰექსანის მჟავა (DHA) არის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა, რომელსაც შეიცავს ზღვის პროდუქტის უმრავლესობა. იგი წარმოადგენს ტვინის უჯრედების ძირითდ კომპონენტს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბადურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის და გამოსახულების კარგი ხარისხისათვის.
ტოკოტრიენოლები
ტოკოტრიენოლები წარმოადგენენ ბუნებრივ, ცხიმში ხსნად ვიტამინებს. ტოკოტრიენოლებს გააჩნიათ ანტიანგიოგენური და ნეიროპროტექტორული მოქმედება, გარდა ამისა 40-60ჯერ უფრო ძლიერი ანტიოქსიდანტები არიან ვიდრე ვიტამინი E.
ვიტამინი С და ვიტამინი Е
ვიტამინი С და ვიტამინი Е ძლიერი ანტიოქსიდანტები არიან, რომლებიც ეფქტურად ებრძვიან ბადურას ქსოვილის დაბერების პროცესს.
თუთია და სპილენძი
თუთიასა და სპილენძს გააჩნიათ ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება. ეს ელემენტები მონაწილეობენ ბადურაზე მიმდინარე ფერმენტულ რეაქციებში და მნიშვნელოვნად აფერხებენ ასაკობრივი დეგენერაციის განვითარებას. თუთია ასევე მოქმედებს როგორც კატალიზატორი - აძლიერებს С და Е ვიტამინების მოქმედებას.
შემადგენლობა | ერთ კაფსულაში | % RDA X 1 კაფს. |
---|---|---|
წყალმცენარეების ექსტრაქტი | 570,00 მგ | |
DHA | 200,00 მგ | |
ვიტამინი C | 70,00 მგ | 87.5% |
ტოკოტრიენოლი | 15,50 მგ | |
ვიტამინი E | 10,00 მგ αTE | 83.3% |
თუთია | 22,50 მგ | 225% |
სპილენძი | 1,00 მგ | 100% |
კალენდულას ფოთლები | 70,00 მგ | |
ლუთეინი | 10,00 მგ | |
ზეაქსანტინი | 2,00 მგ |
მაკულაიფი პირველი ოფთალმოლოგიური საშუალებაა, რომელიც შეიცავს მიკროწყალმცენარეებიდან ექსტრაქციის გზით მიღებულ DHA ომეგა 3-ს.
დოკოზაჰექსანის მჟავას ბუნებრივ წყაროს წარმოადგენენ პლანქტონის შემადგენლობაში შემავალი ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები. თევზი, რომელიც ამგვარი წყალმცენარეებით იკვებება, DHA ომეგა 3-ის მეორადი წყაროა, რაც შემდგომ დამუშავებას საჭიროებს. მაკულაიფის შემადგენლობაში შემავალი DHA მიიღება პირველწყაროდან, სუფთა წყალმცენარეებიდან (Schizochytrium sp.), ექსტრაქციის გზით:
• წყალმცენარეებიდან მიღებული DHA –ომეგა 3 ბუნებრივია, არ არის დამუშავებული;
• სუფთა ბუნებრივი წყალმცენარეების ექსტრაქტი: მიკროწყალმცენარეებს (Schizochytrium) ზრდიან სტერილურ და კონტროლირებად გარემოში, ამიტომ მათში არ არის ისეთი ნივთიერებები, როგორებიცაა მძიმე მეტალები, დიოქსინები და/ან გარემოს სხვა დამაბინძურებლები
• შეიწოვება უკეთესად: მისი ქიმიური სტრუქტურიდან გამომდინრე მაღალი ბიოშეღწევადობა აქვს.
Schizochytrium ექსტრაქტი DHA ომეგა -3-ის მუდმივად განახლებადი და ამოუწურავი წყაროა.
მიღების წესები და დოზები
გამოყენების წესი
რეკომენდებულია დღეში 1 კაფსულის მიღება ჭამის შემდეგ , დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
ინგრედიენტები:
წყალმცენარეების (Schizochytrium sp) ზეთის ექსტრაქტი , რომელიც შეიცავს 35% სუფთა DHA ომეგა-3-ს, ტოკოტრიენოლი, რომელიც პალმის ზეთში 50%-ია, კალენდულას ყვავილები(Tagetes erecta, მალტოდექსტრინი) რომელშიც 20%-მდე ლუთეინი და 10%-მდე ზეაქსანტინი, ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა), ვიტამინი E (D-ალფა-ტოკოფეროლი) რომელიც მზესუმზირის ზეთსა და სოიოშია, შემავსებლები: მზესუმზირის ზეთი, სოიოს ლეციტინი, როზმარინის ეთერზეთი, ტოკოფეროლი, ასკორბინის პალმიტატი. საკვები ჟელატინი, თუთიის გლუკონატი, გასამკვრივებელი ნივთიერება - გლიცერინი, გამასქელებელი - გლიცერილმონოსტეარატი, ემულგატორი - სოიოს ლეციტინი (სოიოს ზეთში სოიოს გლიცინი), პოლიგლიცერინის ოლეატი, სპილენძის გლუკონატი, საღებავები E 171 – E 172.
განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება არ შეიძლება. პრეპარატი გამოიყენება როგორც მრავალფეროვანი, დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ნაწილი.
შენახვის პირობები და ვადები
იხილეთ შეფუთვაზე
ინახება არაუმეტეს 25 ° C ტემპერატურის პირობებში,სინათლისა და ნესტისაგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ სამ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.