მაკროპეგი / MacroPEG
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): macrogol
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → საფაღარათო საშუალებები
- მწარმოებელი კომპანია: SIIT HFS Liquid S.r.l
- მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
- გამოშვების ფორმა: ქილა 100 გრამიანი ფხვნილი
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:
Macrogol 3350 (100 გრ.)
წარმოადგენს პრეპარატს საფაღარათო ეფექტით, რეკომენდებულია ქრონიკული ფუნქციური შეკრულობის და ნაწლავების არარეგულარული მოქმედების დროს.
მაკროპეგის მოქმედებით რბილდება და იზრდება ნაწლავის შიგთავსის მოცულობა, რაც ახდენს პერესტალტიკის აქტივაციას ისე, რომ არ იწვევს ნაწლავების ლორწოვანის გაღიზიანებას. რადგან ის არ განიცდის ფერმენტაციას და არ აბსორბირდება ნაწლავებიდან მის გამოყენებას არ ახლავს მოვლითი ტკივილი მუცლის მიდამოში. გამოიყოფა შეუცვლელი ფეკალურ მასასთან ერთად
ჩვენება:
ქრონიკული ფუნქციური ყაბზობა და არარეგულარული დეფეკაცია.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება : მაკროგოლი 3350.
დამხმარე ნივთიერება:
სილიციუმის დიოქსიდი, არომატიზატორი, ნატრიუმის სახარინი.
არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას.
დოზირება:
იდეალური დღეღამური დოზა ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის უნდა განისაზღვროს ბავშვის წონის , შეკრულობის სიმძიმის და მკურნალობაზე რეაქციის მიხედვით (საშუალოდ 0,8 გრ/კგ წონაზე)
5-7 კგ 2 საზომი კოვზი (4 გრ)
7-9 კგ 3 საზომი კოვზი (6 გრ)
9-12 კგ 4 საზომი კოვზი (8 გრ)
12-15 კგ 5 საზომი კოვზი; (10 გრ)
15-18 კგ 6 საზომი კოვზი; (12 გრ )
18-20 კგ 7 საზომი კოვზი; (14 გრ.= 7)
20კგ -ზე ზემოთ 15 საზომი კოვზი. (30 გრ)
პრეპარატს თან ახლავს მზომი კოვზი , რომლის:
პირველი ხაზი შეესაბამება 0,5 გრ.
მეორე - 1 გრ. ხოლო
ბოლო საზღვარი კი 2 გრ-ს.
2 გრ.ფხვნილის შესაბამისი წყლის ოდენობა არის 25 მლ.
მისაღები ხსნარი შეიძლება მომზადდეს წინასწარ და მიღებულ იქნეს დღის განმავლობაში წილადობრივად (2-3 მიღება), კვების დროს
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობის კურსის მინიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას. უფრო ხანგრძლივი მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ექიმის რეკომენდაციით.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა შემავალი კომპონენტების მიმართ
ნაწლავის ობსტრუქცია, სტენოზი
ნაწლავის პერფორაცია, ნაწლავის ანთებითი დაავადება
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზირების კორექცია საჭირო არ არის
გვერდითი ეფექტები:
ჩვეულებრივ გადაიტანება გვერდითი ეფექტების გარეშე.
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია, კუჭ-ნაწლავის დარღვევები: შებერილობა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, მსუბუქი დიარეა.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:
სხვა მედიკამენტების მიმართ არ გააჩნია არათავსებადობა, მაგრამ სასურველია პრეპარატების მიღებებს შორის დავიცვათ 2 საათიანი ინტერვალი.
შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.