მანაე ცის მანოზა / MANHAE CYS MANNOSE
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: VITAVEA, IRB – Laboratories Nutrisante
- მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი
- გამოშვების ფორმა: სტიკი N10
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

საშარდე გზების ინფექციებისას, დისკომფორტის დროს გამოიყენება 15 წლიდან
ალუბლის გემოთი
2 სტიკის შემადგენლობა:
D-მანოზა 4000 მგ, ჰიბისკუსის ექსტრაქტი 400 მგ, პროპოლისის ექსტრაქტი 200 მგ.
საშარდე გზების ინფექციები შეიძლება აწუხებდეს ყოველ მეორე ქალს სიცოცხლის განმავლობაში ნებისმიერ ასაკში. არასაკმარისი დატენიანება, სინთეზური მასალისგან დამზადებული ტანსაცმელი, საცვლები ან ჰორმონალური ცვლილება შეიძლება დისკომფორტის მიზეზი გახდეს. მანაე ცის მანოზა აერთიანებს 3 აქტიურ ინგრედიენტს, რომლებიც აძლიერებს ერთმანეთის მოქმედებას.
გამოყენების წესი:
მიიღება 2 სტიკი დღეში 5 დღის განმავლობაში
ერთი სტიკის შიგთავსი გახსენით ჭიქა წყალში. შარდვის გასაადვილებლად რეკომენდებულია დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყლის დალევა.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას.
წარმოადგენს ჯანსაღი, ბალანსირებული დიეტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ნაწილს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.