Nuk
მალტოფერი ფოლი / Maltofer


რას წარმოადგენს მალტოფერი® ფოლიუმი საღეჭი ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება?
მალტოფერი ფოლიუმი საღეჭი ტაბლეტები წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს რკინას და ფოლიუმის მჟავას.  გამოიყენება რკინის დეფიციტის სამკურნალოდ და პრევენციისათვის ფოლიუმის მჟავის მიმართ მაღალი მოთხოვნილების შემთხვევაში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
რკინა არის ჰემოგლობინის, კუნთების წითელი პიგმენტების და რკინის შემცველი ფერმენტების  შემადგენელი აუცილებელი ძირითადი ელემენტი. ფოლიუმის მჟავა წარმოადგენს ნაყოფის განვითარებისათვის აუცილებელ ვიტამინს. ფოლიუმის მჟავას ნაკლებობა ორსულობის პირველ კვირეებში იწვევს ნაყოფში დეფექტის განვითარებას.
 
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?
ორსულობის და ლაქტაციის დროს, ასევე თუ პაციენტს სურს დაორსულება ყურადღება უნდა მიაქციოთ ვიტამინებისა და მინერალებით გაჯერებულ კვებას. მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტების მიღებამდე საჭიროა ექიმის მიერ ჩატარდეს სისხლის ანალიზი რკინისა და ჰემოგლობინის დეფიციტის დასადასტურებლად. თუ სისხლის ნაკლებობა არ არის გამოწვეული რკინის დეფიციტით, მაშინ მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტების გამოყენება არაეფექტურია. 
ექიმი რეგულარული ტესტებისა და სისხლის ანალიზის მეშვეობით შეამოწმებს მკურნალობის შედეგებს. ეს ნორმალურია და ხშირად ანალიზის ჩატარებამ არ უნდა შეგაშფოთოთ. თუ არ აღინიშნება გაუმჯობესება მკურნალობიდან 3 კვირის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მითითება დიაბეტიანი პაციენტებისათვის:L 1 მალტოფერი ფოლიუმი საღეჭი ტაბლეტი შეიცავს 0.03 პურის ერთეულს. 
 
არ შეიძლება მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტების მიღება
იშვიათი დაავადებისას, როდესაც აღინიშნება ქსოვილში რკინის დალექვა (ე.წ. რკინის შენახვის დაავადება), რკინის ათვისების დარღვევა (როდესაც სისხლის ნაკლებობა გამოწვეულია რკინის ათვისების დარღვევით) და სისხლის ნაკლებობისას, რომელიც არ არის გამოწვეული რკინის დეფიციტით.
ცნობილი აუტანლობის არსებობისას შემადგენელი ნივთიერებების მიმართ.
 
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტების მიღებისას
დანიშნულების მიხედვით გამოყენებისას არ არის საჭირო განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვა.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღინიშნება სხვა დაავადებები, ალერგია ან თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს (მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულსაც!), როგორიცაა მაგ., ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები.
 
მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტების გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ამ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის დროს, რადგან ამ დროს ვლინდება რკინის დეფიციტი და არსებობს ფოლიუმის მჟავას მიმართ გაზრდილი მოთხოვნილება. მაგრამ მალტოფერი ფოლიუმი საღეჭი ტაბლეტები, უნდა მიიღოთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ორსულობის პირველ ტრიმესტრში სწორი კვების შემთხვევაში ორგანიზმი ჩვეულებრივ იღებს რკინის საჭირო რაოდენობას. ბავშვის განვითარებისათვის რკინის მიმართ გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ექიმმა შესაძლოა დანიშნოს რკინის პრეპარატი.
 
მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტების გამოყენების წესი
მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტები შესაძლოა დაიღეჭოს ან გადაიყლაპოს მთლიანად და მიიღება ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ.
• რკინის დეფიციტის პრევენციისათვის და ლატენტური რკინის ნაკლებობის სამკურნალოდ ასევე ფოლიუმის მჟავას მაღალი მოთხოვნილების შემთხვევაში მიიღება: 1 საღეჭი ტაბლეტი დღეში 1-ჯერ.
• გამოხატული რკინის დეფიციტის სამკურნალოდ ასევე ფოლიუმის მჟავას მაღალი მოთხოვნილების დროს მიიღება: 1 საღეჭი ტაბლეტი 2-3 -ჯერ დღეში.
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის მოცულობაზე. თუ სისხლის პარამეტრები უბრუნდება კვლავ უბრუნდება ნორმას, მაშინ გრძელდება მკურნალობა დღეში 1 საღეჭი ტაბლეტით ორსულობის ბოლომდე რკინის გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და რკინის მარაგის შესავსებად.
მკურნალობის ზუსტ ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად ყოველი პაციენტისათვის.
დაიცავით ამ ინსტრუქციაში მოცემული ან ექიმის მიერ დანიშნული დოზირება. თუ ფიქრობთ, რომ ეს მედიკამენტი თქვენზე მოქმედებს ძლიერად ან პირიქით სუსტად, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
 
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტების გამოყენებისას
მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტების გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
საშუალოდ შესაძლოა გამოვლინდეს ყაბზობა, ფაღარათი, კუჭ-ნაწლავის გართულებები, ღებინება და გულისრევა ან თავის ტკივილები. 
ძალიან იშვიათად შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქციები (ასთმა, ჭინჭრის ცხელება), ასევე კანის ადგილობრივი რეაქციები (ქავილი, გამონაყარი).
ხშირად ვლინდება განავლის ფერის ცვლილება, რაც გამოწვეულია რკინის გამოყოფის შედეგად. იშვიათად აღინიშნა შარდის მუქად შეფერვა. კბილების მოსალოდნელი შეფერილობა უმნიშვნელო მოვლენაა და რევერსულია.
ეს გვერდითი ეფექტები უმეტესად ვლინდება სუსტად და ქრება მკურნალობის შემდეგ.
თუ შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
 
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
მედიკამენტი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25ºC).
დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ ექიმისაგან ან ფარმაცევტისაგან, რომლებიც ფლობენ დაწვრილებით სპეციალიზირებულ ინფორმაციას. 
 
რას შეიცავენ მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტები?
1 მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტი შეიცავს 100 მგ რკინას რკინის(III)-ჰიდროქსიდ-პოლიმალტოზას კომპლექსის სახით და  0.35მგ ფოლიუმის მჟავას, ციკლამატს, ვანილინს, არომატიზატორს და დამხმარე ნივთიერებებს.
46538 (სვისმედიკი).
 
სად შეიძლება მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტების მიღება?
შეფუთვის შემადგენლობა
მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტები გაიცემა აფთიაქებში ექიმის რეცეპტის გარეშე, შეფუთვა შეიცავს 30 და 100 საღეჭ ტაბლეტს.

 
 
სად შევიძინოთ?