შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1 კაფსულა შეიცავს: ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატს - 0,1 გ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
მექსარონი ახდენს ანტიჰიპოქსიურ, ანტისტრესულ, ნოოტროპულ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და ანქსიოლიზურ მოქმედებას.პრეპარატი აძლიერებს ორგანიზმის რეზისტენტობას სხვადასხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედების მიმართ (შოკი, ჰიპოქსია და იშემია, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ინტოქსიკაცია ალკოჰოლითა და ანტიფსიქოზური საშუალებებით-ნეიროლეპტიკებით). მექსარონის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მისი ანტიოქსიდანტური, ანტიჰიპოქსიური და მემბრანოპროტექტორული მოქმედებით. პრეპარატი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და თავის ტვინის სისხლმომარაგებას, აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას და რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. ასტაბილურებს სისხლის უჯრედების (ერითროციტების და თრომბოციტების) მემბრანულ სტრუქტურას ჰემოლიზის დროს. გააჩნია ჰიპოლიპიდემიური მოქმედება, ამცირებს საერთო ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას. ანტისტრესული მოქმედება ვლინდება პოსტსტრესული ქცევის, სომატო-ვეგეტატიური დარღვევების ნორმალიზებაში; ძილ_ღვიძილის ციკლების, სწავლებისა და მეხსიერების დარღვეული პროცესების აღდგენაში; თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურების დისტროფიული და მორფოლოგიური ცვლილებების დაქვეითებაში. მექსარონს გააჩნია გამოხატული ანტიტოქსიკური მოქმედება აბსტინენციური სინდრომის დროს. აღმოფხვრავს მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ნევროლოგიურ და ნეიროტოქსიკურ გამოვლინებებს, აღადგენს ქცევის დარღვევებს, ვეგეტატიურ ფუნქციებს, ასევე ხსნის ეთანოლის ხანგრძლივი მიღებით და მისი შეწყვეტით გამოწვეულ კოგნიტურ დარღვევებს. მექსარონის გავლენით ძლიერდება ტრანკვილიზური, ნეიროლეფსიური, ანტიდეპრესიული, საძილე და კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედება, რაც იძლევა საშუალებას შემცირდეს მათი დოზები და შესაბამისად გვერდითი ეფექტები. ამცირებს ფერმენტულ ტოქსემიას და ენდოგენურ ინტოქსიკაციას მწვავე პანკრეატიტის დროს.
ფარმაკოკინეტიკა:
მექსარონი სწრაფად შეიწოვება კუჭ_ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბციის ნახევარპერიოდით (T1/2) 0,08-0, 1 სთ. მექსარონის 400-500 მგ დოზებით შეყვანისას Cmax პლაზმაში შეადგენს 3,5-4,0მკგ/მლ და მიიღწევა 0,45-0,5 სთ განმავლობაში.სწრაფად ნაწილდება ორგანოებსა და ქსოვილებში. კუნთებში შეყვანის შემდეგ პრეპარატი განისაზღვრება სისხლის პლაზმაში 4 საათის განმავლობაში. ორგანიზმში პრეპარატის შეკავების დრო შეადგენს 0,7-1,3 საათს.სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდით, ძირითადად გლუკურონოკონიუგირებული ფორმით და უმნიშვნელო რაოდენობით - უცვლელი სახით.
ჩვენებები:
• თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე დარღვევები;
• დისცირკულარული ენცეფალოპათია;
• ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია;
• ათეროსკლეროზული გენეზის მსუბუქი კოგნიტური დარღვევები;
• მშფოთვარე, ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები;
• აბსტინენციური სინდრომის კუპირება ნევროზის მსგავსი და ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დარღვევებით ალკოჰოლიზმის დროს;
• მწვავე ინტოქსიკაცია ანტიფსიქოზური საშუალებებით;
• ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
• გულის მწვავე და ქრონიკული იშემიური დაავადება (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
• ქვედა კიდურების ანგიოპათია II ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
• მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესები (მწვავე პანკრეატიტი, პერიტონიტი) კომპლექსური თერაპიის დროს.
მიღების წესები და დოზირება:
კაფსულები ინიშნება პერორალურად. გამოსაყენებელი თერაპიული დოზები და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება პრეპარატის მიმართ ავადმყოფის მგრძნობელობის მიხედვით.
მკურნალობას იწყებენ დოზით 0,1 გ (1 კაფსულა) სამჯერ დღეში; მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 0.2 გ-ს, მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 0.8 გ. პრეპარატის სადღეღამისო დოზას ანაწილებენ 2- 3 მიღებაზე დღის განმავლობაში.
მშფოთვარე მდგომარეობების, ვეგეტატიურ_სისხლძარღვოვანი დისფუნქციების და კოგნიტური დარღვევებისას ავადმყოფების მკურნალობისათვის მექსარონი გამოიყენება 2-6 კვირის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, პირის სიმშრალე, ალერგიული რეაქციები, ძილიანობა.
უკუჩვენება:
ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციების მწვავე დარღვევა; ბავშვთა ასაკი; ორსულობა; ლაქტაციის პერიოდი; პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილე ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობის დროს, რომელიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
ჭარბი დოზირება:
შესაძლებელია ძილიანობის განვითარება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ერთდროული გამოყენებისას მექსარონი აძლიერებს ბენზოდიაზეპინის წარმოებული ანქსიოლიზების, პარკინსონის საწინააღმდეგო (ლევოდოპა) და კრუნჩხვების საწინააღმდეგო (კარბამაზეპინი) საშუალებების მოქმედებას. ამცირებს ეთილის სპირტის ტოქსიკურ მოქმედებას.
აფთიაქში გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ.