აქტიური მოქმედი ნივთიერება:
მელატონინი - 3 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კალციუმის ჰიდროფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი
შემოგარსვა:
ტალკი, შელაკი, იზოპროპანოლი
აღწერილობა:
თეთრი ან მოთეთრო-მოყვითალო ელფერის მქონე მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეზე გამყოფი ნაზოლით.
წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონის სინთეზურ ანალოგს. აწესრიგებს ცირკადულ რითმებს. არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ციკლს, ლოკომოტორული აქტივობის და სხეულის ტემპერატურის სადღეღამისო ცვლილებებს. ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრიგებას (აჩქარებს ჩაძინებას, აუჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს ღამის გამოღვიძებების რაოდენობას, აუმჯობესებს გუნება-განწყობას დილით გაღვიძების შემდეგ, გამოღვიძებისას არ იწვევს უხალისობას, დაღლილობას, ტეხვის შეგრძნებას, სიზმრები ხდება უფრო ნათელი და ემოციურად გაჯერებული).
ამცირებს სტრესულ რეაქციებს, ორგანიზმი ადვილად ადაპტირდება საათობრივი ზონების სწრაფ ცვლილებებზე. ამჟღავნებს იმუნომასტიმულირებელ და გამოხატულ ანტიოქსიდანტურ თვისებებს.
აფერხებს გონადოტროპინების სეკრეციას, უფრო მცირე ხარისხით – ადენოჰიპოფიზის სხვა ჰორმონების – კორტიკოტროპინის, თირეოტროპინის და სომატოტროპინის სეკრეციას. არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას.
შიგნით მიღებისას სწრაფად და მთლიანად შეიწოვება, ადვილად აღწევს ჰისტოჰემატურ ბარიერში, ჰემატოენცეფალური ბარიერის ჩათვლით. აქვს ნაწილობრივად გამოყოფის მცირე პერიოდი.
- როგორც საძილე საშუალება;
- როგორც ადაპტოგენი ბიოლოგიური რითმების ნორმალიზაციის მიზნით;
შიგნით მისაღებად. მოზრდილებში 1/2-1 ტაბლეტი დღეში ერთხელ დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე.
როგორც ადაპტოგენი საათობრივი სარტყელის ცვლისას: ფრენამდე 1 დღით ადრე და შემდეგი 2-5 დღის განმავლობაში 1 ტაბლეტი დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის დღეში 2 ტაბლეტი.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტების მიმართ, გამოყენების პირველ კვირას შეშუპება. თავის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, დიარეა, დილით მძინარობა.
ჰიპერმგრძნობელობა, თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა, ავტოიმუნური დაავადებები, ლეიკოზი, ლიმფომა. ალერგიული რეაქციები, ლიმფოგრანულომატოზი, მიელომა, ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის არიდება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და პოტენციურად საშიში საქმით დაკავება, რომლებიც მოიოთხოვენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს. ქალები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ინფორმირებული უნდა იყვნენ პრეპარატში სუსტად გამოხატული კონტრაცეპტული მოქმედების არსებობის შესახებ. საჭიროა მკვეთრი სინათლის პირდაპირი ზემოქმედებისგან თავის არიდება.
შემთხვევითი ჭარბი დოზის დროს: კუჭის ამორეცხვა, სიპმტომური თერაპია. გვერდითი ეფექტების განვითარების გაძლიერება.
აძლიერებს ცენტრალური ნერვული სისტემის და ბეტა ბლოკატორების დამთრგუნველი პრეპარატების ეფექტს. არ არის რეკომენდებული ჰორმონალურ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება.
შეუთავსებელია მაო-ს ინჰიბიტორებთან, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან და ციკლოსპორინებთან.
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 10-30oC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
4 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაიცემა ურეცეპტოდ.