Plasmon
მეპრილი / Mepril


შემადგენლობა
საერთაშორისო დაუპატენტებელი სახელწოდება: გლიმეპირიდი
მეპრილის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1მგ, 2მგ, 3მგ, და 4მგ აქტიური ნივთიერება გლიმეპირიდს.
დამხმარე ნივთიერებები: მონოჰიდრატი ლაქტოზები, ნატრიუმ სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (Avicel PH101), პოვიდონი (PVPK-30), მაგნიუმის სტეარატი. მღებავი ნივთიერებების სახით 1მგ-იანი ტაბლეტი - წითელ რკინის ოქსიდს (E172);  2მგ-იანი ტაბლეტი - ყვითელ რკინის ოქსიდს (E172) და ინდიგოკარმინს (E132); 3მგ-იანი ტაბლეტი- ყვითელ რკინის ოქსიდს (E172); 4მგ-იანი ტაბლეტი - ინდიგოკარმინს (E132). 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები: 
მეპრილი პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებაა, რომელიც მიეკუთვნება სულფონილშარდოვანას წარმოებულებს.Aასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის 
β –უჯრედების მიერ ინსულინის სეკრეციას, ამცირებს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციას, გარდა ამისა მეპრილს გააჩნია გლუკოზის დონის შემცირების მექანიზმი, რომელიც არ არის დაკავშირებული კუჭ-ქვეშა ჯირკვლის ფუნქციასთან. პრეკლინიკური და კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ მეპრილი ზრდის პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ. შაქრის დონის შემცირების მექანიზმი, ისევე როგორც სხვა სულფონილშარდოვანას წარმოებულებისა, ბოლომდე შესწავლილი არ არის.
მეპრილის მცირე დოზის (0.5-0.6მგ) ერთჯერადი მიღების შემდეგ ჯანმრთელ
მოხალისეებში, გამოვლინდა მისი სუსტი ჰიპოგლიკემიური ეფექტი. Gგლიმეპირიდის ჰიპოგლიკემიური ეფექტი ყველა საკონტროლო ჯგუფში გრძელდებოდა 24 სთ-ის განმავლობაში.
ექსპერიმენტის დროს არ იქნა გამოვლენილი განსხვავება ეფექტის მხრივ პრეპარატის ერთჯერად და ორჯერად მიღებას შორის. პრეპარატის ეფექტი არ არის დამოკიდებული ასაკზე, სქესზე, რასაზე და პაციენტის წონაზე. მეპრილი აკონტროლებს გლუკოზის დონეს სისხლში ლიპოპროტეიდულ პროფილზე ზემოქმედების გარეშე ინსულინრეზისტენტული შაქრიანი დიაბეტის მქონე (II ტიპი) პაციენტებში.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები
მეპრილი per os მიღების შემდეგ მთლიანად (100%) შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის ერთჯერადი მიღების შემდეგ (ჯანმრთელი მოხალისეები), ასევე მრავალჯერადი მიღების შემდეგ ( ტიპი II შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პირები) გამოვლინდა, რომ პრეპარატი შეიწოვება მიღებიდან 1 სთ-ის განმავლობაში და აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას (C-max) 2-3სთ-ის შემდეგ. პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5-8 სთ-ს. საკვებთან ერთად მიღების შემთხვევაში (C-max) იზრდება 12%-ით, ასევე მცირდება (C-max )საშუალო მაჩვენებლები 9%-ით. პრეპარატი უკავშირდება პლაზმის ცილებს 99%-ით.
მეპრილი მთლიანად მეტაბოლიზდება ორგანიზმში ოქსიდაციის გზით. მეტაბოლიზმის შედეგად წარმოქმნილი 2 ძირითადი მეტაბოლიტი (MI-მეპრილის ჰიდროქსილირებული წარმოებული და M2-კარბოქსილირებული წარმოებული) გამოიყოფა შარდთან ერთად 60% 7 დღის განმავლობაში. ძირითადი ნაწილი 40% გამოიყოფა ფეკალურ მასებთან ერთად. მეპრილის მოლეკულა შარდის და განავლის ანალიზებში არ იქნა აღმოჩენილი.

ჩვენებები
გამოიყენება ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის (ტიპი II ) დროს, დიეტოთერაპიისა და ფიზიკური დატვირთვის უეფექტობის შემთხვევაში.

უკუჩვენებები
ტიპი I ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი, დიაბეტური კეტოაციდოზი, დიაბეტური პრეკომა და კომა, მომატებული მგრძნობელობა მეპრილის ან მისი რომელიმე კომპონენტის, სხვა სულფონილშარდოვანას წარმოებულებისა და სულფანილამიდური პრეპარატების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
ადექვატური დიეტა, მუდმივი და საკმარისი რაოდენობით ფიზიკური ვარჯიშები, აუცილებლობის შემთხვევაში წონის დაქვეითება თამაშობს ისეთივე მნიშვნელოვან როლს, როგორსაც მეპრილის მუდმივი მიღება.                     სისხლში გლუკოზის არასაკმარისი შემცირების კლინიკური ნიშნებია (ჰიპერგლიკემია): შარდვის გახშირება, ძლიერი წყურვილი, პირისა და კანის სიმშრალე. პრეპარატის დანიშვნის შემდეგ ექიმმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია პაციენტს დიეტისა და ფიზიკური დატვირთვის აუცილებლობის შესახებ. მკურნალობის პირველ დღეებში შეიძლება მოიმატოს ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკმა (გასინჯვისას სისხლის გლუკოზის ნორმაზე დაბალი მაჩვენებელი),რაც მოითხოვს განსაკუთრებულ დაკვირვებას.
ჰიპოგლიკემიის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება:
-ექიმთან პაციენტის არასაკმარისი ურთიერთობა 
-არასრულფასოვანი, არარეგულარული კვება.
-ნახშირწყლების მოხმარებასა და ფიზიკურ დატვირთვას შორის დისბალანსი
-ჩვეული დიეტის შეცვლა
-ალკოჰოლის მოხმარება, განსაკუთრებით არარეგულარული კვების დროს
-თირკმელების ფუნქციის მოშლა
-ღვიძლის ფუნქციის მოშლა
-მეპრილის ჰიპერდოზირება
-ენდოკრინული სისტემის განსაზღვრული არაკომპენსატორული დაავადებები, ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლით (მაგ: ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა, ჰიპოფიზის უკმარისობა ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა)
-სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღება
ექიმი უნდა იყოს ინფორმირებული ზემოთ აღნიშნული ფაქტორების და ჰიპოგლიკემიის ეპიზოდების შესახებ, რადგან ისინი მოითხოვენ პაციენტზე მკაცრ დაკვირვებას. ჰიპოგლიკემიის რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, საჭიროა მეპრილის დოზისა და მკურნალობის სქემის შეცვლა. 
ხანდაზმულ პაციენტებში ჰიპოგლიკემიის სიმპტომები შეიძლება არ გამოვლინდესან ან გამოვლინდეს უმნიშვნელოდ, ასევე პაციენტებში, რომელთაც აქვთ ვეგეტატიური ნევროპათია ან იღებენ β-ადრენობლოკატორებს, კლონიდინს, რეზერპინს, გუანიტიდინს ან სხვა სიმპათოლიზურ საშუალებებს.
 ჰიპოგლიკემიის კუპირება შეიძლება ნახშირწყლების დაუყოვნებელი მიღებით(გლუკოზა ან შაქრის ნატეხი, ხილის ტკბილი წვენი ან ჩაი), ავადმყოფს ყოველთვის თან უნდა ჰქონდეს მინიმუმ 20 გ. გლუკოზა. შაქრის შემცვლელები არაეფექტურია ჰიპოგლიკემიის მკურნალობაში. სულფონილშარდოვანას სხვა პრეპარატების გამოყენებიდან ცნობილია, რომ მიუხედავად დასაწყისში წარმატებული ეფექტისა და ჰიპოგლიკემიის კუპირებისა, მოსალოდნელია რეციდივი. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია მუდმივი დაკვირვება პაციენტზე. მძიმე ჰიპოგლიკემია მოითხოვს გადაუდებელ მკურნალობას, ხოლო მძიმე შემთხვევებში ჰოსპიტალიზაციას. 
თუ დიაბეტიან ავადმყოფს მკურნალობს სხვადასხვა ექიმი (მაგ: უბედური შემთხვევის დროს სტაციონარში მოხვედრისას, მივლინების დროს) პაციენტმა უნდა შეატყობინოს თავის  დაავადებისა და ჩატარებული მკურნალობის შესახებ. 
სტრესულ სიტუაციებში (მაგ: ტრამვის, ქირუგიული ჩარევის, ცხელების დროს) შეიძლება აუცილებელი გახდეს პაციენტის დროებით ინსულინოთერაპიაზე გადაყვანა. მეპრილით მკურნალობის დროს აუცილებელია გლუკოზის რეგულარული კონტროლი სისხლსა და შარდში, ასევე გლიკოზირებული ჰემოგლობინის კონცეტრაციის მაჩვენებლები. მცირეა მონაცემები მეპრილის გამოყენების შესახებ თირკმლის და ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (მათ შორის ჰემოდიალიზზე მყოფი). ამიტომ თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის დროს საჭიროა გადავიდეთ ინსულინოთერაპიაზე. 
პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ Г-6-ФД უკმარისობა, სულფონილშარდოვანას წარმოებულებით მკურნალობის დროს, შესაძლოა განუვითარდეთ ჰემოლიზური ანემია; რადგანაც გლიმეპირიდი მიეკუთვნება სულფონილშარდოვანას ჯგუფს, ამიტომ ზემოთ აღნიშნულ პაციენტებში საჭიროა მისი მიღება სიფრთხილით; რეკომენდებულია იმ მედიკამენტების გამოყენება, რომლებიც არ შეიცავენ სულფონილშარდოვანას. მეპრილი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს; იშვიათ შემთხვევებში პაციენტებს ლაქტაზის მემკვიდრეობითი უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის აბსორბციის დარღვევით არ ენიშნებათ აღნიშნული პრეპარატი.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: 
ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება და ამასთან ჰიპოგლიკემიის განვითარება შეიძლება აღინიშნოს მეპრილის და ინსულინის ან სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, აგფ ინჰიბიტორის, ალოპურინოლის, ანაბოლური სტეროიდების და მამაკაცის სასქესო ჰორმონების, ქლორამფენიკოლის, კუმარინის წარმოებულების, ციკლოფოსფამიდის, დიზოპირამიდის, ფენფლურამინის, ფიბრატამის, ფლუოქსეტინის, გუანეტიდინის, იზოფოსფამიდის, МАО-ს ინჰიბიტორების, მიკონაზოლის, პენტოქსიფინილის (პარენტერალურად მაღალი დოზების მიღებისას), აზაპროპაზონის, ოქსიფენბუტაზონის, პრობენიციდის, ქინოლონების, სალიცილატების, სულფინპირაზონის, სულფანილამიდების, ტეტრაციკლინის, ტრიტოკვალინის ერთდროული მიღებისას.
ჰიპოგლიკემიური ეფექტის შესუსტება და მასთან დაკავშირებული შაქრის დონის მომატება სისხლში შეიძლება აღინიშნოს მეპრილისა და აცეტაზოლამიდის, ბარბიტურატების, კორტიკოსტეროიდების, დიაზოქსიდის, დიურეტიკების, ადრენალინის და სხვა სიმპტომატიკური საშუალებების, გლუკაგონის, საფაღარათო საშუალებების(ხანგრძლივი მიღებისას), ნიკოტინის მჟავის(მაღალი დოზებით), ესტროგენების და პროგესტოგენების, ფენოთიაზინის, ფენიტინის, რიფამპიცინის, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ერთდროული მიღების დროს. H2-ბლოკატორებმა, კლონიდინმა და რეზერპინმა შეიძლება გააძლიეროს ან შეამციროს მეპრილის ჰიპოგლიკემიური ეფექტი.
ბ-ადრენობლოკატორები ამცირებენ გლუკოზის მიმართ ტოლერანტობას. ამან შეიძლება გააუარესოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის კომპენსატორული მექანიზმები. გარდა ამისა β-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გაზარდონ ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი.
ისეთმა სიმპათოლიზურმა საშუალებებმა, როგორიცაა β -ადრენობლოკატორები, კლონიდინი, გუანიდინი და რეზერპინი, შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიის კლინიკური ნიშნების შესუსტება ან არ არსებობა.
ალკოჰოლის ერთჯერადი ან ქრონიკული მოხმარება, როგორც აძლიერებს ასევე ამცირებს მეპრილის ჰიპოგლიკემიურ ეფექტს.
მეპრილის მიღების ფონზე შეიძლება აღინიშნოს კუმარინის წარმოებულების მოქმედების გაძლიერება ან შემცირება.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი: ვინაიდან მეპრილი უარყოფითად მოქმედებს ნაყოფზე, მისი გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია. დაგეგმილი ორსულობის შემთხვევაში პაციენტი უნდა გადავიდეს ინსულინოთერაპიაზე. 
ექსპერიმენტულ კვლევებით დადგენილია, რომ მეპრილი გამოიყოფა დედის რძით და უარყოფით ზეგავლენას ახდენს ახალშობილზე. ამასთან დაკავშირებით მეპრილი არ ენიშნებათ ქალებს ლაქტაციის პერიოდში, ავადმყოფი გადაყვანილ უნდა იქნეს ინსულინზე ან შეწყვიტოს ძუძუთი კვება.

სატრანსპორტო საშუალებათა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვაზე ზეგავლენა
მკურნალობის დასაწყისში, ერთი პრეპარატიდან სხვა პრეპარატზე გადასვლის დროს ან მეპრილის არარეგულარული გამოყენებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს პაციენტის ყურადღებისა და ფსიქომოტორული რეაქციების შენელებას, განპირობებულს ჰიპო  ან ჰიპერგლიკემიით. ამან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე.

მიღების წესი და დოზირება
მეპრილის დოზა განისაზღვრება გლუკოზის დონით სისხლში.
პრეპარატის საწყის და შემანარჩუნებელ დოზას არჩევენ ინდივიდუალურად, სისხლსა და შარდში შაქრის დონის რეგულარული კონტროლის საფუძველზე. საჭიროა შეირჩეს გლიმეპირიდის ყველაზე მცირე დოზა, რომელსაც შეუძლია გააკონტროლოს ნებისმიერი მეტაბოლური ცვლილებები.
მეპრილით მკურნალობა საჭიროა დაიწყოს და ჩატარდეს ერთი ექიმის მიერ. მეპრილის მიღება საჭიროა დადგენილი დოზითა და დადგენილ დროს. პრეპარატის მიღების გამოტოვების  ანაზღაურება დაუშვებელია შემდგომი მიღების დოზის გაზრდით. ექიმმა და პაციენტმა წინასწარ უნდა შეიმუშავონ ზომები ასეთი შეცდომების დაშვების შემთხვევაში(მაგ: პრეპარატის ან საკვების მიღების გამოტოვება) ან იმ სიტუაციებისათვის, როცა პრეპარატის მიღება ვერ ხერხდება დადგენილ დროზე. პაციენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს პრეპარატის ზედმეტი დოზის მიღების შემთხვევაში.
პრეპარატის საწყის და შემანარჩუნებელ დოზას ადგენენ შაქრის რეგულარული კონტროლის საფუძველზე სისხლსა და შარდში.
საწყისი დოზა და დოზის შერჩევა:
მკურნალობის დასაწყისში ინიშნება მეპრილის 1მგ დღეში 1-ჯერ.(არ არის საჭირო 2მგ-ზე გადასვლა). საჭიროების შემთხვევაში დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს თანდათანობით შაქრის კონტროლის გათვალისწინებით (1-2 კვირის ინტერვალით),შემდეგი სქემით 1მგ-2მგ-3მგ-4მგ-6მგ-8მგ.
დღიური დოზის დიაპაზონი კარგად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის შეადგენს 1-დან 4 მგ-ს. მხოლოდ ერთეულ შემთხვევაში მიიღწევა თერაპიული ეფექტი 6მგ-ზე მეტი დოზით.
დოზის კორექცია:
პრეპარატის მიღების დრო და ჯერადობა განისაზღვრება ექიმის მიერ პაციენტის ცხოვრების ტიპის განსაზღვრის საფუძველზე; როგორც წესი დღიურ დოზას ნიშნავენ ერთჯერადად უშუალოდ საუზმის მიღების წინ, ან (თუ დღიური დოზა არ იქნა მიღებული) საკვების პირველ მიღებამდე. აუცილებელია, რომ მეპრილის მიღების შემდეგ პაციენტმა მიიღოს საკვები.
მეორე დოზის შერჩევა:
შაქრიანი დიაბეტის კომპენსაციის მიღწევის შემდგომ იზრდება მგრძნობელობა ინსულინის მიმართ. ამასთან დაკავშირებით მეპრილის მიმართ მოთხოვნა შეიძლება შემცირდეს. ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მეპრილის დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა. მეპრილის დოზის კორექცია საჭიროა პაციენტის სხეულის მასის ცვლილებისას ან ცხოვრების წესის შეცვლისას ან სხვა ფაქტორების შემთხვევაში, რომლებიც განაპირობებენ ჰიპო ან ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკის ზრდას.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
როგორც წესი მეპრილის მიღება საჭიროა ხანგრძლივად.
სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატიდან მეპრილზე გადაყვანა:
არ არსებობს ზუსტი შესაბამისობა მეპრილსა და სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზებს შორის. 
სხვა პრეპარატებიდან მეპრილზე გადაყვანის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის დოზა შეადგენს 1მგ-ს (იმ შემთხვევაშიც კი, როცა სხვა პრეპარატის დოზა იყო მაქსიმალური). აუცილებელია გავითვალისწინოთ მანამდე მიღებული ჰიპოგლიკემიური პრეპარატის ეფექტის ხარისხი და ხანგრძლივობა. შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის მიღების დროებითი შეწყვეტა ადიტიური ეფექტის თავიდან ასაცილებლად, რომელიც სწევს ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკს.
გამოყენება ინსულინთან კომბინაციაში: 
იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება მეპრილის მაქსიმალური დოზებით შაქრის დონის ნორმალიზება სისხლში, შესაძლებელია მისი კომბინაცია ინსულინთან. კომბინირებული მკურნალობის დასაწყისისათვის გლუკოზის დონე სისხლის პლაზმაში არ უნდა იყოს 150მგ/დლ–ზე ნაკლები. მეპრილის ოპტიმალური დოზირება შეადგენს 8მგ-ს დილით უზმოზე დღეში ერთხელ. ინსულინით მკურნალობა იწყება მინიმალური დოზით , შემდგომში თანდათან მომატების შესაძლებლობით, შაქრის კონტროლის ქვეშ.
მცირეა მონაცემები მეპრილის ეფექტურობის შესახებ 16 წლამდე ასაკის პირებში.
ინფორმაცია მეპრილის გამოყენების შესახებ პაციენტებში თირკმლისა და/ან ღვიძლის უკმარისობით ნახეთ “განსაკუთრებული მითითებები”.
მეპრილის ტაბლეტი მიიღება მთლიანად, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.

გვერდითი მოვლენები
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპოგლიკემია. ჰიპოგლიკემიის შესაძლო სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შიმშილის გრძნობა, მომატებული ოფლიანობა, ტრემორი, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, ტკივილი გულის არეში, არითმია, გულისრევა, ღებინება, შიშის გრძნობა, ძილის დარღვევა, შფოთვა, აგრესიულობა, ყურადღების კონცეტრაციის დარღვევა, ფსიქომოტორული რეაქციების შენელება, აპათია, დეპრესია, ძილიანობა, მეტყველების მოშლა, აფაზია, მხედველობის მოშლა, მგრძნობელობის დარღვევა, პარეზები, დელირიუმი, ცენტრალური გენეზის კრუნჩხვები, ცნობიერების მოშლა, ცნობიერების დაკარგვა-კომა, ზედაპირული სუნთქვა და ბრადიკარდია. ჰიპოგლიკემიის მძიმე ფორმის კლინიკური ნიშნები, ჰგავს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის მწვავე ფორმას. ყველა აღნიშნული სიმპტომი ქრება ჰიპოგლიკემიის კუპირებისთანავე.
მხედველობის ორგანოთა მხრივ: მკურნალობის დროს(განსაკუთრებით დასაწყისში), შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის ტრანზიტორული მოშლა, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს სისხლში შაქრის დონის ცვლილებით.     
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ზოგჯერ აღინიშნება გულისრევა, ღებინება, სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, ტკივილი მუცელი არეში, დიარეა, იშვიათად (ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება) ქოლესტაზი, სიყვითლე, ჰეპატიტი (ღვიძლის უკმარისობა).
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: შეიძლება აღინიშნოს სერიოზული ცვლილებები. იშვიათად თრომბოციტოპენია, და განსაკუთრებულ შემთხვევებში ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია ან ერითროციტოპენია, გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი ან პანციტოპენია.
სხვა გვერდითი მოვლენები: ზოგჯერ ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი. ასეთი რეაქციები, როგორც წესი გამოხატულია ზომიერად, მაგრამ შესაძლოა პროგრესირდეს და თან ახლდეს არტერიული წნევის ვარდნა, დისპნოე, ანაფილაქსიური შოკის განვითარება. ჭინჭრის ციების გამოხატვის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს. ერთეულ შემთხვევაში -ალერგიული ვასკულიტი, ფოტოსენსიბილიზაცია, სისხლის შრატში ნატრიუმის დონის შემცირება; ვინაიდან ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა: ჰიპოგლიკემია, სისხლის სურათის სერიოზული ცვლილება, მძიმე ალერგიული რეაქციები, ღვიძლის უკმარისობა შეიძლება გახდეს სიცოცხლისათვის საშიში, ამიტომ მათი განვითარების შემთხვევაში აუცილებლად საჭიროა ექიმის ინფორმირება და ექიმის რეკომენდაციამდე პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
მოულოდნელი რეაქციების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა მკურნალი ექიმის ინფორმირება. აუცილებელია დაკვირვება ავადმყოფის გულისცემასა და სუნთქვაზე. კომის განვითარების შემთხვევაში, როგორც ჰიპოგლიკემიის შედეგისა, აუცილებელია ავადმყოფის ჰოსპიტალიზება. საჭიროა ხელოვნური ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა და გააქტივებული ნახშირის დანიშვნა.
გამოშვების ფორმა:
 1მგ, 2მგ, 3მგ ან 4მგ-იანი მეპრილოს ტაბლეტები მოთავსებული ბლისტერზე. 2 ბლისტერი (30 ტაბლეტი), გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთული მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25ºC –ზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფიII-გამოიყენება ექიმის დანიშნულებით
სად შევიძინოთ?