Plasmon
მამავიტი / MAMAVIT


შემადგენლობა 

ბეტაკაროტინი – 3 მგ, ვიტამინ E – 30 მგ, ვიტამინ C – 120 მგ, ვიტამინ B1 – 1.6 მგ, ვიტამინ B2 - 1.8 მგ, ვიტამინ B6 – 2.5 მგ, ვიტამინ B12–3.5 მგ, ვიტამინ D3 – 10 მკგ; ბიოტინი - 150 მკგ, ნიაცინ - 20 მგ, ფოლის მჟავა - 400 მკგ, პანტოთენის მაჟავა - 6 მგ, კალციუმი - 162 მგ, ფოსფორი - 126 მგ, იოდი - 200 მგ, რკინა - 20 მგ, თუთია - 10 მგ, ცინკი - 10 მგ, მაგნიუმი - 100 მგ, სპილენძი - 2 მგ, ქრომი - 25 მკგ, მოლიბდენი - 25 მკგ, სელენი - 50 მკგ, მანგანუმი - 2 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მამავიტი წარმოადგენს ვიტამინების და მინერალების უნიკალურ ოპტიმალურ კომბინაციას, რომელსაც საჭიროებს დედის ორგანიზმი ორსულობისთვის მოსამზადებელ, მთელი ორსულობის და ლაქტაციის განმავლობაში. 
ფოლიუმის მჟავა და ვიტამინები B12, B2, C, E, D, A განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაყოფის განვითარებისთვის, ვინაიდან ამცირებენ ნაყოფის ნერვული ღეროს განვითარების პათოლოგიებს. ფოლიუმის მჟავა ამცირებს თანდაყოლილი მანკის განვითარების და ნაადრევი მშობიარობის რისკს, ამცირებს მშობიარობისშემდგომი დეპრესიის განვითარების ალბათობას.
ვიტამინ A წარმოდგენილია ბეტა-კაროტინის სახით, რომელიც დედის ორგანიზმში საჭიროების შემთხვევაში გარდაიქმნება A ვიტამინად, შესაბამისად, ამ ვიტამინის დოზის გადაჭარბების და ტერატოგენული მოქმედების რისკი არ არსებობს.
ვიტამინი E და სელენი უზრუნველოყოფს ორგანიზმის დაცვას თავისუფალი რადიკალებისგან.Aგარდა ამისა, ვიტამინ E აქტიურ მონაწილეობას იღებს პლაცენტის ჩამოყალიბებაში.
კალციუმი და ფოსფორი წარმოდგენილია ოპტიმალური დოზით, რომელიც აუცილებელია ძვლებისა და კბილების შენებისთვის. სისხლში ამ მინერალების შემცველობა სტანდარტულ მაჩვენებელთან შედარებით დაბალია ნორმალური კვებითი რეჟიმის დროსაც კი, განსაკუთრებით, ორსულებსა და მეძუძურ ქალებში.
მიკროელემენტი იოდი უზრუნველყოფს ენდოკრინული სისტემის, მათ შორის, ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ცინკის ოპტიმალური შემცველობა ასევე მნიშვნელოვანია ორსულთათვის. ცინკი ამცირებს უშვილობის, ასევე პირველ ტრიმესტრში თვითნებური აბორტის რისკს.
რკინა არის ელემენტი, რომლის საჭიროებაც განსაკუთრებით იზრდება ორსულობის ბოლო ტრიმესტრში. 
მაგნიუმი აუცილებელია სპაზმის პრევენციისთვის, ახდენს მიომეტრიუმის ტონუსის ნორმალიზაციას, აუმჯობესებს ორსულის ფსიქოემოციურ მდგომარებას, ასევე ნერვული და სისხლის მიმოქცევის სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ჩვენებები
• ორსულობისთვის მზადების პერიოდი
• ორსულთა ტოქსიკოზები
• ორსულებში ანემიის პროფილაქტიკა და მკურნალობა
• ნაყოფის განვითარების თანდაყოლილი მანკების პროფილაქტიკა, რაც განპირობებულია ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით
• ავიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულებსა და მეძუძურებში

მიღების წესები და დოზები
მამავიტი მიიღება 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. სასურველია, მამავიტის რეგულარულად განსაზღვრულ დროს მიღება, მაგ. საუზმის დროს.

უკუჩვენება
მომატებული ინდივიდულაური მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
მამავიტთან ერთად არ არის რეკომენდირებული დამატებით სხვა ვიტამინის მიღება. შეინახეთ მშრალ, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას 15-25°C ტემპერატურაზე.

სად შევიძინოთ?