Plasmon
მაგნიუმ B6 ბენე / Magnium B6 Bene

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Bene pharm
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი N60
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

1 ტაბლეტის შემადგენლობა:
მაგნიუმის ლაქტატი 470 მგ, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ვიტამინი B6) 5მგ.

მოქმედება:
მაგნიუმ B6 ინიშნება მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული სიმპტომების დროს. მაგნიუმის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს რიგი სიმპტომები ან მათი ერთობლიობა: ნევროზი, გაღიზიანებადობა, განგაშის შეგრძნება, დაღლილობის შეგრძნება, ძილის დარღვევა, კუნთების ტკივილი და სპაზმი.

მაგნიუმი და ვიტამინი B6 ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას, ხელს უწყობს ენერგიის ნორმალურ მეტაბოლიზმს, ჯანმრთელი კბილებისა და ძვლების შენარჩუნებას, ასევე ნერვული სისტემის, კუნთების და ფსიქოლოგიური ფუნქციების ნორმალურ მუშაობას.

დოზირება და მიღების წესი: მოზრდილები და ბავშვები 14 წლიდან: მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს ან ცივ სასმელთან ერთად.

სიფრთხილის ზომები: არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას. ორსულობისა და ლაქტაციის დროს მიღებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. საკვები დანამატები არ ცვლის სრულფასოვან, ბალანსირებულ დიეტას.

დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა 90 მგ, მაგნიუმის სტეარატი 24 მგ, ჰიდროქსიმეთილცელულოზა 10 მგ.

ინახება მშრალ, გრილ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. მოარიდეთ ბავშვებს.

არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, არომატიზატორებს, კონსერვანტებს, მარილს, შაქარს, გლუტენს, ლაქტოზას, თხილს, თევზი

სად შევიძინოთ?