Plasmon
მეგა ბ 500 სრ / MEGA B 500 SR


შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები: 
 B1 (თიამინის ნიტრატი) - 250მგ.
 B2 (რიბოფლავინი) - 15მგ.
 B6 (პიროქსიდინი) - 200მგ.
 B9 (ფოლიუმის მჟავა) - 500 მკგ.
 B12 (ციანკობალამინი) - 250 მკგ. 
დამატებითი ნივთიერებები: 
ცელულოზა, დიკალციუმფოსფატი, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) ადამიანის ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. თიამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. აქტიურად მონაწილეობს სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესებში, განსუკუთრებული მნიშვნელობა აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციების, გულის და ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობის უზრუნველსაყოფად. ვიტამინ B1 – ის დეფიციტი იწვევს რძემჟავის და პიროყურძნის მჟავის დაგროვებას, რის შედეგად შესაძლებელია პოლინევრიტების, ბერი-ბერის, ვერნიკეს ენცეფალოპათიის და კორსაკოვის სინდრომის, პოლინევროპათიის განვითარება. 
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)წარმოადგენს უჯრედოვანი სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების უმნიშვნელოვანეს კატალიზატორს. რიბოფლავინი, არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, ჰემოგლობინის სინთეზში, ხელს უწყობს ქსოვილების (მ.შ. კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს, უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას. 
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ფოსფორილირებული ფორმით წარმოადგენს კოფერმენტს ამინომჟავების მეტაბოლიზმში (მათ შორის, დეკაბოქსილირება, გადაამინირება). მონაწილეობს შემდეგი ნეირომედიატორების ბიოსინთეზში: დოპამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, სეროტონინი, ჰისტამინი და GABA. ვიტამინ B6- ის დეფიციტი შესაძლებელია საკვებთან მისი არასაკმარისი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, ნაწლავებში შეწოვის დარღვევის შემთხვევაში, ისეთი წამლების მიღებისას, რომლებიც მის ანტაგონისტებს წარმოადგენენ, სხივური თერაპიის დროს. დეფიციტის სიმპტომებია სებორეის მსგავსი დაზიანება თვალების, ცხვირის ირგვლივ, გლოსიტი, სტომატიტი, პერიფერიული ნევრიტი, კრუნჩხვები (GABA - ს დაბალი კონცენტრაციის გამო), ძალიან იშვიათად – ანემია. 
ვიტამინი B9 (ფოლის მჟავა) აუცილებელია ქსოვილების ზრდის, განვითარების და პროლიფერაციის პროცესების ნორმალური მიმდინარეობისათვის, კერძოდ, ჰემოპოეზის და ემბრიოგენეზისათვის, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას. ასტიმულირებს მარილმჟავის გამომუშავებას კუჭში. ორსული ქალის ორგანიზმში დაბალი შემცველობის შემთხვევაში არ არის გამორიცხული მუცლის მოშლის, დღენაკლული ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა და სხვა. გამოიყენება მეგალობლასტური ანემიის, ქრონიკული გასტროენტერიტის და პოსტრეზექციული ანემიის დროს, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში და სხვა. 
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი)აუცილებელია ნორმალური სისხლმბადი ფუნქციისათვის და ერითროციტების მომწიფებისათვის, მონაწილეობს რიგ ბიოქიმიურ რეაქციებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის ცხოველმყოფელობას – მეთილის ჯგუფების გადატანაში, ნუკლეინის მჟავების, ცილის სინთეზში, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ლიპიდების ცვლაში. გავლენას ახდენს პროცესებზე ნერვულ სისტემაში (დნმ-ის, რნმ-ის, მიელინის სინთეზი, ცერებროზიდების და ფოსფოლიპიდების ლიპიდური შემადგენლობა). ციანოკობალამინის კოფერმენტული ფორმები – მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი _ აუცილებელია უჯრედების რეპლიკაციისა და ზრდისათვის. ვიტამინ B12- ის დეფიციტი ვლინდება სიმპტომებით სისხლმბადი და ნერვული სისტემის მხრივ. ჰემოპოეზი არაეფექტური ხდება, ამასთან ერითროპოეზი ხდება მეგალობლასტური, ხოლო მძიმე შემთხვევებში ვითარდება პანციტოპენია. ნერვული სისტემის მხრივ შესაძლებელია განვითარდეს შეუქცევი დაზიანებები – დემიელინიზაცია, ნეირონების კვდომა ზურგის ტვინსა და თავის ტვინის ქერქში, რაც ვლინდება პარესთეზიებით კიდურებში, არამყარი სიარულით, ზოგიერთი რეფლექსების დარღვევით და ბოლო სტადიაში – ფსიქიური დარღვევებით, ჰალუცინაციებით, ხასიათის ცვალებადობით, მეხსიერების, მხედველობის დაკარგვით და ფსიქოზით.

ჩვენებები
- ნერვული სისტემის სხადასხვა გენეზის დაავადებები: პერიფერიული ნევრიტები და პოლინევრიტები, ნევრალგია, პერიფერიული პარეზები და დამბლები, რადიკულიტები, ლუმბაგო, პლექსიტები, ნეკნთაშუა ნევრალგია, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, ბავშთა ცერებრალური დამბლა, პერიფერიული ნერვების ტრავმები, ენცეფალოპათია, მათ შორის დიაბეტური, ალკოჰოლური;
- იზონიაზიდური რიგის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიბიოტიკების, სხივური და ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა და კორექცია;
- სხვადასხვა გენეზის ანემია;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი;
- კანის დაავადებები: ეგზემა და ნევროგენული წარმოშობის დერმატოზები, დერმატიტები და ნეიროდერმიტები, ფსორიაზი;
- სახსრების დაავადებები: ართრიტი, ოსტეოართროზი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი და სხვა.
- ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის კომპლექსური მკურნალობა;
- ორსულთა ტოქსიკოზები;
- თვალის დაავადებების კომპლექსური მკურნალობა: ჰემერალოპია, კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანის წყლული;

მიღების წესები და დოზები
მეგა ბ 500 სრ მიიღება შიგნით ჭამის დროს 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, კანის ქავილი.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. 
განსაკუთრებული მითითებები: 
გასათვალისწინებელია, რომ მეგა ბ 500 სრ –ის მიღებისას შესაძლებელია შარდის შეფერადება ყვითელ ფერად, რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით.

განსაკუთრებული მითითებები
არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზირებას, ქალბატონებმა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა პრეპარატის მიღებამდე უნდა გაიარონ ექიმის კონსულტაცია.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.

სად შევიძინოთ?