მენოკომფორტი / Menocomfort
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Nutrisanté Laboratories
- მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი
- გამოშვების ფორმა: კაფსულა #30
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
3.1 მგ ბეტაკაროტინი;
12 მგ ვიტამინი E;
100 მკგ ვიტამინი B9;
5.7 მგ რკინა;
5 მგ თუთია;
170 მგ ციტრუსის ექსტრაქტი;
85 მგ ფლავანოიდები;
135 მგ ბორაგოს ზეთი;
54 მგ გამა ლინოლენის მჟავა;
125 მგ თევზის ქონი;
87 მგ ომეგა 3;
41.5 მგ EPA;
30.6 მგ DHA;
14 მგ ფოსფოლიპიდები.
ჩვენებები:
ვეგეტო-სიხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევები პრე-, მენო- და პოსტმენოპაუზურ პერიოდში: სიმხურვალის შეგრძნება, გაძლიერებული ოფლიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მომატებული გაღიზიანებადობა, ხასიათის ლაბილობა, ძილის დარღვევები, გულისცემის გაძლიერება.
დოზირება და მიღების წესი:
1 კაფსულა ერთხელ დღეში, ჭამის დროს.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 4 თვე.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
გარეგნული სახე და შეფუთვა:
შეფუთვაშია #30 კაფსულა 15 კაფსულა ბლისტერზე, 2 ბლისტერი კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტის გარეშე.