Plasmon
მამა ლაიფი / Mama Life


შემადგენლობა:

1.Vit  B1(თიამინი)

3 mg

2.Vit B2(რიბოფლავინი)

2.1 mg

3.პანთოტენის მჟავა

5,5 mg

4.Vit D

10mcg

5.Magnesium

20 mg

6.Vit C

10 mg

7.Vit E

20 mg

8.Vit B3 ( ნიაცინი)

20 mg

9.Vit B6 (პირიდოქსინი)

10 mg

10.Vit B9 (ფოლის მჟავა)

400 mkg

11.Vit B12 (ციანკობალამინი)

9 mkg

12.რკინა

28 mg

13.თუთია

15 mg

ორსულთა და მეძუძურთა პოლივიტამინი.
მამა ლაიფი წარმოადგენს ყველაზე სრულყოფილ და უსაფრთხო პრენატალურ ფორმულას ორსულობის დაგეგმვისას, ან უკვე ორსულობის დადგომის შემთხვევაში, ძუძუთი კვების დასრულებამდე.  13 სიცოცხლისათვის აუცილებელი ვიტამინების, მაკრო და მიკროელემენტების შემცველი დაბალანსებული ფორმულა ითვალისწინებს და აკმაყოფილებს ბოლო დროის ყველა სამეცნიერო კვლევების და მიღწევების მონაცემებს.

მამა ლაიფი შეიცავს ვიტამინ B12 და ფოლის მჟავას ზუსტად იმ რაოდენობას, რაც საჭიროა ნაყოფის განვითარებისთვის. მამა ლაიფი სიფრთხილით არის შემუშავებული ექსპერტების მიერ, ყოველი ინგრედიენტის დონე არის ზომიერ ფარგლებში და არა ჭარბად და რაც მთავარია, ორსულებისთვის უსაფრთხო დონეზე.  ჯანდაცვის დეპარტამენტის მიხედვით, ქალებმა,  რომლებმაც დაგეგმეს ორსულობა, 12 კვირამდე უნდა მიიღონ 400 მკგ ფოლის მჟავა. თუმცა,  ფოლის მჟავა ასევე მნიშვნელოვანია ორსულობის 12 კვირის შემდეგაც, ვ ინაიდან იგი მონაწილეობს ნერვული მილის ჩამოყალიბებისა და უჯრედების გაყოფის პროცესში. 

განსხვავებით სხვა პრენატალური რკინის შემცველი პრეპარატებისაგან, მამა ლაიფი წარმოადგენს იდეალურ ფორმულას რკინის ზომიერი შემცველობით.  მამა ლაიფი ასევე მნიშვნელოვანია ლაქტაციის პერიოდში,  ვინაიდან ამ დროს დედის ორგანიზმის მარაგი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს განიცდის.  თუთიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება რძის გამომუშავებაში.  ხოლო ვიტამინი E კი ანტიოქსიდანტური მოქმედებით მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისათვის.

ჩვენება: ორსულობა ლაქტაციის პერიოდი.

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი: 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში. მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად.

გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა

სად შევიძინოთ?