Plasmon
მერსილ ნეირო / MERSIL NEURO

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Grand Medical Poland
  • მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა #60
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს-აქტიური ნივთიერება: მაგნიუმის ციტრატი 375 მგ, რაც შეესაბამება 56,25 მგ ელემენტარულ მაგნიუმს, თიამინის მონონიტრატი (ვიტ.B1) 1,1 მგ, რიბოფლავინი(ვიტ.B2) 1,4 მგ, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტ.B6) 1,4 მგ, ციანკობალამინი (ვიტ.B12) 0,0025 მგ, ფოლის მჟავა 0,2 მგ, ინულინი 70 მგ; დამხმარე ნივთიერება: მაგნიუმის სტეარატი.

 

გამოყენების რეკომენდაცია: გამოიყენება როგორც დიეტური დანამატი კვების რაციონთან შემდეგი მდგომარეობებისას: ქრონიკული ფიზიკური და გონებრივი დაღლილობა, გაღიზიანებულობა, ძილის დარღვევა, მიალგია, ნევრალგია, ინტენსიური ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიური დაძაბულობა;  ორსულობისას ჰიპომაგნიემიის საპროფილაქტიკოდ; მწეველებში, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების  და საფაღარათოების, კონტრაცეპტივების, შარდმდენი საშუალებების  ხანგრძლივად გამოყენების დროს განვითარებული ჰიპომაგნიემია; შაქრიანი დიაბეტი და მუდმივი ჰიპერგლიკემია.

 

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ჰიპერმაგნიემია, ჰიპოკალციემია, უროლითიაზი (ფოსფატებისა და კალცი-მაგნიუმის შემცველი კონკრემენტების არსებობა), თირკმლის უკმარისობა, ბრადიკარდია.

 

მიღების წესი და დოზები:

1-3 კაფსულა დღეში, ჭამის დროს.  კაფსულა მიიღება მთლიანად ½ ჭიქა წყლის მიყოლებით. გამოყენების  წინ აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები:

ორსულობისას და ძუძუთი კვებისას გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა ალერგიული რეაქციები.

 

შენახვის პირობები:

ინახება ბნელ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ბიოლოგიურად აქტიური დანამატია, არ მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ელემენტებს.

 

შენახვის ვადა:  3 წელი

 

კვებითი და ენერგეტიკული ღირებულება (კალორიულობა) 100 გრ-ზე:

ცილები-0,31 გრ;  ნახშირწყლები-0,44 გრ;  ცხიმები-0,28გრ;  8,8კკალ/33კჯ

1 კაფსულის წონა: 581მგ  ±  7,5%

 

გამოშვების ფორმა:

15 კაფსულა  ბლისტერზე, 4 ბლისტერი მუყაოს შეფუთვაში.

სად შევიძინოთ?