Plasmon
მემორტაბი N / MEMORTAB N


შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს შემდეგი მცენარეების ექსტრაქტს: ბაკოპა (Bacopa monnieri) – 250 მგ; ხვართქლა (Convolvulus pluricaulis) – 125 მგ; ვითანია (Withania somnifera) – 50 მგ; ნარდი (Nardostachys jatamansi) – 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, აეროსილი, ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ბრონოპოლი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოვიდონი, ბრონოპოლი, ჟელატინი, საღებავები: Brilliant Blue (E 133), Tartrazine (E 102), ტიტანის დიოქსიდი (E 171).
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: 
მყარი ჟელატინის კაფსულები მწვანე ფერის კორპუსითა და თავსახურით, შევსებული მოყავისფრო ფხვნილით;

ფარმაკოლოგიური თვისებები
მემორტაბი N წარმოადგენს კომბინირებულ მცენარეულ პარასამკურნალო საშუალებას, რომლის თერაპიული ეფექტი ორგანიზმზე განპირობებულია მასში შემავალი აქტიური ინგრედიენტების ფარმაკოლოგიური თვისებებით. პრეპარატი შეიცავს მცენარეების მშრალ ექსტრაქტებს, რომელთაც გააჩნიათ შემდეგი თვისებები: 
Bacopa monnieri - ს ექსტრაქტი აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს ქოლინერგული და გაემ-ერგული ნეიროგადაცემის მოდულაციის გზით. აძლიერებს საფეთქლის წილის კორტიკალური მუსკარინული და ქოლინერგული რეცეპტორების აქტივობას. გააჩნია ანქსიოლიზური, დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური თვისებები. Bacopa monnieri - ს შემადგენლობაში შემავალ A და B ბაკოზიდებს გააჩნიათ კოგნიტური თვისებების გამაძლიერებელი ეფექტი.
Convolvulus pluricaulis - ის ექსტრაქტი ზრდის თავის ტვინში ნეიროპეპტიდების სინთეზს. სისხლის პლაზმაში ამცირებს ქოლესტეროლის, ტრიგლიცერიდების და ფოსფოლიპიდების დონეს, აძლიერებს დამახსოვრების უნარს.
Withania somnifera - ს ექსტრაქტს გააჩნია ანტისტრესული, ადაპტოგენური და ნერვული სისტემის მასტიმულირებელი მოქმედება.
Nardostachys jatamansi - ს ექსტრაქტს ახასიათებს სედაციური მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. გამოიყენება უძილობის, მოუსვენრობის დროს, ასევე ნევროლოგიური დარღვევებისას.

ჩვენებები
• მეხსიერების დაქვეითება;
• ასაკთან დაკავშირებული დემენცია;
• გონებრივი გადაღლა;
• სტრესი.

მიღების წესები და დოზები
მემორტაბი N მიიღება პერორალურად. 
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზევით მიიღება თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში. 
შესაძლებელია დოზის კორექცია ექიმის დანიშნულებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ და შეადგენს საშუალოდ 1-3 თვეს.

გვერდითი მოვლენები
მითითებული დოზირების დაცვის შემთხვევაში გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
- ორსულობა;
- ლაქტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევებზე მონაცემები არ არსებობს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?