შემადგენლობა:
მენოლითინის 1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: კრაზანას სტანდარტიზირებული მშრალი ექსტრაქტი (Hipericunperforatum L. herbaeextr)100 მგ, 400მგ საწყისი სუბსტანცია (4:1) ველური დიოსკორეის ფესვების მშრალი ექსტრაქტი (Dioscoreavillosa, Dioscoreatrifida L radix) 75 მგ, სრანდარტიზებული (10 %) 7,5 მგ საწყისი ნივთიერების შემცველობით, სელის თესლის მშრალი ექსტრაქტი (Linimusitatissimum) 25 მგ, სტანდარტიზებული (10:1) 250მგ მცენარეული სუბსტანციის შემცველობით, ციმიციფუგას ფესვების მშრალი ექსტრაქტი (Cimicifuguracemosarhizoma) 2.5 მგ, სტანდარტიზებული (6-7:1 ) 17,5 მგ მცენარეული სუბსტანციის შემცველობით.
დამხმარე ნივთიერებები : მაგნიუმის სტეარატისა და სილიციუმის დიოქსიდის ანტიკომბოვალენტები, ცელულოზას მიკროკრისტალური შემავსებელი.
გამოყენების ჩვენებები:
კრაზანა - სამკურნალო მცენარე, რომელიც შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს (მთრიმლავი ნივთიერებების, ფლავანოიდების, ეთერზეთების, საპონინების, კაროტინისა და ასკორბინის მჟავის ჩათვლით). აღნიშნული სამკურნალო მცენარის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები, განაპირობებენ მის ანქსიოლიტიკურ და ანტიდეპრესანტულ აქტივობას, რის შედეგადაც ხსნის ფსიქოემოციურ დათრგუნვასა და აპათიას. კრაზანას ბალახს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, შემბოჭველი და ანტიმიკრობული მოქმდება.
ველური დიოსკორეა პროგესტერონისა და კორტიზოლის ბუნებრივი წყაროა, აღადგენს ჰორმონალურ ბალანსს, თავიდან გვაცილებს კლიმაქტერულ და პოსტმენოპაუზურ სიმპტომთა გამოვლენას; ხელს უწყობს ყვითელი სხეულის განვითარებას, აფერხებს ენდომეტრიოზისთვის და საშვილოსნოს და სარძევე ჯირკვლის ზოგიერთი სიმსივნისთვის დამახასიათებელ ესტროგენების ჭარბ სინთეზს, ავლენს სისხლძარღვთა გამაფართოებელ ეფექტს, ამცირებს პრემენსტრუალური სინდრომისთვის დამახასიათებელ სპაზმს, ტკივილსა და კრუნჩხვებს; არეგულირებს არტერიულ წნევას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, აუმჯობესებს ძილს; არეგულირებს კორონარულ სისხლმომარაგებას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ააქტიურებს მეტაბოლურ პროცესებს მიოკარდიუმში, აფერხებს სასქესო ორგანოებისა და ძვალსახსროვანი სისტემის ინვოლუციურ და დეგენერაციულ პროცესებს (მათ შორის ოსტეოპოროზს).
ციმიციფუგის ფესვები შეიცავს ტრიტერპენული ჯგუფის გლიკოზიდებს, ფლავანოიდურ ნაერთებს, არომატულ მჟავებს, ფიტოსტერინებს (ჰორმონების მცენარეული ანალოგები) და სხვა ნივთიერებებს. ციმიციფუგის ექსტრაქტს აქვს ფოტოესტროგენული ეფექტი, დადებითად მოქმედებს კლიმაქტერულ პერიოდთან დაკავშირებულ ესტროგენდეფიციტის მქონე ქალების ჯანმრთელობაზე. დიოსკორეას ექსტრაქტი ააქტიურებს ციმიციფუგის მოქმედებას, ავსებს პრეპარატის ბიოლოგიური აქტივობის სპექტრს.
მენოლითინი რეკომენდებულია საკვები დანამატის სახით, როგორც დამხმარე საშუალება: პრე და პოსტმენოპაუზური მდგომარეობის შემსუბუქებისთვის, რომლებსაც თან ახლავს დისკომფორტი მკერდის არეში, ღამის წამოხურებები, თავის ტკივილი, შფოთვა, გაღიზიანებადობა, განწყობის სწრაფი ცვლა, დეპრესია, ძილის დარღვევა და გაუარესება; ქალებში ჰორმონალური დარღვევების პრევენციის მიზნით.
უკუჩვენებები:
შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.
დოზირების რეჟიმი:
1 კაფსულა 2 ჯერ დღეში, 1/2 ჭიქა წყალთან ერთად.
განსაკუთრებული მითითებები: დიეტური დანამატი ბავშვებში არ გამოიყენება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე სინათლისა და ნესტისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენება.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
მოხმარებადი (კვებითი) და ენერგეტიკული ღირებულება (კალორიულობა) 100მგ-ზე: ცილა- 18,2გრ, ნახშირწყალი- 2,8 გრ, ცხიმი - 0,4 გრ, 56 კკალ/234 კჯოილი.
1 კაფსულის მასა : 396 მგ.±7,5 %
გამოშვების ფორმა:
ბლისტერზე 15 კაფსულა. 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.