Plasmon
მარსიანჩიკი სიროფი / Martians Syrup


შემადგენლობა
1 საზომი კოვზი (5 მლ) შეიცავს:
ვიტამინი A 120,0 მკგ ფოლიუმის მჟავა  50,0 მკგ 
ვიტამინი B1 0,5 მგ   ბიოტინი  20,0 მკგ
ვიტამინი B2 0,8 მგ   პარაამინობენზოისმჟავა  50 მკგ
ვიტამინი B3 9,0 მგ     თუთია 4,0 მგ
ვიტამინი B5 3,0 მგ  იოდი  70,0 მკგ
ვიტამინი B6 0,7 მგ   ლიზინი 10,0 მგ
ვიტამინი B12 0,7 მკგ   ბიოფლავანოიდების კომპლექსი 9 მგ
ვიტამინი C 25,0 მგ   ბეტა-გლუკანი 10 მგ
ვიტამინი D3 1,5 მკგ ასკილის ექსტრაქტი 5,0 მგ
ვიტამინი E 5,0 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბეტა-გლუკანი, ბიოფლავანოიდები – უნიკალური და სრულიად უსაფრთხო ბუნებრივი კომპონენტებია, რომელიც ასტიმულირებს იმუნურ უჯრედებს და ხელს უწყობს უჯრედული იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების დროს. 

თუთია წარმოადგენს 200-ზე მეტი ფერმენტის კოფაქტორს და ასევე ხასიათდება ძლიერი იმუნომოდულაციური თვისებით. თუთიას აქვს გამოხატული ძლიერი ანტიოქსიდაციური და ანთებისსაწინააღმდეგო თვისება. კომბინაციაში C ვიტამინთან და ფლავანოიდებთან, წარმოადგენს ძლიერ ბარიერს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისგან.

პოლივიტამინები და მინერალები: მარსიანჩიკში შემავალი პოლივიტამინური კომპლექსის დოზები იდეალურადაა დაბალანსებული. მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები და მინერალები აუცილებელია ბავშვის ზრდა-განვითარებისათვის. D ვიტამინი აუცილებელია ძვლის ნორმალური ჩამოყალიბებისთვის. B ვიტამინების ჯგუფი ფოლიუმის მჟავასთან ერთად მონაწილეობს უჯრედის გაყოფისა და ქსოვილების ფორმირების პროცესში.  ვიტამინი A შეუცვლელია მხედველობის, კანის და ლორწოვანი გარსის დაცვითი ფუნქციების უზრუნველყოფისთვის.

ჩვენებები
- ჰიპო და ავიტამინოზების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- ვირუსული და ინფექციური დაავადების შემდგომი რეაბილიტაცია;
- ვირუსული და ინფექციური დაავადების პროფილაქტიკა;
- კომპლექსურ თერაპიაში (ანტიბიოტიკებთან, ანტივირუსულ და ანტიფუნგალურ საშუალებებთან);
- უმადობა;
- ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხება;

დოზირება
1-3 წელი: 5 მლ. 1-ჯერ დღეში;
3 წლიდან: 5 მლ. 2-ჯერ დღეში;
მიღების ხანგრძლივობა 1-2 თვე. 

გამოშვების ფორმა
ფლაკონი 150 მლ. მუყაოს კოლოფში, კომპლექტში მოყვება საზომი კოვზი.


სად შევიძინოთ?